საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს"
"მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს"

მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მკაც­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩა­ნა­წე­რით და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი და მიწა დარ­ჩეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას და სამ­თავ­რო­ბო გუნდს შო­რის გა­მარ­თულ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე.

"მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მკა­ფიო და მკაც­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩა­ნა­წე­რით და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი და მიწა დარ­ჩეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქნა ყვე­ლა ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ შო­რის მი­წის არ­სე­ბუ­ლი და პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის, ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ში მი­წის გას­ხვი­სე­ბის წვლი­ლის და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ახა­ლი ჩა­ნა­წე­რი გახ­დე­ბა იმის გა­რან­ტია, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის რე­სურ­სი არ გას­ხვის­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რებ­ზე და და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, უკვე შე­მო­ტა­ნი­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რებ­ზე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბა არ მოხ­დეს. კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­პუ­ლის­ტუ­რი არ არის და რე­ა­ლურ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს"

"მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს"

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი და მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებული იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობას და სამთავრობო გუნდს შორის გამართულ კონსულტაციებზე.

"მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი და მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს და მათი გაერთიანებების საკუთრებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ახალი ჩანაწერი გახდება იმის გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი არ გასხვისდეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და დაცული იქნება ეროვნული სტრატეგიული მიზნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკვე შემოტანილია კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე დაჩქარებული წესით მიწების გასხვისება არ მოხდეს. კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება პოპულისტური არ არის და რეალურ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

"ტაძარი უფლის სახლია... წესების დაცვით, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა იქ დარჩენა შესაძლებელია" - კვირიკაშვილი

"საბა" მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ უჩვეულო გზით მოუწოდებს

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე