მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება მომავლის ეკლესიები, სკოლები, სახლები
როგორი იქნება მომავლის ეკლესიები, სკოლები, სახლები

არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, ტექ­ნო­გი­გან­ტე­ბი, საგ­ზაო ინ­ჟინ­რე­ბი, მშე­ნებ­ლე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბენ, რათა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბის ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ვერ­სი­ე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნონ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ხედ­ვე­ბი უკვე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია. ბევ­რი მათ­გა­ნის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და­ნერგვა კი მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია.

ეკ­ლე­სია

ალა­ბა­მას შტა­ტის Faith Chapel Christian Center-ის ფუ­ტუ­რის­ტულ ეკ­ლე­სი­ა­ში 12-ბი­ლი­კი­ა­ნი ბო­უ­ლინ­გიც კი არის, სა­დაც ეკ­ლე­სი­ის მრევლს აქ დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლია. მლოც­ვე­ლებს ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­და­ნი, ფიტ­ნეს-ცენ­ტრი, ალ­პი­ნის­ტე­ბის კე­დე­ლი, კაფე და სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი ელო­დე­ბათ. დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლას, რო­გორც მრევლს ასე­ვე სტუმ­რებს.

ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლი

სინ­გა­პურ­ში ქვე­ით­თა გზა­ზე გა­დას­ვლის ახალ მე­ქა­ნიზმს ცდი­ან. ფუ­ტუ­რის­ტულ გა­და­სას­ვლელ­ზე, ტრო­ტუ­ა­რის გას­წვრივ გა­კე­თე­ბუ­ლი დი­ო­დუ­რი სი­ნათ­ლე ინ­თე­ბა და გა­დამ­სვლელ­თა ნა­კადს აკონ­ტრო­ლებს, დი­ო­დის მწვა­ნე სი­ნათ­ლე კი ქვე­ი­თებს ტრა­დი­ცი­უ­ლად, გზა­ზე გა­დას­ვლის უფ­ლე­ბას აძ­ლევს.

სახ­ლე­ბი

მო­მავ­ლის სახ­ლი გა­ნა­თე­ბას ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ა­რე­გუ­ლი­რებს, გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და მე­პატ­რო­ნეს ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თვას ურ­ჩევს. სახ­ლში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რე­ბი თვალს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც მი­ა­დევ­ნე­ბენ და მე­პატ­რო­ნეს სა­სე­ირ­ნოდ გას­ვლა­სა და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­ახ­სე­ნე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იც­ვლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად სა­ცხოვ­რებ­ლი სახ­ლე­ბის ბა­ზა­რი უფრო მე­ტად მოქ­ნი­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა.

ექი­მის კა­ბი­ნე­ტი

ექი­მის კა­ბი­ნეტ­ში ყვე­ლა­ფე­რი ციფ­რულ ვერ­სი­ა­ზე იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა კი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაგ­ვაფრ­თხი­ლებს და არ და­უშ­ვებს იქამ­დე მი­ვი­დეთ, რომ მკურ­ნა­ლო­ბა დაგ­ვჭირ­დეს. ექიმ­თან ვი­ზი­ტი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ნუს­ხა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში შედ­გე­ბა. ამის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი პა­ცი­ენ­ტის სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლებს ჩა­ი­წერს, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი ონ­ლა­ინ სა­ხი­თაც იქ­ნე­ბა.

პრო­დუქ­ტის მა­ღა­ზია

ფა­სის ციფ­რუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა, თვით­მა­ვა­ლი კა­ლა­თი კი კლი­ენტს გაჰ­ყვე­ბა და სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის მდე­ბა­რე­ო­ბას თა­ვად მი­ა­ნიშ­ნებს. სმარ­ტფო­ნის­თვის შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კა­ლათს სა­ყიდ­ლე­ბის ნუს­ხას გა­უ­ზი­ა­რებს და დი­ე­ტურ შე­ზღუდ­ვებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორი იქნება მომავლის ეკლესიები, სკოლები, სახლები

როგორი იქნება მომავლის ეკლესიები, სკოლები, სახლები

არქიტექტორები, ტექნოგიგანტები, საგზაო ინჟინრები, მშენებლები და მრავალი სხვა პროფესიის ადამიანები შეთანხმებულად მუშაობენ, რათა ჩვეულებრივი ადგილების ფუტურისტული ვერსიები წარმოგვიდგინონ. ზოგიერთ შემთხვევაში ფუტურისტული ხედვები უკვე რეალიზებულია. ბევრი მათგანის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა კი მხოლოდ დროის საკითხია.

ეკლესია

ალაბამას შტატის Faith Chapel Christian Center-ის ფუტურისტულ ეკლესიაში 12-ბილიკიანი ბოულინგიც კი არის, სადაც ეკლესიის მრევლს აქ დასვენება შეუძლია. მლოცველებს ეკლესიის ტერიტორიაზე კალათბურთის მოედანი, ფიტნეს-ცენტრი, ალპინისტების კედელი, კაფე და სათამაშო მოედანი ელოდებათ. დასვენება და გართობა შეუძლია ყველას, როგორც მრევლს ასევე სტუმრებს.

ქვეითთა გადასასვლელი

სინგაპურში ქვეითთა გზაზე გადასვლის ახალ მექანიზმს ცდიან. ფუტურისტულ გადასასვლელზე, ტროტუარის გასწვრივ გაკეთებული დიოდური სინათლე ინთება და გადამსვლელთა ნაკადს აკონტროლებს, დიოდის მწვანე სინათლე კი ქვეითებს ტრადიციულად, გზაზე გადასვლის უფლებას აძლევს.

სახლები

მომავლის სახლი განათებას ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე დაარეგულირებს, გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და მეპატრონეს ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას ურჩევს. სახლში დამონტაჟებული მონიტორები თვალს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასაც მიადევნებენ და მეპატრონეს სასეირნოდ გასვლასა და გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულებას შეახსენებენ. საზოგადოების მოთხოვნილებები პერმანენტულად იცვლება, შესაბამისად საცხოვრებლი სახლების ბაზარი უფრო მეტად მოქნილი და ადაპტირებული გახდება.

ექიმის კაბინეტი

ექიმის კაბინეტში ყველაფერი ციფრულ ვერსიაზე იქნება გადაყვანილი. სპეციალური სისტემა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გაგვაფრთხილებს და არ დაუშვებს იქამდე მივიდეთ, რომ მკურნალობა დაგვჭირდეს. ექიმთან ვიზიტი და კონსულტაციებისა და გამოკვლევების სავარაუდო ნუსხა ონლაინ რეჟიმში შედგება. ამის შემდეგ სპეციალური დანადგარი პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლებს ჩაიწერს, რომელიც ხელმისაწვდომი ონლაინ სახითაც იქნება.

პროდუქტის მაღაზია

ფასის ციფრული მაჩვენებლები დამოუკიდებლად განახლდება, თვითმავალი კალათი კი კლიენტს გაჰყვება და სასურველი პროდუქციის მდებარეობას თავად მიანიშნებს. სმარტფონისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამის მეშვეობით, მომხმარებელი კალათს საყიდლების ნუსხას გაუზიარებს და დიეტურ შეზღუდვებზე ინფორმაციას მიაწვდის... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი