აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძისა და ბრიტანელი ბილი კო სონდერსის ბრძოლა გაუქმდა.
ქართველი და ბრიტანელი მოკრივე ერთმანეთს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის უნდა დაპირისპირებოდნენ.
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
წაიკითხეთ: ავთანდილ ხურციძის პირველი კომენტარი: "მოხდა სერიოზული გაუგებრობა..."