მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს ნიუ-იორკში საქართველოს კონსული დაკავებულ ქართველებზე
რა კომენტარს აკეთებს ნიუ-იორკში საქართველოს კონსული დაკავებულ ქართველებზე

ამე­რი­კე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თაც წარ­დგე­ნი­ლი აქვთ ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში რო­გო­რი­ცაა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ რე­კე­ტი, გა­მო­ძალ­ვა, თაღ­ლი­თო­ბა, ძარ­ცვა და სხვა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნიუ-იორკში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა დი­ა­ნა ჟღენ­ტმა გა­ნუ­ცხა­და.

დი­ა­ნა ჟღენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­კონ­სუ­ლო აქ­ტი­ურ კონ­ტაქ­ტშია ამე­რი­კელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და ელო­დე­ბი­ან გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბას.

"ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბით, მათ და­ა­კა­ვეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ბრა­ლი ედე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში. გუ­შინ, 7 ივ­ნისს, ნიუ-იორ­კის სამ­ხრე­თის ოფი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­სა და მათ მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­ურ კონ­ტაქ­ტშია სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებ­თან. სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბამ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ით­ვლე­ბი­ან უდა­ნა­შა­უ­ლოდ და ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია", - გა­ნა­ცხა­და დი­ა­ნა ჟღენ­ტმა.

ნიუ-იორკში 15 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბა. მათ შო­რი­საა ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი.

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: რაჟ­დენ შუ­ლა­ია, ზუ­რაბ ჯა­ნაშ­ვი­ლი, აკა­კი უბი­ლა­ვა, ჰამ­ლეტ უგ­ლა­ვა, მა­მუ­კა ჩა­გა­ნა­ვა, მი­ხე­ილ თო­რა­ძე, ავ­თან­დილ კა­ნა­დაშ­ვი­ლი, ნაზო გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ბუ­ზი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლო­მიშ­ვი­ლი, დი­ე­გო გა­ბი­სო­ნია, ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, ერეკ­ლე კე­რე­სე­ლი­ძე, ნი­კო­ლოზ ჯი­ქია.

წა­ი­კი­თხეთ: ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი: "მოხ­და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა..."

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა კომენტარს აკეთებს ნიუ-იორკში საქართველოს კონსული დაკავებულ ქართველებზე

რა კომენტარს აკეთებს ნიუ-იორკში საქართველოს კონსული დაკავებულ ქართველებზე

ამერიკელი სამართალდამცველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც წარდგენილი აქვთ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში როგორიცაა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტი, გამოძალვა, თაღლითობა, ძარცვა და სხვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა განუცხადა.

დიანა ჟღენტის განცხადებით, საკონსულო აქტიურ კონტაქტშია ამერიკელ სამართალდამცველებთან და ელოდებიან გამოძიების მიმდინარეობის დასრულებას.

"ამერიკის ფედერალური ბიუროს განცხადებით, მათ დააკავეს კრიმინალური ჯგუფის წევრები, რომლებსაც ბრალი ედებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გუშინ, 7 ივნისს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოფისის პროკურატურის მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია, დაკავებულებისა და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ.

გენერალური საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ კონტაქტშია სამართალდამცველ ორგანოებთან. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობამდე დაკავებული პირები ითვლებიან უდანაშაულოდ და ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება აქტიურ ფაზაშია", - განაცხადა დიანა ჟღენტმა.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

წაიკითხეთ: ავთანდილ ხურციძის პირველი კომენტარი: "მოხდა სერიოზული გაუგებრობა..."

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."