პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის აშშ-ში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა
ვინ არის აშშ-ში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა

8 ივ­ნისს ნიუ-იორკში 15 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბათ. და­კა­ვე­ბულ ქარ­თვე­ლებს შო­რის, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი: რაჟ­დენ შუ­ლა­ია, ზუ­რაბ ჯა­ნაშ­ვი­ლი, ერეკ­ლე კე­რე­სე­ლი­ძე, აკა­კი უბი­ლა­ვა, ნაზო გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლო­მიშ­ვი­ლი და მა­მუ­კა ჩა­გა­ნა­ვა არი­ან. და­კა­ვე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ცნო­ბი­ლია რო­გორც "შუ­ლა­ი­ას დაჯ­გუ­ფე­ბა" და მას­ში ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და რუსი და სო­მე­ხი ეროვ­ნე­ბის კრი­მი­ნა­ლე­ბიც არი­ან. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ასა­კი 22-დან 56 წლამ­დე მერ­ყე­ობს.

აშშ-ს პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ ქურ­დო­ბა­ში, რე­კეტ­ში, მკვლე­ლო­ბა­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, შუ­ლა­ი­ას "მარ­ჯვე­ნა ხე­ლის" ზუ­რაბ ჯა­ნაშ­ვი­ლის ჩათ­ვლით, ნიუ იორკში, ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რობ­დნენ, შუ­ლა­ია კი ნიუ ჯერ­სი­ში. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა მოქ­მე­დებ­და ხუთ შტატ­ში: ნიუ იორ­კი, ნიუ ჯერ­სი, პენ­სილ­ვა­ნია, ფლო­რი­და და ნე­ვა­და. კრი­მი­ნა­ლე­ბის "საქ­მი­ა­ნო­ბა" მო­ი­ცავ­და შემ­დეგს: მი­წის­ქვე­შა პო­კერ-კლუ­ბი ბრა­ი­ტონ ბიჩ­ზე, მო­გე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ამო­ღე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის რე­კე­ტი, სატ­რან­სპორ­ტო ტვირ­თე­ბის გა­ტა­ცე­ბა, ღა­მის კლუ­ბის გახ­სნა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და ჩე­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამას­თან, შუ­ლა­ი­ას დაჯ­გუ­ფე­ბის ქალი წევ­რე­ბი ძარ­ცვავ­დნენ კლი­ენ­ტებს და­სა­ძი­ნე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­კა­ვე­ბუ­ლებს 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

დაჯ­გუ­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი 40 წლის რაჟ­დენ შუ­ლა­ი­აა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი. იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, შუ­ლა­ია ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად 2013 წელს კვიპ­როს­ში "მო­ნათ­ლეს". მას შემ­დეგ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში იგი "რაჟ­დენ პი­ტერსკის" სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. რუ­სეთ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში იგი ით­ვლე­ბო­და ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად.

2013 წელს, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის დროს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის 9 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და, რაჟ­დენ შუ­ლა­ია ლიტ­ვა­ში და­ა­კა­ვეს თე­მურ ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს­თან ერ­თად. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს სულ და­ა­კა­ვეს ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს 18 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მათ შო­რის 13 ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი.

შუ­ლა­ი­ას ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან სა­ინ­ტე­რე­სოა კი­დევ ერთი დე­ტა­ლი. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუსი კრი­მი­ნა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2010 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და და ქვე­ყა­ნა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ტო­ვა. 2011 წლის და­სა­წყის­ში პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით, რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭა და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ორ­მა­გი - ერ­თდრო­უ­ლად, რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გახ­და.

2016 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შუ­ლა­ია ინ­ტერ­პო­ლის "მწვა­ნე ცირ­კუ­ლარ­ზე" დას­ვა.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კა­ში და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნია - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი. ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე WBO-ს ვერ­სი­ით დრო­ე­ბი­თი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია, ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის UFC-ს მებ­რძო­ლი. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­მარ­ტე­ბა უკე გა­ა­კე­თა ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ და აღ­ნიშ­ნულს "გე­უ­გებ­რო­ბა" უწო­და.

წა­ი­კი­თხეთ:

ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი: "მოხ­და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა..."

აშშ-ში და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნის ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე მი­მარ­თვა

ვინ არის აშშ-ში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა

ვინ არის აშშ-ში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა

8 ივნისს ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. დაკავებული კრიმინალური დაჯგუფება ცნობილია როგორც "შულაიას დაჯგუფება" და მასში ქართველების გარდა რუსი და სომეხი ეროვნების კრიმინალებიც არიან. დაკავებულების ასაკი 22-დან 56 წლამდე მერყეობს.

აშშ-ს პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს. დაჯგუფების წევრების უმრავლესობა, შულაიას "მარჯვენა ხელის" ზურაბ ჯანაშვილის ჩათვლით, ნიუ იორკში, ბრუკლინში ცხოვრობდნენ, შულაია კი ნიუ ჯერსიში. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებდა ხუთ შტატში: ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, პენსილვანია, ფლორიდა და ნევადა. კრიმინალების "საქმიანობა" მოიცავდა შემდეგს: მიწისქვეშა პოკერ-კლუბი ბრაიტონ ბიჩზე, მოგებული თანხების ამოღება, ადგილობრივი ბიზნესმენების რეკეტი, სატრანსპორტო ტვირთების გატაცება, ღამის კლუბის გახსნა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტაციისა და ჩეკების გამოყენება. ამასთან, შულაიას დაჯგუფების ქალი წევრები ძარცვავდნენ კლიენტებს დასაძინებელი პრეპარატების გამოყენებით. დაკავებულებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაჯგუფების ხელმძღვანელი ე.წ. კანონიერი ქურდი 40 წლის რაჟდენ შულაიაა, რომელიც რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი. იგი წლების განმავლობაში სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. როგორც რუსული მედია წერს, შულაია ე.წ. კანონიერ ქურდად 2013 წელს კვიპროსში "მონათლეს". მას შემდეგ კრიმინალურ სამყაროში იგი "რაჟდენ პიტერსკის" სახელით არის ცნობილი. რუსეთში ყოფნის პერიოდში იგი ითვლებოდა ე.წ. კანონიერ ქურდთან მერაბ ჯანგველაძესთან დაახლოებულ პირად.

2013 წელს, ფართომასშტაბიანი საპოლიციო კონტროლის დროს, რომელიც ევროპის 9 ქვეყანაში ჩატარდა, რაჟდენ შულაია ლიტვაში დააკავეს თემურ ნემსიწვერიძესთან ერთად. სპეცოპერაციის დროს სულ დააკავეს ქართული კრიმინალური სამყაროს 18 წარმომადგენელი, მათ შორის 13 ე.წ კანონიერი ქურდი.

შულაიას ბიოგრაფიიდან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ქართული წარმოშობის რუსი კრიმინალი საქართველოში 2010 წელს იმყოფებოდა და ქვეყანა რამდენიმე დღეში დატოვა. 2011 წლის დასაწყისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, რაჟდენ შულაიას საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და ე.წ. კანონიერი ქურდი ორმაგი - ერთდროულად, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე გახდა.

2016 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შულაია ინტერპოლის "მწვანე ცირკულარზე" დასვა.

ცნობისთვის, ამერიკაში დაკავებულებს შორის ორი ქართველი სპორტსმენია - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. მომხდართან დაკავშირებით "ფეისბუქზე" განმარტება უკე გააკეთა ავთანდილ ხურციძემ და აღნიშნულს "გეუგებრობა" უწოდა.

წაიკითხეთ:

ავთანდილ ხურციძის პირველი კომენტარი: "მოხდა სერიოზული გაუგებრობა..."

აშშ-ში დაკავებული სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლე მიმართვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს