პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედისწერის მჯერა..." - "ალილოს" წევრი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება
"ბედისწერის მჯერა..." - "ალილოს" წევრი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება

"ალი­ლოს" წევ­რი, მომ­ღე­რა­ლი გია და­ვი­თი­ა­ნი 60 წლის ასაკ­ში მე­ო­რედ ქორ­წინ­დე­ბა. რო­გორც ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მისი რჩე­უ­ლი ლალი ცი­ციშ­ვი­ლია. მომ­ღე­რა­ლი ასე­ვე ცრუ­მორ­წმუ­ნე­ო­ბი­სა და ბე­დის­წე­რის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს და მისი ცხოვ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც "ღმერ­თმა სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა".

- ბევრ ხე­ლო­ვანს ახა­სი­ა­თებს ცრუ­მოწმუ­ნე­ო­ბა. თქვენც მათ რი­ცხვში ხომ არ ხართ?

- შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, რომ ცრუ­მორ­წმუ­ნე ვარ. მა­მა­ჩე­მის დედა, მა­რი­ამ თან­დი­ლაშ­ვი­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალი გახ­ლდათ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დი­ლით სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მოვ­სულ­ვარ და და­მი­ნა­ხავს, თუ რო­გორ ატან­და ბე­ბია წყალს ცუდ სიზ­მარს. წყლის­თვის მეც გა­მი­ტა­ნე­ბია ცუდი სიზ­მრე­ბი.

ერთი მე­ზო­ბე­ლი მყავ­და, რო­მელ­თან შეხ­ვედ­რას ყო­ველ­თვის გა­ვურ­ბო­დი, რად­გან იმ ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვა და მარ­ცხი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყო. ერთხელ დი­ლის 4 სა­ათ­ზე გა­მო­ვიყ­ვა­ნე მან­ქა­ნა და წა­სას­ვლე­ლად მო­ვემ­ზა­დე. თან აქეთ-იქით გა­ვი­ხე­დე, ფან­ჯა­რა­ში ხომ არ იყუ­რე­ბა-მეთ­ქი. მან­ქა­ნა დავ­ქო­ქე და რას ვხე­დავ - ის მე­ზო­ბე­ლი ლამ­პით ხელ­ში ქუ­ჩა­ში არ მო­დის?!

დი­ლის 4 სა­ათ­ზე მა­ინც შემ­ხვდა, არა­და ადრე წას­ვლა ამი­ტომ გა­დავ­წვი­ტე, გაბ­რა­ზე­ბულ­მა მან­ქა­ნა მო­ვაბ­რუ­ნე და სახ­ლში შე­ვე­დი. ზო­ო­ვე­ტინ­სტი­ტუ­ტში რომ ვა­ბა­რებ­დი, პირ­ველ გა­მოც­და­ზე კარ­გი ნი­შა­ნი მი­ვი­ღე. იმ დღეს რა ტან­საც­მე­ლიც მეც­ვა, და­ნარ­ჩენ გა­მოც­დებ­ზეც იმ სა­მო­სით დავ­დი­ო­დი.

- ბე­დის­წე­რი­საც გჯე­რათ?

- მჯე­რა, რომ ბე­დის­წე­რამ გა­და­მარ­ჩი­ნა 1989 წლის 9 აპ­რი­ლის ღა­მეს. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის გვერ­დით ვი­დე­ქით. იქვე, ახ­ლოს ორ­კა­პი­კი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტი ეკი­და. ღა­მის 3 სა­ათ­ზე ოჯახ­ში დავ­რე­კე, ჩემს უფ­როს გო­გო­ნას, ნი­ნუ­ცას, მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მე­უღ­ლემ მი­პა­სუ­ხა, ბავ­შვს კრუნ­ჩხვის ნიშ­ნე­ბი აქვს, იქ­ნებ სახ­ლში მოხ­ვი­დე და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვიყ­ვა­ნო­თო. მა­შინ­ვე სახ­ლში წა­მო­ვე­დი და სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში რუ­სის ჯარ­მა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დარ­ბე­ვა და­ი­წყო. იქი­დან რომ არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბო­და მოვ­წამ­ლუ­ლი­ყა­ვი ან მომ­კვდა­რი­ყა­ვი.

- მკი­თხავ­თან თუ მი­სულ­ხართ?

- მათი არ მჯე­რა, მაგ­რამ მქონ­და ერთი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც არ მა­ვი­წყდე­ბა. ჩემი მე­უღ­ლის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ ჯერ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, რო­დე­საც მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, მა­გარ მკი­თხავს უნდა შე­გახ­ვედ­როო. ისე შე­მა­წუ­ხა, უარი ვე­ღარ ვუ­თხა­რი, ის ქალი ბან­ქო­ზე მკი­თხა­ობ­და. 2 წუთი იყო გა­სუ­ლი, რაც კარ­ტის გაშ­ლა და­ი­წყო და უცებ სახე აემღვრა. ბან­ქო აა­ლა­გა და ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, უნდა წა­ვი­დეო და მარ­თლაც წა­ვი­და. ამ ამ­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემი მე­უღ­ლის, ნანა თე­დი­აშ­ვი­ლის დი­აგ­ნო­ზი გა­ვი­გე - თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე. იმა­ვე წელს გარ­და­მეც­ვალ­ნენ მა­მაც და მე­უღ­ლეც. ამ ქალ­მა ბან­ქო იმი­ტომ აა­ლა­გა, რომ ჩემი მო­სა­ლოდ­ნე­ლი უბე­დუ­რე­ბა და­ი­ნა­ხა, მაგ­რამ აღარ გა­მიმ­ხი­ლა. 7 წე­ლია, რაც ნანა გარ­და­მეც­ვა­ლა, ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მისი და­კარ­გვა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე.

უფ­ლის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ქალი, ლალი ცი­ციშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემს მი­მართ უსა­ზღვრო ზრუნ­ვას და სით­ბოს გა­მო­ხა­ტავს. 2-3 წე­ლია, რაც ერ­თად ვართ და ახლა ოჯა­ხის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტეთ. 60 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ვარ, მაგ­რამ ასაკს სუ­ლაც ვერ ვგრძნობ. ვფიქ­რობ, რომ 60 წლის კი არა, 80 წლი­საც რომ გავ­ხდე არა­სო­დეს დავ­ბერ­დე­ბი.

ლია ოსა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ფოტო: Shin.ge

თენგო
0

მე როგორც გიას მეზობელი კარგად ვიცი იმ მეზობლების სახელები. ერთერთი მათგანი მის სადარბაზოში ცხოვრობდა მაორე კი პირველ სადარბაზოში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ბედისწერის მჯერა..." - "ალილოს" წევრი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება

"ბედისწერის მჯერა..." - "ალილოს" წევრი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება

"ალილოს" წევრი, მომღერალი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება. როგორც ჟურნალ "სარკესთან" საუბარში ამბობს, მისი რჩეული ლალი ციციშვილია. მომღერალი ასევე ცრუმორწმუნეობისა და ბედისწერის შესახებაც საუბრობს და მისი ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს, როდესაც "ღმერთმა სიკვდილს გადაარჩინა".

- ბევრ ხელოვანს ახასიათებს ცრუმოწმუნეობა. თქვენც მათ რიცხვში ხომ არ ხართ?

- შეიძლება ასე ითქვას, რომ ცრუმორწმუნე ვარ. მამაჩემის დედა, მარიამ თანდილაშვილი, არაჩვეულებრივი ქალი გახლდათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დილით სამზარეულოში გამოვსულვარ და დამინახავს, თუ როგორ ატანდა ბებია წყალს ცუდ სიზმარს. წყლისთვის მეც გამიტანებია ცუდი სიზმრები.

ერთი მეზობელი მყავდა, რომელთან შეხვედრას ყოველთვის გავურბოდი, რადგან იმ ადამიანის დანახვა და მარცხი გარანტირებული იყო. ერთხელ დილის 4 საათზე გამოვიყვანე მანქანა და წასასვლელად მოვემზადე. თან აქეთ-იქით გავიხედე, ფანჯარაში ხომ არ იყურება-მეთქი. მანქანა დავქოქე და რას ვხედავ - ის მეზობელი ლამპით ხელში ქუჩაში არ მოდის?!

დილის 4 საათზე მაინც შემხვდა, არადა ადრე წასვლა ამიტომ გადავწვიტე, გაბრაზებულმა მანქანა მოვაბრუნე და სახლში შევედი. ზოოვეტინსტიტუტში რომ ვაბარებდი, პირველ გამოცდაზე კარგი ნიშანი მივიღე. იმ დღეს რა ტანსაცმელიც მეცვა, დანარჩენ გამოცდებზეც იმ სამოსით დავდიოდი.

- ბედისწერისაც გჯერათ?

- მჯერა, რომ ბედისწერამ გადამარჩინა 1989 წლის 9 აპრილის ღამეს. მე და ჩემი მეგობრები რუსთაველის თეატრის გვერდით ვიდექით. იქვე, ახლოს ორკაპიკიანი ტელეფონის აპარატი ეკიდა. ღამის 3 საათზე ოჯახში დავრეკე, ჩემს უფროს გოგონას, ნინუცას, მაღალი სიცხე ჰქონდა და მისი მდგომარეობა მაინტერესებდა. მეუღლემ მიპასუხა, ბავშვს კრუნჩხვის ნიშნები აქვს, იქნებ სახლში მოხვიდე და საავადმყოფოში წავიყვანოთო. მაშინვე სახლში წამოვედი და სულ რამდენიმე წუთში რუსის ჯარმა მომიტინგეების დარბევა დაიწყო. იქიდან რომ არ წამოვსულიყავი, შეიძლებოდა მოვწამლულიყავი ან მომკვდარიყავი.

- მკითხავთან თუ მისულხართ?

- მათი არ მჯერა, მაგრამ მქონდა ერთი შემთხვევა, რომელიც არ მავიწყდება. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი, როდესაც მეგობარმა მითხრა, მაგარ მკითხავს უნდა შეგახვედროო. ისე შემაწუხა, უარი ვეღარ ვუთხარი, ის ქალი ბანქოზე მკითხაობდა. 2 წუთი იყო გასული, რაც კარტის გაშლა დაიწყო და უცებ სახე აემღვრა. ბანქო აალაგა და ბოდიში მომიხადა, უნდა წავიდეო და მართლაც წავიდა. ამ ამბიდან მესამე დღეს ჩემი მეუღლის, ნანა თედიაშვილის დიაგნოზი გავიგე - თავის ტვინის სიმსივნე. იმავე წელს გარდამეცვალნენ მამაც და მეუღლეც. ამ ქალმა ბანქო იმიტომ აალაგა, რომ ჩემი მოსალოდნელი უბედურება დაინახა, მაგრამ აღარ გამიმხილა. 7 წელია, რაც ნანა გარდამეცვალა, ის არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ. მისი დაკარგვა ძალიან განვიცადე.

უფლის მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, ლალი ციციშვილი, რომელიც ჩემს მიმართ უსაზღვრო ზრუნვას და სითბოს გამოხატავს. 2-3 წელია, რაც ერთად ვართ და ახლა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. 60 წელს მიტანებული მამაკაცი ვარ, მაგრამ ასაკს სულაც ვერ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ 60 წლის კი არა, 80 წლისაც რომ გავხდე არასოდეს დავბერდები.

ლია ოსაძე

ჟურნალი "სარკე"

ფოტო: Shin.ge

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია

"ბარსას" ვარსკვლავს მაისური ვთხოვე, ხელით გამწია და წავიდა... მას შემდეგ ეს არავისთვის მითხოვია" - შოთა არველაძის გულახდილი ინტერვიუ

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან