საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელშიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელშიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს

აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლი­თაც გმობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ევ­რო­პა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ/მიმ­დი­ნა­რე ქმე­დე­ბებს და ასა­ხავს მათ აღ­საკ­ვე­თად, აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ზო­მებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

აშშ აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე.

"აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა კა­ნონპ­რო­ექტს (S. 1221), რო­მე­ლიც გმობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ/მიმ­დი­ნა­რე ქმე­დე­ბებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფას, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ას, 2008 წელს ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი გმობს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ლე­ბულ და მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს და მო­უ­წო­დებს მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი შე­წყვე­ტის­კენ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფის­კა­ლუ­რი წლე­ბის­თვის 250 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას, რო­მე­ლიც მოხ­მარ­დე­ბა, ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ასე­ვე, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი/მიმ­დი­ნა­რე რუ­სე­თის ზე­მოქ­მე­დე­ბის აღ­საკ­ვე­თად გა­მიზ­ნულ ქმე­დე­ბებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, 90 დღის ვა­და­ში, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, უნდა შექ­მნას სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რათა ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა გა­უ­წი­ოს რუ­სე­თის ზე­გავ­ლე­ნის აღ­საკ­ვე­თად შექ­მნილ ფონდს და წინ აღუდ­გეს რუ­სე­თის დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბებს.

შემ­დგომ ეტაპ­ზე ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს კენ­ჭს უყ­რი­ან აშშ-ის სე­ნა­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე. კენ­ჭისყ­რის კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ნახ­ვა ამ ლინკზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი: www.congress.gov

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელშიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელშიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ზომებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

აშშ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე.

"აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს (S. 1221), რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული/მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, 90 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ადმინისტრირება გაუწიოს რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.

შემდგომ ეტაპზე ზემოხსენებულ კანონპროექტს კენჭს უყრიან აშშ-ის სენატის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრის კონკრეტული ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილების ნახვა ამ ლინკზეა შესაძლებელი: www.congress.gov

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."