პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრ რამეს ვნანობ...არანაირად არ მინდა უკან მოვიხედო" - ნუკრი კაპანაძის დაგროვილი სათქმელი
"ბევრ რამეს ვნანობ...არანაირად არ მინდა უკან მოვიხედო" - ნუკრი კაპანაძის დაგროვილი სათქმელი

მომ­ღე­რა­ლი ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე 10 ივ­ნისს სოლო კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა. სა­ღა­მო ერთ-ერთ კლუბ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მას პარტნი­ო­რო­ბას პი­ა­ნის­ტი ნინო გუ­ლი­აშ­ვი­ლი გა­უ­წევს. შეს­რულ­დე­ბა ძვე­ლი, კარ­გად ნაც­ნო­ბი სიმ­ღე­რე­ბი და ახა­ლი, მსმე­ნე­ლამ­დე ჯერ­არ­მი­სუ­ლი ბა­ლა­დე­ბი. ქალ­ბა­ტო­ნი ნუკ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ახ­ლე­ე­ბის, წარ­სუ­ლი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა.

ახა­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი და სამ­ზა­დი­სი კლუ­ბუ­რი სა­ღა­მოს­თვის

- საკ­მა­ოდ დიდი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი და­მიგ­როვ­და. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით არ არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ხში­რად გა­მო­ვი­ტა­ნო. სა­კუ­თა­რი თა­ვის "გა­რეკ­ლა­მე­ბა" არ შე­მიძ­ლია, ამ კუ­თხით ინერ­ტუ­ლი ვარ; თუ არ შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, ინი­ცი­ა­ტი­ვას ვერ გა­მო­ვი­ჩენ... ამი­სათ­ვის მე­ნე­ჯე­რი უნდა გყავ­დეს, მსგავს სა­კი­თხებს ის აგ­ვა­რებ­დეს, მაგ­რამ ამ კულ­ტუ­რამ ჩემ­ში ვერ შე­მო­აღ­წია. ბა­ზა­რი პა­ტა­რაა, ფი­ნან­სე­ბია სა­ჭი­რო, გარ­კვე­ულ კონ­ცერ­ტებს უნდა ატა­რებ­დე, და­ფი­ნან­სე­ბას იღებ­დე და მერე უკვე შეძ­ლებ მე­ნე­ჯე­რის აყ­ვა­ნა­საც, მე­ტად აქ­ტი­უ­რო­ბა­საც. დიდი დრო მაქვს, რაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, რად­გან სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც წერ, მღე­რი, დღეს­ვე უნდა მო­ას­მე­ნი­ნო აუ­დი­ტო­რი­ას. მი­დევს სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 3-4 წლის წინ არის და­წე­რი­ლი და მსმე­ნე­ლამ­დე ჯერ კი­დევ არ მი­სუ­ლა. თუმ­ცა, შემ­დეგ, ის სიმ­ღე­რა ცვლი­ლე­ბა­საც გა­ნიც­დის და ისე ირ­გებ, რო­გორც შენ­თვის უფრო ახლო, მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ მა­ინც ჯო­ბია, და­წე­რის­თა­ნა­ვე გა­მო­ი­ტა­ნო, რად­გან მას­ში იმ დრო­ის სათ­ქმე­ლი დევს. სიმ­ღე­რა ხომ შენი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ის სი­ტყვე­ბი, რო­მელ­საც ირ­ჩევ, შენი სათ­ქმე­ლია. ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ხში­რად არ ტარ­დე­ბა.

- რო­გორ გა­ი­თა­ვი­სეთ კლუ­ბუ­რი ატ­მოს­ფე­რო, ის გა­რე­მო? რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობთ იქ თავს?

- შე­საძ­ლოა, ვინ­მეს გა­უკ­ვირ­დეს, რომ კონ­ცერტს ამ­ჯე­რად კლუბ­ში ვმარ­თავ, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლიც არა­ფე­რია. უბ­რა­ლოდ, რე­პერ­ტუ­ა­რი ისე უნდა შე­არ­ჩიო, რომ იმ გა­რე­მო­სა და სი­ტუ­ა­ცი­ას მო­უხ­დეს, იქ მო­სულ­მა ადა­მი­ან­მაც ისი­ა­მოვ­ნოს და მომ­ღე­რალ­მაც კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო თავი. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი. დიდი სცე­ნის პლუ­სე­ბი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ისიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა მსმე­ნე­ლი ასე ახ­ლოს გყავს და მათ ემო­ცი­ას უკეთ ხე­დავ, ესა­უბ­რე­ბი. ბა­ლა­დე­ბია, რა­ღა­ცას ჰყვე­ბი, ამი­ტომ მინ­და, რომ მა­ყუ­რე­ბელს ვუ­ყუ­რო და ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­ვუყ­ვე. მინ­და, ჩემი თავი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც და­ვი­ნა­ხო.

ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა - ვო­კა­ლი და რო­ი­ა­ლი

- დიახ, აქ არა­ნა­ი­რი ფო­ნოგ­რა­მა არ იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი იჟ­ღე­რებს - რო­ი­ა­ლი, რო­მელ­ზეც ნინო გუ­ლი­აშ­ვი­ლი და­უკ­რავს. იმ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რებს შე­ვას­რუ­ლებ, რო­მე­ლიც აქამ­დეც არა­ერ­თხელ მიმ­ღე­რია: ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი, ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი, ნუნუ გა­ბუ­ნია, ნინო ჩხიკ­ვა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ. მოკ­ლედ, რე­პერ­ტუ­არს ისე და­ვა­წყობ, რომ ხა­სი­ა­თე­ბი იც­ვლე­ბო­დეს. ნინო ჩხიკ­ვა­ძის ახა­ლი სიმ­ღე­რაც შეს­რულ­დე­ბა, პრე­მი­ე­რა შედ­გე­ბა.

წი­ნა­სა­კონ­ცერ­ტო ეი­ფო­რია და მღელ­ვა­რე­ბა

- ეს სიმ­ღე­რე­ბი იმ­დე­ნა­დაა გამ­ჯდა­რი ჩემ­ში, რომ ბევ­რი რე­პე­ტი­ცია ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბა და მღელ­ვა­რე­ბაც ალ­ბათ, ნაკ­ლე­ბია. რო­დე­საც მიკრო­ფონ­თან დგე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მო­დის და თვი­თო­ნაც ვერ ხვდე­ბი, ისე მი­დის ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის რიტ­მში. წი­ნას­წარ არ ვფიქ­რობ. იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა და შე­საძ­ლოა, რა­ღა­ცე­ბი გზა­დაგ­ზა შევ­ცვა­ლო, ზოგ­ჯერ რო­მე­ლი­მე სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მთხო­ვენ ხოლ­მე და შე­იძ­ლე­ბა, ასეც ვიმ­ღე­რო.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში

- ეს ჩემ­თვის მარ­თლაც, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო. ორი წლის წინ, აპ­რილ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ. კომ­პო­ზი­ტო­რი ნინო ჩხიკ­ვა­ძე გახ­ლდათ, პი­ა­ნის­ტი კი ნინო გუ­ლი­აშ­ვი­ლი და 11 ახა­ლი სიმ­ღე­რა შეს­რულ­და - ორი რო­ი­ა­ლი და ვო­კა­ლი. კონ­ცერტს "რე­პე­ტი­ცია" და­ვარ­ქვით - ვგიჟ­დე­ბით რე­პე­ტი­ცი­ა­ზე. ამის შემ­დე­გაც, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით, სულ სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­ში ვართ, ახალ სათ­ქმელს ვე­ძებთ, ახალ სიმ­ღე­რებს ვქმნით, წინ კი­დევ ბევ­რი გეგ­მა გვაქვს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბევრ რამეს ვნანობ...არანაირად არ მინდა უკან მოვიხედო" - ნუკრი კაპანაძის დაგროვილი სათქმელი

"ბევრ რამეს ვნანობ...არანაირად არ მინდა უკან მოვიხედო" - ნუკრი კაპანაძის დაგროვილი სათქმელი

მომღერალი ნუკრი კაპანაძე 10 ივნისს სოლო კონცერტისთვის ემზადება. საღამო ერთ-ერთ კლუბში გაიმართება, სადაც მას პარტნიორობას პიანისტი ნინო გულიაშვილი გაუწევს. შესრულდება ძველი, კარგად ნაცნობი სიმღერები და ახალი, მსმენელამდე ჯერარმისული ბალადები. ქალბატონი ნუკრი შემოქმედებითი სიახლეების, წარსულისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.

ახალი რეპერტუარი და სამზადისი კლუბური საღამოსთვის

- საკმაოდ დიდი, მრავალფეროვანი რეპერტუარი დამიგროვდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მსმენელის წინაშე ხშირად გამოვიტანო. საკუთარი თავის "გარეკლამება" არ შემიძლია, ამ კუთხით ინერტული ვარ; თუ არ შემომთავაზებენ, ინიციატივას ვერ გამოვიჩენ... ამისათვის მენეჯერი უნდა გყავდეს, მსგავს საკითხებს ის აგვარებდეს, მაგრამ ამ კულტურამ ჩემში ვერ შემოაღწია. ბაზარი პატარაა, ფინანსებია საჭირო, გარკვეულ კონცერტებს უნდა ატარებდე, დაფინანსებას იღებდე და მერე უკვე შეძლებ მენეჯერის აყვანასაც, მეტად აქტიურობასაც. დიდი დრო მაქვს, რაც ძალიან მაწუხებს, რადგან სიმღერა, რომელსაც წერ, მღერი, დღესვე უნდა მოასმენინო აუდიტორიას. მიდევს სიმღერები, რომლებიც 3-4 წლის წინ არის დაწერილი და მსმენელამდე ჯერ კიდევ არ მისულა. თუმცა, შემდეგ, ის სიმღერა ცვლილებასაც განიცდის და ისე ირგებ, როგორც შენთვის უფრო ახლო, მისაღებია, მაგრამ მაინც ჯობია, დაწერისთანავე გამოიტანო, რადგან მასში იმ დროის სათქმელი დევს. სიმღერა ხომ შენი შინაგანი მდგომარეობაა და ის სიტყვები, რომელსაც ირჩევ, შენი სათქმელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ კონცერტები ხშირად არ ტარდება.

- როგორ გაითავისეთ კლუბური ატმოსფერო, ის გარემო? რამდენად კომფორტულად იგრძნობთ იქ თავს?

- შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, რომ კონცერტს ამჯერად კლუბში ვმართავ, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. უბრალოდ, რეპერტუარი ისე უნდა შეარჩიო, რომ იმ გარემოსა და სიტუაციას მოუხდეს, იქ მოსულმა ადამიანმაც ისიამოვნოს და მომღერალმაც კომფორტულად იგრძნო თავი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი. დიდი სცენის პლუსები გასაგებია, მაგრამ ისიც ძალიან საინტერესოა, როცა მსმენელი ასე ახლოს გყავს და მათ ემოციას უკეთ ხედავ, ესაუბრები. ბალადებია, რაღაცას ჰყვები, ამიტომ მინდა, რომ მაყურებელს ვუყურო და ეს ყველაფერი ისე მოვუყვე. მინდა, ჩემი თავი ასეთ სიტუაციაშიც დავინახო.

ცოცხალი მუსიკა - ვოკალი და როიალი

- დიახ, აქ არანაირი ფონოგრამა არ იქნება, მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იჟღერებს - როიალი, რომელზეც ნინო გულიაშვილი დაუკრავს. იმ კომპოზიტორების სიმღერებს შევასრულებ, რომელიც აქამდეც არაერთხელ მიმღერია: ვაჟა აზარაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, ნინო ჩხიკვაძე, რომელთანაც ვთანამშრომლობ. მოკლედ, რეპერტუარს ისე დავაწყობ, რომ ხასიათები იცვლებოდეს. ნინო ჩხიკვაძის ახალი სიმღერაც შესრულდება, პრემიერა შედგება.

წინასაკონცერტო ეიფორია და მღელვარება

- ეს სიმღერები იმდენადაა გამჯდარი ჩემში, რომ ბევრი რეპეტიცია ნამდვილად არ სჭირდება და მღელვარებაც ალბათ, ნაკლებია. როდესაც მიკროფონთან დგები, ყველაფერი თავისით მოდის და თვითონაც ვერ ხვდები, ისე მიდის ყველაფერი თავის რიტმში. წინასწარ არ ვფიქრობ. იმპროვიზაციები იქნება და შესაძლოა, რაღაცები გზადაგზა შევცვალო, ზოგჯერ რომელიმე სიმღერის შესრულებას განსაკუთრებულად მთხოვენ ხოლმე და შეიძლება, ასეც ვიმღერო.

წარმატებული პროექტი რუსთაველის თეატრში

- ეს ჩემთვის მართლაც, ყველაზე მთავარი და სერიოზული კონცერტი იყო. ორი წლის წინ, აპრილში ჩავატარეთ. კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძე გახლდათ, პიანისტი კი ნინო გულიაშვილი და 11 ახალი სიმღერა შესრულდა - ორი როიალი და ვოკალი. კონცერტს "რეპეტიცია" დავარქვით - ვგიჟდებით რეპეტიციაზე. ამის შემდეგაც, შემოქმედებითი კუთხით, სულ სიახლეების ძიებაში ვართ, ახალ სათქმელს ვეძებთ, ახალ სიმღერებს ვქმნით, წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი