კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები - რას ყვება მე-10 საპატიმროს ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი
რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები - რას ყვება მე-10 საპატიმროს ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სამ­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ის პი­რო­ბე­ბი აღ­წე­რა, რა პი­რო­ბებ­შიც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, კუდ-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სას­ჯელს იხ­დიდ­ნენ.

რა­მაზ ჭო­ხო­ნე­ლი­ძე სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ბრა­ლი კუდ-ის ყო­ფილ უფ­როსს, დათა ახა­ლა­ი­ას აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, 2006 წელს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად 4 სა­კა­ნი გა­ა­რე­მონ­ტეს, აღ­ჭურ­ვეს ავე­ჯით, სხვა­დას­ხვა ინ­ვენ­ტა­რით და მა­ლე­ვე შე­ა­სახ­ლეს გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ოთხი­ვე მსჯავ­რდე­ბუ­ლი სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, მათ შო­რის სურ­სა­თის შე­ტა­ნით, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­უ­ზღუ­და­ვი ვი­ზი­ტით, ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბით და ა.შ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ზი­ტე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­თან ძი­რი­თა­დად ღა­მის სა­ა­თებ­ში ხდე­ბო­და.

რა­მაზ ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის თქმით, პა­ტიმ­რებ­თან ასე­ვე შე­დი­ოდ­ნენ იმ­დრო­ინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მათ შო­რის ბაჩო ახა­ლა­ია და და­ვით ჩხუ­ტუ­ნი­ძე. მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის პე­რი­ოდ­ში, სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით ოთხი­ვე მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სწო­რედ და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძემ გა­იყ­ვა­ნა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა ასე­ვე ორი ყო­ფი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც კუდ-ის ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ყოფ­ნა­ზე მა­თაც ისა­უბ­რეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ გე­რონ­ტი ალა­ნია ყვე­ლა­ზე ხში­რად შე­დი­ო­და ცი­ხის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში "გარ­კვე­უ­ლი საქ­მე­ე­ბის" მო­საგ­ვა­რებ­ლად. მათი თქმით, ოთხ მსჯავ­რდე­ბულს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე კონ­ფლიქ­ტიც მოხ­და.

"კონ­ფლიქ­ტი ალა­ნი­ას ჰქონ­და ბი­ბი­ლუ­რი­ძეს­თან და აფ­ცი­ა­ურ­თან იმის გამო, რომ ამ­დე­ნი ხანი არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ცი­ხე­ში. გე­რონ­ტი ალა­ნი­ამ, როცა მათი შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო, შე­სა­წყა­ლე­ბელ­თა სი­ა­ში მეც ჩამ­სვა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მუ­ხი­გუ­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები - რას ყვება მე-10 საპატიმროს ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი

რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები - რას ყვება მე-10 საპატიმროს ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი

სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილმა უფროსმა ის პირობები აღწერა, რა პირობებშიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები სასჯელს იხდიდნენ.

რამაზ ჭოხონელიძე სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას აქვს წაყენებული, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა.

როგორც მან განაცხადა, 2006 წელს დაწესებულებაში სპეციალურად 4 საკანი გაარემონტეს, აღჭურვეს ავეჯით, სხვადასხვა ინვენტარით და მალევე შეასახლეს გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები. მისივე თქმით, ოთხივე მსჯავრდებული სხვა პატიმრებისგან განსხვავებით პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ შორის სურსათის შეტანით, ახლობლებისა და ოჯახის წევრების შეუზღუდავი ვიზიტით, ციხის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებით და ა.შ. მისივე ინფორმაციით, ვიზიტები მსჯავრდებულებთან ძირითადად ღამის საათებში ხდებოდა.

რამაზ ჭოხონელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულები სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებითა და კომპიუტერული ტექნიკით. სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის თქმით, პატიმრებთან ასევე შედიოდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის ბაჩო ახალაია და დავით ჩხუტუნიძე. მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ოთხივე მსჯავრდებული დაწესებულებიდან სწორედ დავით ჩხიტუნიძემ გაიყვანა.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ასევე ორი ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს ემსახურებოდნენ. მსჯავრდებულების პრივილეგირებულ ვითარებაში ყოფნაზე მათაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გერონტი ალანია ყველაზე ხშირად შედიოდა ციხის უფროსის კაბინეტში "გარკვეული საქმეების" მოსაგვარებლად. მათი თქმით, ოთხ მსჯავრდებულს შორის რამდენჯერმე კონფლიქტიც მოხდა.

"კონფლიქტი ალანიას ჰქონდა ბიბილურიძესთან და აფციაურთან იმის გამო, რომ ამდენი ხანი არ უნდა ყოფილიყვნენ ციხეში. გერონტი ალანიამ, როცა მათი შეწყალების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, შესაწყალებელთა სიაში მეც ჩამსვა", - განაცხადა გიორგი მუხიგულაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ