მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭები ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ" - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის დაკავებაზე
"ბიჭები ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ" - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის დაკავებაზე

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის ნა­წი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ აშშ-ში და­კა­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის ორი მოკ­რი­ვეა. რამ­დე­ნი­მე სპორ­ტსმე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი "გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოყ­ვნენ".

"და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი არი­ან, თუმ­ცა ისი­ნი გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოყ­ვნენ", - გა­ნუ­ცხა­დეს ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

"არის ვერ­სი­აც, რომ ბი­ჭე­ბი უბ­რა­ლოდ ცუდ ად­გი­ლას იყ­ვნენ რა­ღაც ოპე­რა­ცი­ის დროს და სა­ერ­თო მა­სა­ში მოყ­ვნენ" - ამის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვის ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის მე­გო­ბარ­მა, იო­სებ კო­ბე­რი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის კარ­გად იც­ნობს ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძეს და მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ხურ­ცი­ძის კავ­ში­რი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან.

წა­ი­კი­თხეთ: რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის მშობ­ლე­ბი სპორ­ტსმე­ნის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბა­ზე

"ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­დან გუ­შინ გაფ­რინ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. მე იმე­დი მაქვს, რომ უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვაა სა­ხე­ლი­სა და გვა­რის. ვვა­რა­უ­დობთ, რომ ჩვე­ნი დრო­ით, ამ დი­ლას ჩაფ­რინ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ უბ­რა­ლოდ ემ­თხვე­ვა სა­ხე­ლი და გვა­რი და მეტი არა­ფე­რი. ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ნამ­დვი­ლად ვერ მო­გახ­სე­ნებთ და­ნამ­დვი­ლე­ბით, ის არის თუ მისი სა­ხე­ლიც ემ­თხვე­ვა. ერთი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ავ­თოს პი­რა­დად ვიც­ნობ და ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მისი კავ­ში­რი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან. არის ვერ­სი­აც, რომ ბი­ჭე­ბი უბ­რა­ლოდ ცუდ ად­გი­ლას იყ­ვნენ რა­ღაც ოპე­რა­ცი­ის დროს და სა­ერ­თო მა­სა­ში მოყ­ვნენ. არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა სა­სი­კე­თოდ", - გა­ნა­ცხა­და იო­სებ კო­ბე­რი­ძემ.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიუ-იორკში და­კა­ვე­ბულ 15 ქარ­თველს შო­რის, რო­მელ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბა, შე­საძ­ლოა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი იყ­ვნენ.

ხურ­ცი­ძე WBO-ს ვერ­სი­ით დრო­ე­ბი­თი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია, ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის UFC-ს მებ­რძო­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბიჭები ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ" - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის დაკავებაზე

"ბიჭები ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ" - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის დაკავებაზე

ქართველი სპორტსმენების ნაწილი ადასტურებს, რომ აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ორი მოკრივეა. რამდენიმე სპორტსმენის ინფორმაციით, ისინი "გაუგებრობაში მოყვნენ".

"დაკავებულები ნამდვილად ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან, თუმცა ისინი გაუგებრობაში მოყვნენ", - განუცხადეს ქართველმა სპორტსმენებმა "ინტერპრესნიუსს".

"არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ" - ამის შესახებ ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, იოსებ კობერიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

მისივე თქმით, ის კარგად იცნობს ავთანდილ ხურციძეს და მისთვის წარმოუდგენელია ხურციძის კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.

წაიკითხეთ: რა ინფორმაციას ფლობენ ავთანდილ ხურციძის მშობლები სპორტსმენის შესაძლო დაკავებაზე

"ავთანდილ ხურციძე საქართველოდან გუშინ გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ დამთხვევაა სახელისა და გვარის. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი დროით, ამ დილას ჩაფრინდებოდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ემთხვევა სახელი და გვარი და მეტი არაფერი. ლევან მაყაშვილის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ დანამდვილებით, ის არის თუ მისი სახელიც ემთხვევა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ავთოს პირადად ვიცნობ და ჩემთვის წარმოუდგენელია მისი კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ. არაფერია გამორიცხული, იმედი ვიქონიოთ, რომ დღის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა სასიკეთოდ", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ.

ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ