პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო წლებში ირანში განხორციელებული მასშტაბური ტერაქტების ისტორია
ბოლო წლებში ირანში განხორციელებული მასშტაბური ტერაქტების ისტორია

ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წევ­რე­ბის სა­მიზ­ნე ირა­ნი ხდე­ბა... ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 ივ­ნისს თე­ი­რან­ში, ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტსა და აია­თო­ლა ჰო­მე­ი­ნის მავ­ზო­ლე­უმ­ზე მო­წყო­ბი­ლი ორი თავ­დას­ხმის დროს 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის არი­ან თავ­დამ­სხმე­ლე­ბიც...

ირა­ნუ­ლი და და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­ნი­ტი ექ­სტრე­მის­ტე­ბის ჯგუფ­მა ში­ი­ტე­ბით და­სახ­ლე­ბულ ირან­ში თავ­დას­ხმე­ბი და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა... ირა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, დი­ლის 9 სა­ათ­ზე 4 ტე­რო­რის­ტი, რომ­ლე­ბიც ქა­ლის სა­მოს­ში იყ­ვნენ გა­მო­წყო­ბი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მთა­ვა­რი შე­სას­ვლე­ლით შე­ვიდ­ნენ. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ "კა­ლაშ­ნი­კო­ვე­ბი­თა" და პის­ტო­ლე­ტე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

ირა­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, მო­ჰა­მად ჰო­სე­ინ ზოლ­ფა­ღა­რის გან­ცხა­დე­ბით, - ექ­სტრე­მის­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მაგრდნენ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ის სპეც­რაზმმა ალ­ყით აიღო, ისი­ნი და­ა­კა­ვეს, ერ­თმა მათ­გან­მა შე­ნო­ბის მე­ო­თხე სარ­თულ­ზე თავი აი­ფეთ­ქა. კი­დევ ერთი მათ­გა­ნი, რო­მელ­საც თან 6 ხელ­ყუმ­ბა­რა ჰქონ­და, სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მოკ­ლეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რის­ტებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს აი­თო­ლა ჰო­მე­ი­ნის მავ­ზო­ლე­უმ­ზეც. რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, ალექ­სეი კონ­დუ­ლუ­კო­ვის თქმით, მავ­ზო­ლე­უმ­ზე თავ­დამ­სხმელ­თა შო­რის ქა­ლიც იყო და სწო­რედ მან აი­ფეთ­ქა თავი... ირა­ნის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პირ ჰო­სე­ინ კო­ლი­ვან­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 და­ღუ­პუ­ლის გარ­და, სულ 42 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა.

არა­ბუ­ლი მე­დია აქ­ვეყ­ნებს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლის მო­ნა­თხრობს, რომ­ლის თქმი­თაც ის შო­რი­ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო და ფაქტს თა­ვად შე­ეს­წრო... - "უცებ ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლა ატყდა და და­ვი­ნა­ხე, რომ ვი­ღაც ჩა­ი­კე­ცა... რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იქა­უ­რო­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბით გა­ივ­სო, შემ­დეგ ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა... ქუ­ჩე­ბი გა­და­კე­ტეს... ამ დროს ვი­ღაც მკერ­დში დაჭ­რი­ლი კაცი გა­მო­იყ­ვა­ნეს, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­საშ­ლელ სა­წოლ­ზე და­აწ­ვი­ნეს და მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს... პო­ლი­ცი­ამ გვი­თხრა, რომ ფრთხი­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის­გან თავი შეგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა. შემ­დეგ ხალ­ხმა თქვა, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რის­ტებ­მა ამ­ჯე­რად ჩვენ ამოგ­ვი­ღეს მი­ზან­ში...", - ამ­ბობს თე­ი­რან­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის თვითმხილ­ვე­ლი.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირა­ნულ­მა დაზ­ვერ­ვამ 7 ივ­ნისს, ასე­ვე ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­გეგ­მი­ლი კი­დევ ერთი ტე­რაქ­ტი აღ­კვე­თა.

3 ივ­ნისს, ირან­ში, ქა­ლაქ ში­რა­ზის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. მა­შინ პრო­ვინ­ცი­ის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის უფ­როს­მა ფარს მუ­ჰა­მედ-რეზა ალი მა­ნეშ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 32 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მა­შინ აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

2015 წლი­დან ირან­ში 12 მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტი მოხ­და; - 2005 წლის 12 ივ­ნისს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი დღით ადრე, ჰუ­ზე­ის­ტა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში, გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რის სა­სახ­ლე­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 87 მძი­მედ და­შავ­და. მიმ­დევ­ნო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ პრო­ვინ­ცი­ა­ში კი­დევ 4 ტე­რაქ­ტი მოხ­და, რა­საც 28 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მა­შინ ირა­ნის მთავ­რო­ბამ მომ­ხდარ­ში ირა­ნე­ლი არა­ბე­ბი და­ა­და­ნა­შუ­ლა. იმა­ვე წლის 14 დე­კემ­ბერს არა­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი აჰ­მა­დი­ნე­ჯა­დის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რის კორ­ტე­ჟი უნდა აე­ფეთ­ქე­ბი­ნა, რა დრო­საც და­ი­ღუ­პა დაც­ვის წევ­რი... შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ მომ­ხდარ­ში აჰ­მა­დი­ნე­ჯა­დი არ ფი­გუ­რი­რებ­და.

2006 წლის 26 მარტს, "ჯუნ­და­ლას" ბო­ე­ვი­კებ­მა ქა­ლა­ქე­ბის, ბა­მი­სა და კერ­მა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ტრა­სა გა­და­კე­ტეს და ამ გზა­ზე "გა­ჭე­დილ" მან­ქა­ნებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, რა დრო­საც 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 6 მძი­მედ და­იჭ­რა.

2007 წლის 14 თე­ბერ­ვალს, ქა­ლაქ ზა­ჰე­დან­ში და­ნაღ­მუ­ლი მან­ქა­ნა აფეთ­ქდა და 11 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­ი­ღუ­პა და 31 და­შავ­და.

2008 წლის 12 აპ­რილს, ქა­ლაქ ში­რაზ­ში მე­ჩეთ­თან არ­სე­ბულ კულ­ტუ­რულ-რე­ლი­გი­ურ ცენ­ტრში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბი­სას 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 202 მძი­მედ და­იჭ­რა, მა­შინ ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქა­ლაქ რეშ­ტში არ­სე­ბულ რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ზეც იგეგ­მე­ბო­და თავ­დას­ხმა...

2009 წლის 28 მა­ისს, ქა­ლაქ ზა­ჰე­და­ნის მე­ჩეთ­ში თავი აი­ფეთ­ქა თვით­მკვლელ­მა 8 ტე­რო­რის­ტმა, რა­საც 27 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

2009 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ სარ­ბაზ­ში, "ჯუნ­და­ლის" თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა თავი აი­ფეთ­ქა, ში­ი­ტე­ბი­სა და სუ­ნი­ტე­ბის რე­გი­ო­ნა­ლურ შეკ­რე­ბა­ზე, სა­დაც 42 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, გე­ნე­რა­ლი ნუ­რალ შუშ­ტა­რი და­ი­ღუ­პა...

2010 წლის 15 ივ­ლისს, ასე­ვე ზა­ჰე­დან­ში, მე­ჩეთ­თან ახ­ლოს, ორმა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა აი­ფეთ­ქა თავი, რა­საც 27 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, 270-ზე მეტი და­შავ­და.

2010 4 აგ­ვის­ტოს კი­დევ ერთხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია აჰ­მა­დი­ნე­ჯა­დის გა­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - მა­შინ რო­დე­საც ის ქა­ლაქ ჰა­მა­დან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თვით­ნა­კე­თი ხელ­ყუმ­ბა­რა აფეთ­ქდა, რა დრო­საც მისი დაც­ვის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­იჭ­რა.

2010 წლის 14 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ ჩა­ბა­ხარ­ში ერდრო­უ­ლად ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რა დრო­საც 33 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ტე­რაქ­ტის ავ­ტო­რი ირან­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი "ჯუნ­და­ლის" დაჯ­გუ­ფე­ბა იყო...

2012 წლის 25 აპ­რილს ჩა­ბა­ხა­რის მე­ჩეთ­ში, რო­მე­ლიც 2010 წელს ერთხელ უკვე აა­ფეთ­ქეს, კი­დევ ერთი ტე­რაქ­ტი მოხ­და,- თვით­მკვლე­ლებ­მა ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს და 6 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, მათ შო­რის იყო ბავ­შვიც... მა­შინ ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტი აცხა­დებ­და, რომ თავ­დას­ხმა, მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლე­ბის, "ირა­ნე­ლი მო­ჯა­ჰე­დე­ბის" მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ბოლო წლებში ირანში განხორციელებული მასშტაბური ტერაქტების ისტორია

ბოლო წლებში ირანში განხორციელებული მასშტაბური ტერაქტების ისტორია

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების სამიზნე ირანი ხდება... ბოლო ინფორმაციით, 7 ივნისს თეირანში, ირანის პარლამენტსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე მოწყობილი ორი თავდასხმის დროს 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან თავდამსხმელებიც...

ირანული და დასავლური მედიის ინფორმაციით, სუნიტი ექსტრემისტების ჯგუფმა შიიტებით დასახლებულ ირანში თავდასხმები დაგეგმა და განახორციელა... ირანელი სამართალდამცველების განცხადებით, ადგილობრივი დროით, დილის 9 საათზე 4 ტერორისტი, რომლებიც ქალის სამოსში იყვნენ გამოწყობილი, პარლამენტის შენობაში მთავარი შესასვლელით შევიდნენ. მალევე გაირკვა, რომ "კალაშნიკოვებითა" და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მოჰამად ჰოსეინ ზოლფაღარის განცხადებით, - ექსტრემისტები პარლამენტის კანცელარიაში გამაგრდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ის სპეცრაზმმა ალყით აიღო, ისინი დააკავეს, ერთმა მათგანმა შენობის მეოთხე სართულზე თავი აიფეთქა. კიდევ ერთი მათგანი, რომელსაც თან 6 ხელყუმბარა ჰქონდა, სპეცრაზმის თანამშრომლებმა მოკლეს.

მოგვიანებით, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა იერიში მიიტანეს აითოლა ჰომეინის მავზოლეუმზეც. რუსი ჟურნალისტის, ალექსეი კონდულუკოვის თქმით, მავზოლეუმზე თავდამსხმელთა შორის ქალიც იყო და სწორედ მან აიფეთქა თავი... ირანის საგანგებო მდგომარეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირ ჰოსეინ კოლივანდის ინფორმაციით, 12 დაღუპულის გარდა, სულ 42 ადამიანი დაიჭრა.

არაბული მედია აქვეყნებს ერთ-ერთი თვითმხილველის მონათხრობს, რომლის თქმითაც ის შორიახლოს მდებარე საავადმყოფოში იყო და ფაქტს თავად შეესწრო... - "უცებ ინტენსიური სროლა ატყდა და დავინახე, რომ ვიღაც ჩაიკეცა... რამდენიმე წუთში იქაურობა პოლიციელებით გაივსო, შემდეგ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა... ქუჩები გადაკეტეს... ამ დროს ვიღაც მკერდში დაჭრილი კაცი გამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გასაშლელ საწოლზე დააწვინეს და მანქანაში ჩასვეს... პოლიციამ გვითხრა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით და სახლიდან გამოსვლისგან თავი შეგვეკავებინა. შემდეგ ხალხმა თქვა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ამჯერად ჩვენ ამოგვიღეს მიზანში...", - ამბობს თეირანში მომხდარი ტერაქტების თვითმხილველი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანულმა დაზვერვამ 7 ივნისს, ასევე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთა.

3 ივნისს, ირანში, ქალაქ შირაზის სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. მაშინ პროვინციის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსმა ფარს მუჰამედ-რეზა ალი მანეშმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიჭრა. უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ აფეთქების მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

2015 წლიდან ირანში 12 მასშტაბური ტერაქტი მოხდა; - 2005 წლის 12 ივნისს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ჰუზეისტანის პროვინციაში, გენერალ-გუბერნატორის სასახლეში მომხდარი აფეთქების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 87 მძიმედ დაშავდა. მიმდევნო 10 თვის განმავლობაში, იმ პროვინციაში კიდევ 4 ტერაქტი მოხდა, რასაც 28 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ ირანის მთავრობამ მომხდარში ირანელი არაბები დაადანაშულა. იმავე წლის 14 დეკემბერს არაბული საინფორმაციო წყაროები აჰმადინეჯადის გატაცების შესახებ იტყობინებოდნენ, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობას სახელმწიფო მეთაურის კორტეჟი უნდა აეფეთქებინა, რა დროსაც დაიღუპა დაცვის წევრი... შემდეგ გაირკვა, რომ მომხდარში აჰმადინეჯადი არ ფიგურირებდა.

2006 წლის 26 მარტს, "ჯუნდალას" ბოევიკებმა ქალაქების, ბამისა და კერმანის დამაკავშირებელი ტრასა გადაკეტეს და ამ გზაზე "გაჭედილ" მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც 22 ადამიანი დაიღუპა და 6 მძიმედ დაიჭრა.

2007 წლის 14 თებერვალს, ქალაქ ზაჰედანში დანაღმული მანქანა აფეთქდა და 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 31 დაშავდა.

2008 წლის 12 აპრილს, ქალაქ შირაზში მეჩეთთან არსებულ კულტურულ-რელიგიურ ცენტრში მომხდარი აფეთქებისას 12 ადამიანი დაიღუპა და 202 მძიმედ დაიჭრა, მაშინ ერთ-ერთი ვერსიით, ქალაქ რეშტში არსებულ რუსეთის საელჩოზეც იგეგმებოდა თავდასხმა...

2009 წლის 28 მაისს, ქალაქ ზაჰედანის მეჩეთში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა 8 ტერორისტმა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

2009 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ სარბაზში, "ჯუნდალის" თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შიიტებისა და სუნიტების რეგიონალურ შეკრებაზე, სადაც 42 ადამიანი, მათ შორის, გენერალი ნურალ შუშტარი დაიღუპა...

2010 წლის 15 ივლისს, ასევე ზაჰედანში, მეჩეთთან ახლოს, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 270-ზე მეტი დაშავდა.

2010 4 აგვისტოს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია აჰმადინეჯადის გატაცებასთან დაკავშირებით, - მაშინ როდესაც ის ქალაქ ჰამადანში იმყოფებოდა, თვითნაკეთი ხელყუმბარა აფეთქდა, რა დროსაც მისი დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

2010 წლის 14 დეკემბერს ქალაქ ჩაბახარში ერდროულად ორი აფეთქება მოხდა, რა დროსაც 33 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის ავტორი ირანში კარგად ცნობილი "ჯუნდალის" დაჯგუფება იყო...

2012 წლის 25 აპრილს ჩაბახარის მეჩეთში, რომელიც 2010 წელს ერთხელ უკვე ააფეთქეს, კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა,- თვითმკვლელებმა ორი ადამიანი მოკლეს და 6 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის იყო ბავშვიც... მაშინ ირანის პარლამენტი აცხადებდა, რომ თავდასხმა, მემარცხენე რადიკალების, "ირანელი მოჯაჰედების" მიერ იყო ორგანიზებული.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე