საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიო "ენერჯის" ენერგიული აქცია ქუჩაში - #NRJinthestreet "პალიტრა მედიაში" სტუმრობით დაიწყო
რადიო "ენერჯის" ენერგიული აქცია ქუჩაში - #NRJinthestreet "პალიტრა მედიაში" სტუმრობით დაიწყო

რა­დიო "ენერ­ჯი" ქუ­ჩა­ში ენერ­გი­ულ აქ­ცი­ას #NRJinthestreet-ს იწყებს. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, რა­დი­ოს გუნ­დი პირ­ვე­ლად "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" ეწ­ვია.

NRJ-ს მხი­ა­რუ­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ჰოლ­დინ­გის ეზო­ში ენერ­გი­უ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე, ბრენ­დი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნით შე­მო­ვიდ­ნენ და "პა­ლიტ­რის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრეს.

მათ მე­დია სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "ენერ­ჯის" ლო­გო­თი დაბ­რენ­დი­ლი მხი­ა­რუ­ლი სათ­ვა­ლე­ე­ბით, სტი­კე­რე­ბი­თა და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჰი­ტე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი CD-ით და­ა­სა­ჩუქ­რეს. ასე­ვე შე­ახ­სე­ნეს, რომ ენერ­გი­უ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა FM 104.7-ზე არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გვან­ცა კი­ლა­სო­ნია, რა­დიო "ენერ­ჯის" პრო­დი­უ­სე­რი:

"რა­დიო "ენერ­ჯიმ" გა­და­წყვი­ტა პირ­ვე­ლად გა­ი­სე­ირ­ნოს თა­ვი­სი ახა­ლი ჯი­პით, #NRJinthestreet, ენერ­ჯი ქუ­ჩა­ში, ენერ­გი­უ­ლი სვლა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც აქ­ტი­უ­რად იწყებს დღეს, ვის­თვი­საც პო­ზი­ტი­ვი, გან­წო­ბა, კარ­გი მუ­სი­კა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­ჯა­ი­ზე­რია ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც თა­ვი­სი რა­დიო მიმ­ღე­ბი მო­მარ­თუ­ლი აქვს FM 104.7-ზე გა­დავ­წყვი­ტეთ სუ­ვე­ნი­რად გა­დავ­ცეთ მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის სიმ­ღე­რე­ბის­გან შემ­დგა­რი CD, ისი­ნი არი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელს მსოფ­ლი­ო­ში ემე­გობ­რე­ბი­ან "ენერ­ჯი გრუფს". მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი ირ­ჩე­ვენ რა­დიო "ენერ­ჯის".

მჯე­რა, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი ვინც თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, აუ­ცი­ლებ­ლად შე­უ­ერ­თდე­ბა იმ აუ­დი­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დღე­ში 14 მი­ლი­ო­ნია. გა­დავ­წყვი­ტეთ პირ­ვე­ლი ენერ­გი­უ­ლი სვლა რა თქმა უნდა, ყო­ფი­ლი­ყო ჩვენს ერთ-ერთ პარნ­ტი­ორ­თან - "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან", ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც პირ­ვე­ლი აწ­ვდის სი­ახ­ლე­ებს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს".

"პა­ლიტ­რის" დღე­ვან­დელ სტუმ­რებს შო­რის "ენერ­ჯის" მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნე­ბი - ბაბი და ბრა­ი­ა­ნიც იყ­ვნენ, მათ ჰოლ­დინ­გის თა­ნამ­შრომ­ლებს "B & B Show"-ს მოს­მე­ნის­კენ მო­უ­წო­დეს.

ბაბი: "ისე­ვე ენერ­გი­უ­ლად დაგ­ვხვდით, რო­გო­რი ენერ­გი­ი­თაც ჩვენ შე­მო­ვე­დით და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა უს­მი­ნონ თქვენ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რა­დიო "ენერ­ჯის", რად­გან დილა და­ი­წყოს ენერ­გი­უ­ლად, იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი".

რა­დიო NRJ საფ­რან­გეთ­ში 1981 წელს და­არ­სდა და ის იყო პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი, ახალ­გაზ­რდუ­ლი რა­დიო. მას შემ­დეგ, რა­დიო NRJ -ის არ და­უთ­მია პო­ზი­ცი­ე­ბი და მუდ­მი­ვად ლი­დე­რობს რე­ი­ტინ­გებ­ში. მსმე­ნელ­თა აუ­დი­ტო­რია ყო­ველ­დღი­უ­რად 14 მი­ლი­ონს შე­ად­გენს და მო­ი­ცავს ისეთ ქვეყ­ნებს, რო­გო­რი­ცაა: საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, ბელ­გია, შვე­ი­ცა­რია, ფი­ნე­თი, ნორ­ვე­გია, შვე­დე­თი, რუ­სე­თი, ბულ­გა­რე­თი, ლი­ბა­ნი, მა­რო­კო და ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლო. სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მიზ­ნით, ქარ­თუ­ლი მხა­რე საფ­რან­გეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და.

რა­დიო და კაფე ერთ სივ­რცე­ში - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ­მა რა­დი­ო­სად­გურ­მა NRJ-მ მა­უ­წყებ­ლო­ბა მარ­ტში და­ი­წყო. NRJ-ის თბი­ლი­სის სტუ­დია, დო­ლი­ძის #2-ში, "რა­დიო კა­ფე­ში" მდე­ბა­რე­ობს.

რა­დი­ოს ერთ-ერთი სა­ხეა თეა დარ­ჩია, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად NRJ-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი და სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია.

რა­დიო NRJ-ის მოს­მე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ტალ­ღა­ზე FM 104.7 თბი­ლის­ში, თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­სა და გუ­და­ურ­ში.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რადიო "ენერჯის" ენერგიული აქცია ქუჩაში - #NRJinthestreet "პალიტრა მედიაში" სტუმრობით დაიწყო

რადიო "ენერჯის" ენერგიული აქცია ქუჩაში - #NRJinthestreet "პალიტრა მედიაში" სტუმრობით დაიწყო

რადიო "ენერჯი" ქუჩაში ენერგიულ აქციას #NRJinthestreet-ს იწყებს. აქციის ფარგლებში, რადიოს გუნდი პირველად "პალიტრა მედიას" ეწვია.

NRJ-ს მხიარული წამყვანები ჰოლდინგის ეზოში ენერგიული მუსიკის ფონზე, ბრენდირებული მანქანით შემოვიდნენ და "პალიტრის" თანამშრომლების ყურადღება მიიპყრეს.

მათ მედია სახლის წარმომადგენლები "ენერჯის" ლოგოთი დაბრენდილი მხიარული სათვალეებით, სტიკერებითა და მსოფლიო ვარსკვლავების ჰიტებით დაკომპლექტებული CD-ით დაასაჩუქრეს. ასევე შეახსენეს, რომ ენერგიული მუსიკის მოსმენა FM 104.7-ზე არის შესაძლებელი.

გვანცა კილასონია, რადიო "ენერჯის" პროდიუსერი:

"რადიო "ენერჯიმ" გადაწყვიტა პირველად გაისეირნოს თავისი ახალი ჯიპით, #NRJinthestreet, ენერჯი ქუჩაში, ენერგიული სვლა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აქტიურად იწყებს დღეს, ვისთვისაც პოზიტივი, განწობა, კარგი მუსიკა განსაკუთრებული ენერჯაიზერია ცხოვრებაში. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისი რადიო მიმღები მომართული აქვს FM 104.7-ზე გადავწყვიტეთ სუვენირად გადავცეთ მსოფლიო ვარსკვლავების სიმღერებისგან შემდგარი CD, ისინი არიან ვარსკვლავები, რომლებიც მთელს მსოფლიოში ემეგობრებიან "ენერჯი გრუფს". მსოფლიო ვარსკვლავები ირჩევენ რადიო "ენერჯის".

მჯერა, ყველა ის ადამიანი ვინც თბილისში ცხოვრობს, აუცილებლად შეუერთდება იმ აუდიტორიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დღეში 14 მილიონია. გადავწყვიტეთ პირველი ენერგიული სვლა რა თქმა უნდა, ყოფილიყო ჩვენს ერთ-ერთ პარნტიორთან - "პალიტრანიუსთან", ახალი ამბების ტელევიზიასთან, იმ ადამიანებთან, ვინც პირველი აწვდის სიახლეებს მთელ საქართველოს".

"პალიტრის" დღევანდელ სტუმრებს შორის "ენერჯის" მუსიკალური წამყვანები - ბაბი და ბრაიანიც იყვნენ, მათ ჰოლდინგის თანამშრომლებს "B & B Show"-ს მოსმენისკენ მოუწოდეს.

ბაბი: "ისევე ენერგიულად დაგვხვდით, როგორი ენერგიითაც ჩვენ შემოვედით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა უსმინონ თქვენმა თანამშრომლებმა რადიო "ენერჯის", რადგან დილა დაიწყოს ენერგიულად, იყოს წარმატებული და პოზიტიური".

რადიო NRJ საფრანგეთში 1981 წელს დაარსდა და ის იყო პირველი კომერციული, ახალგაზრდული რადიო. მას შემდეგ, რადიო NRJ -ის არ დაუთმია პოზიციები და მუდმივად ლიდერობს რეიტინგებში. მსმენელთა აუდიტორია ყოველდღიურად 14 მილიონს შეადგენს და მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი, მაროკო და ახლა უკვე საქართველო. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ქართული მხარე საფრანგეთთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა მარტში დაიწყო. NRJ-ის თბილისის სტუდია, დოლიძის #2-ში, "რადიო კაფეში" მდებარეობს.

რადიოს ერთ-ერთი სახეა თეა დარჩია, "სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე, რომელიც ამავდროულად NRJ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და საავტორო გადაცემის წამყვანია.

რადიო NRJ-ის მოსმენა შესაძლებელია ტალღაზე FM 104.7 თბილისში, თბილისის შემოგარენსა და გუდაურში.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი