პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ "კრედიტინფოში"?
რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ "კრედიტინფოში"?

იმა­ზე, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს თქვენ შე­სა­ხებ "კრე­დი­ტინ­ფო", შე­საძ­ლოა, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყოს არა მხო­ლოდ თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ბან­კებ­თან, არა­მედ პო­ტენ­ცი­ურ ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან ან თუნ­დაც იმ ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს­თან, ვის­გა­ნაც ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბას აპი­რებთ.

არ­სე­ბო­ბის 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლო­ში" 18 მი­ლი­ო­ნი ჩა­ნა­წე­რი დაგ­როვ­და. აქე­დან 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ჩა­ნა­წე­რი ფი­ზი­კურ პი­რებს ეხე­ბა. მარ­თა­ლია, აღარ არ­სე­ბობს ე. წ. თეთ­რი და შავი სი­ე­ბი, თუმ­ცა თქვენ შე­სა­ხებ შე­საძ­ლე­ბე­ლია ინა­ხე­ბო­დეს რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია.

ალექ­სან­დრე გო­მი­აშ­ვი­ლი, "კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლოს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: "როცა კომ­პა­ნია და­არ­სდა, ჩვენ­მა აქ­ცი­ო­ნერ­მა და სხვა ბან­კებ­მაც და­ი­წყეს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა მათი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შე­სა­ხებ. თავ­და­პირ­ვე­ლად ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბან­კებ­თან­ მხო­ლოდ უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ას ვცვლი­დით. სწო­რედ აქე­დან წა­მო­ვი­და ე. წ.­ შავი სია - ხალ­ხმა შე­არ­ქვა ასე. თუმ­ცა ჩვენ­მა კლი­ენ­ტებ­მა მა­ლე­ვე და­ას­კვნეს, რომ სა­ჭი­რო იყო ერ­თმა­ნეთ­თან და­დე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლაც. აუ­ცი­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ნე­გა­ტი­უ­რი კლი­ენ­ტუ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, არა­მედ იმა­თიც, ვი­საც პო­ზი­ტი­უ­რი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია აქვს და ვის­თვი­საც სეს­ხის მი­ცე­მა ნაკ­ლე­ბად სა­რის­კოა.

ჩვენ­თან თავ­მოყ­რი­ლია ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა ჩვე­ნი კლი­ენ­ტი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლის შე­სა­ხებ. ესე­ნი არი­ან ბან­კე­ბი, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ონ­ლა­ინ­გამ­სეს­ხებ­ლე­ბი, სა­ლი­ზინ­გო კომ­პა­ნი­ე­ბი. ბოლო დროს შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ სა­დის­ტრი­ბუ­ციო და სხვა ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რი გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ აბო­ნენ­ტთა შე­სა­ხებ, ვინც მათ­თან ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ი­ტა­ნა გან­ვა­დე­ბით და ფულს არ იხ­დის. სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ებს პირ­ველ ეტაპ­ზე ექ­ნე­ბათ ცნო­ბე­ბი მხო­ლოდ ცუდი გა­დამ­ხდე­ლე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ მო­მა­ვალ­ში და­დე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც გაც­ვა­ლონ დის­ტრი­ბუ­ტო­რებ­მა, რათა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­უ­ლად იხ­დი­ან. ეს სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ებს მუ­შა­ო­ბას გა­უ­ად­ვი­ლებს.

- ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, რამ­დე­ნი ჩა­ნა­წე­რია თქვენს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა­ში და მათ შო­რის რამ­დე­ნია ნე­გა­ტი­უ­რი?

- 2016 წლის 31 დე­კემ­ბრის­თვის ჩვენს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში 18 156 584 ჩა­ნა­წე­რი იყო, რაც ნიშ­ნავს, რომ ასა­ხუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ ამ­დე­ნი კონ­ტრაქ­ტის შე­სა­ხებ. ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 2 365 000 ფი­ზი­კურ და 66 200 იუ­რი­დი­ულ პირ­თან. არ შე­მიძ­ლია ნე­გა­ტი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, რად­გან ჩნდე­ბა ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა უარ­ყო­ფი­თი ჩა­ნა­წე­რე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ბა­ზარ­ზე გაჩ­ნდნენ ონ­ლა­ინ­სა­სეს­ხო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო სა­რის­კო სეს­ხებს გას­ცემ­დნენ და მათ­თან ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ბან­კებ­ში.

- ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლად რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ? წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ "კრედიტინფოში"?

რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ "კრედიტინფოში"?

იმაზე, თუ რა ინფორმაციას ინახავს თქვენ შესახებ "კრედიტინფო", შესაძლოა, დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ თქვენი ურთიერთობა ბანკებთან, არამედ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან ან თუნდაც იმ ბინის მეპატრონესთან, ვისგანაც ბინის დაქირავებას აპირებთ.

არსებობის 12 წლის განმავლობაში "კრედიტინფო საქართველოში" 18 მილიონი ჩანაწერი დაგროვდა. აქედან 2 მილიონზე მეტი ჩანაწერი ფიზიკურ პირებს ეხება. მართალია, აღარ არსებობს ე. წ. თეთრი და შავი სიები, თუმცა თქვენ შესახებ შესაძლებელია ინახებოდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ინფორმაცია.

ალექსანდრე გომიაშვილი, "კრედიტინფო საქართველოს" გენერალური დირექტორი: "როცა კომპანია დაარსდა, ჩვენმა აქციონერმა და სხვა ბანკებმაც დაიწყეს ინფორმაციის მოწოდება მათი მომხმარებლების შესახებ. თავდაპირველად ორი წლის განმავლობაში ბანკებთან­ მხოლოდ უარყოფით ინფორმაციას ვცვლიდით. სწორედ აქედან წამოვიდა ე. წ.­ შავი სია - ხალხმა შეარქვა ასე. თუმცა ჩვენმა კლიენტებმა მალევე დაასკვნეს, რომ საჭირო იყო ერთმანეთთან დადებითი ინფორმაციის გაცვლაც. აუცილებელია არა მხოლოდ ნეგატიური კლიენტურის იდენტიფიცირება, არამედ იმათიც, ვისაც პოზიტიური საკრედიტო ისტორია აქვს და ვისთვისაც სესხის მიცემა ნაკლებად სარისკოა.

ჩვენთან თავმოყრილია ინფორმაცია ყველა ჩვენი კლიენტი ორგანიზაციის მომხმარებლის შესახებ. ესენი არიან ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ონლაინგამსესხებლები, სალიზინგო კომპანიები. ბოლო დროს შემოგვიერთდნენ სადისტრიბუციო და სხვა ტიპის ორგანიზაციებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მობილური ოპერატორი გვაწვდის ინფორმაციას იმ აბონენტთა შესახებ, ვინც მათთან ტელეფონი გამოიტანა განვადებით და ფულს არ იხდის. სადისტრიბუციო კომპანიებს პირველ ეტაპზე ექნებათ ცნობები მხოლოდ ცუდი გადამხდელების შესახებ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში დადებითი ინფორმაციაც გაცვალონ დისტრიბუტორებმა, რათა იდენტიფიცირებული იყოს კეთილსინდისიერი მაღაზიები, სავაჭრო ქსელები, რომლებიც დროულად იხდიან. ეს სადისტრიბუციო კომპანიებს მუშაობას გაუადვილებს.

- ბოლო მონაცემებით, რამდენი ჩანაწერია თქვენს საინფორმაციო ბაზაში და მათ შორის რამდენია ნეგატიური?

- 2016 წლის 31 დეკემბრისთვის ჩვენს მონაცემთა ბაზაში 18 156 584 ჩანაწერი იყო, რაც ნიშნავს, რომ ასახულია ინფორმაცია სწორედ ამდენი კონტრაქტის შესახებ. ეს ჩანაწერები დაკავშირებულია 2 365 000 ფიზიკურ და 66 200 იურიდიულ პირთან. არ შემიძლია ნეგატიური ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, თუმცა გეტყვით, რომ ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, რადგან ჩნდე­ბა ახალი ვალდებულებები და შესაბამისად, იზრდება უარყოფითი ჩანაწერებიც. მაგალითად, ბაზარზე გაჩნდნენ ონლაინსასესხო ორგანიზაციები, რომლებიც უფრო სარისკო სესხებს გასცემდნენ და მათთან ვადაგადაცილებების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ბანკებში.

- ფიზიკური პირების შესახებ კონკრეტულად რა ინფორმაცია გაქვთ? წაიკითხეთ გაგრძელება

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის

"ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…" - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს "მასტერშეფის" შემდეგ