პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

"ზა­ფხუ­ლი იწყე­ბა აქ" - ამ სლო­გა­ნით ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი აჭა­რა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად 9 ივ­ნისს გა­იხ­სნე­ბა. 4 სა­ა­თი­დან ალი და ნი­ნოს ძეგლ­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი, სა­ზა­ფხუ­ლო დე­კო­რა­ცი­ე­ბით მორ­თულ პლაჟ­ზე სტუმ­რებს გა­სარ­თო­ბი მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ ელო­დე­ბათ. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ელექ­ტორ­ნუ­ლი მუ­სი­კით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გუ­რუ­ლი, იზ­რუ­ნე­ბენ. პლაჟ­ზე­ვე იფუქნცი­ო­ნი­რებს ღია ბარი და კა­ფე­ე­ბი - Radio Bar, Pipes Burger Joint, Pirate Bay Bar, Cold Bar, Martini Bar, სა­დაც სას­მე­ლე­ბი­სა და კერ­ძე­ბის შეკ­ვე­თა შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბიც. მათ შო­რის ველო მა­რა­თო­ნი, ქუ­ჩის რაგ­ბი, ფრა­ნე­ბი შოუ, დღის ფე­ირ­ვერ­კი. ბავ­შვე­ბის­თვის კი სა­ხის მო­ხატ­ვა, ქვებ­ზე ხატ­ვა, უფა­სო ჰე­ლი­უ­მი­სა და საპ­ნის ბუშ­ტე­ბი.

ამა­ვე დღეს, კლუ­ბი მან­და­რი­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რა­ზე იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს უფა­სო შეზ­ლონ­გე­ბი და ქოლ­გე­ბი. 6-დან 7-სა­ა­თამ­დე კი წყლის გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - სკუ­ტე­რი, პა­რა­შუ­ტი და იახ­ტე­ბი იქ­ნე­ბა უფა­სო.

სა­ღა­მოს, პლაჟ­ზე და­ინ­თე­ბა უზარ­მა­ზა­რი კო­ცო­ნი, რო­მელ­თან მი­სას­ვლე­ლი გზაც ჩი­რაღ­დნე­ბით გა­ნათ­დე­ბა. სე­ზო­ნის გახ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ირ­ვერ­კით დას­რულ­დე­ბა.

8 ივ­ნისს, კი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბის წი­ნას­წა­რი ანონ­სი ქუ­ჩის კონ­ცერ­ტე­ბით და­წყე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ბენ­დე­ბი სა­ბა­გი­როს­თან, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და ბულ­ვა­რის ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან და­უკ­რა­ვენ და სტუმ­რებს სე­ზო­ნის გახ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბენ.

მიმ­დი­ნა­რე წელს, ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გახ­სნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მინ­სიტ­როს ორ­გა­ნი­ზე­ბით და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რით იმარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

„ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება. 4 საათიდან ალი და ნინოს ძეგლთან სპეციალური, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ელექტორნული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული, იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია ბარი და კაფეები - Radio Bar, Pipes Burger Joint, Pirate Bay Bar, Cold Bar, Martini Bar, სადაც სასმელებისა და კერძების შეკვეთა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

დღის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობებიც. მათ შორის ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანები შოუ, დღის ფეირვერკი. ბავშვებისთვის კი სახის მოხატვა, ქვებზე ხატვა, უფასო ჰელიუმისა და საპნის ბუშტები.

ამავე დღეს, კლუბი მანდარინის მიმდებარე ტერიტორაზე იფუნქციონირებს უფასო შეზლონგები და ქოლგები. 6-დან 7-საათამდე კი წყლის გასართობი საშუალებები - სკუტერი, პარაშუტი და იახტები იქნება უფასო.

საღამოს, პლაჟზე დაინთება უზარმაზარი კოცონი, რომელთან მისასვლელი გზაც ჩირაღდნებით განათდება. სეზონის გახნის ღონისძიება გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება.

8 ივნისს, კი ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების წინასწარი ანონსი ქუჩის კონცერტებით დაწყება. ადგილობრივი ბენდები საბაგიროსთან, უნივერსიტეტთან და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან დაუკრავენ და სტუმრებს სეზონის გახნის ღონისძიებაზე დაპატიჟებენ.

მიმდინარე წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინსიტროს ორგანიზებით და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი