სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ნეპალში ბავშვებისთვის სოციალურ სახლს აშენებს
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ნეპალში ბავშვებისთვის სოციალურ სახლს აშენებს

ნანო ლიკ­ლი­კა­ძე 23 წლი­საა, ცხოვ­რობს ანა­პო­ლის­ში (აშშ, მე­რი­ლენ­დის შტა­ტი) და მე­ო­თხე წე­ლია, იმა­ვე ქა­ლა­ქის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, St. John's College-ში სწავ­ლობს. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ამ­ჟა­მად ნე­პალ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლურ სახ­ლს აა­შე­ნებს. გრან­ტი ნა­ნომ და მის­მა მე­გო­ბარ­მა მო­ი­გეს და ახლა ნე­პალ­ში ერ­თად მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. სა­ნამ ამ თე­მა­ზე ვრცლად ისა­უბ­რებს, მა­ნამ­დე გი­ამ­ბობთ, რო­გორ მოხ­ვდა თბი­ლი­სე­ლი გო­გო­ნა ჯერ ჩე­ხეთ­ში, შემ­დეგ კი ამე­რი­კა­ში.

"ვსწავ­ლობ­დი პრა­ღა­ში, სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, თა­ვი­სუ­ფა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ვე­ძებ­დი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე კო­ლე­ჯი, რო­მელ­შიც ახლა ვსწავ­ლობ. ამ სას­წავ­ლებ­ლით მა­შინ­ვე და­ვინ­ტე­რეს­დი, მერე მო­ვი­პო­ვე და­ფი­ნან­სე­ბა და და­ვი­წყე სწავ­ლა", - ამ­ბობს ნანო. პრა­ღა­ში ის და მისი ოჯა­ხი მა­შინ აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მამა, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი - კობა ლიკ­ლი­კა­ძე "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" იქ სა­მუ­შა­ოდ მი­ავ­ლი­ნა.

"ერთ დღე­საც, მა­მამ გვი­თხრა, სა­ცხოვ­რებ­ლად პრა­ღა­ში უნდა გა­და­ვი­დე­თო, - ეს რომ გა­ვი­გე, დავ­ნაღ­ვლი­ან­დი, რად­გა­ნაც სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, მე­გობ­რე­ბი მყავ­და, მომ­წონ­და თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა.

მოკ­ლედ, იქ წას­ვლა არ მო­მინ­და, თან, მა­შინ ინ­გლი­სუ­რი ენაც სა­თა­ნა­დოდ არ ვი­ცო­დი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ, უცხო­ეთ­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ რად­გან ოჯა­ხი მი­დი­ო­და, მეც წა­ვე­დი, თუმ­ცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და," - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც მა­შინ მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი იყო და პრა­ღა­ში ჩა­სუ­ლი, მთე­ლი წელი მა­მას სთხოვ­და, იქ­ნებ მე მა­ინც წა­ვი­დე აქე­დან, თბი­ლის­ში ვის­წავ­ლი, ბე­ბოს­თან ვი­ცხოვ­რე­ბო. მა­მამ ურ­ჩია, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი მო­ე­ცა­და და თუ ვერ შე­ე­გუ­ე­ბო­და იქა­უ­რო­ბას, მა­შინ წა­მო­სუ­ლი­ყო თბი­ლის­ში.

- და, რო­გორც ჩანს, მო­გე­წო­ნა პრა­ღა...

- კი. ენა ვის­წავ­ლე, ბაშ­ვებ­თან დავ­მე­გობ­რდი, ინ­გლი­სურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და იქ ყოფ­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლო აღარ ვი­ყა­ვი... ამას­თან, ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ ჩემი მშობ­ლე­ბიც და და-ძმა. მე უფ­რო­სი შვი­ლი ვარ, შემ­დეგ ჩემი ძმაა, რო­მე­ლიც პრა­ღა­ში პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბას სწავ­ლობს და გვყავს უმ­ცრო­სი და, რო­მე­ლიც იმ სკო­ლის მოს­წავ­ლეა, სა­დაც მე დავ­დი­ო­დი. დედა ჩე­ხებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თულს ას­წავ­ლის, ბევრ კარგ საქ­მე­შია ჩარ­თუ­ლი და მოს­წონს, რა­საც აკე­თებს.

- თუმ­ცა, ახლა ამე­რი­კა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობ. არ გი­ჭირს?

- არა, ჩემი თავი ვი­პო­ვე. პირ­ველ წელს მარ­ტო ვი­ყა­ვი ქა­ლაქ­ში, გარ­შე­მო არა­ვინ მყავ­და. ახლა გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბუ­ლი ვარ, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ირ­გვლივ მყავს, მომ­წონს. და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ სა­სარ­გებ­ლოა, ბევრ რა­ღა­ცას სწავ­ლობ. მომ­წონს, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას თვი­თონ ვმარ­თავ...

- მოგ­ვი­ყე­ვი ნე­პალ­ში რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- შარ­შა­ნაც მქონ­და მცდე­ლო­ბა, გრან­ტი მო­მე­გო, რო­გორც ახლა, მაგ­რამ რა­ღაც არ გა­მო­ვი­და. ის ორ­გა­ნი­ზა­ცია (Project for Peace), რო­მელ­მაც გრან­ტი მოგ­ვცა, მშვი­დო­ბის პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქა­ლია - ქეთ­რინ ვა­სერ­მან დე­ვი­სი. 100 წლის იყო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ყო. გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფი­ლანტრო­ფი იყო. ამ პრო­ექ­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბაა. უკვე 17 წე­ლია, არ­სე­ბობს და წე­ლი­წად­ში 100 პრო­ექტს აფი­ნან­სებს.

შარ­შან, მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ლიზი ახვლე­დი­ან­მა, რო­მე­ლიც უნ­ვერ­სი­ტეტ­ში ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლობს, მო­ვამ­ზა­დეთ პრო­ექ­ტი - პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. გვინ­დო­და, მათ­თვის გვეს­წავ­ლე­ბი­ნა, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა, თუნ­დაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. მოკ­ლედ, გვეს­წავ­ლე­ბი­ნა, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია. კარ­გი პრო­ექ­ტი იყო, მაგ­რამ ჩვენ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ორი გო­გოს­თვის პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში წას­ვლა სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბო­და. ვუხ­სნი­დით, რომ არ იყო სა­ში­ში, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­და...

არ დავ­ნებ­დი და წელს, ნე­პა­ლელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ახა­ლი პრო­ექ­ტი წა­მო­ვი­წყე. ეს ცოტა სხვა ტი­პის პრო­ექ­ტია, ვეხ­მა­რე­ბით შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს, პა­ტა­რებს. იცით, რომ იქ შშმ ბავ­შვე­ბის მი­მართ არის დიდი სტიგ­მა. შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი მშო­ბელ­მა ქუ­ჩა­შიც და­ტო­ვონ. ამის შე­სა­ხებ ჩემ­მა ნე­პა­ლელ­მა მე­გობ­რებ­მა უფრო ვრცლად მოგ­ვიყ­ვნენ. მშობ­ლე­ბის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი და პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლაა, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა, თავ­შე­სა­ფარს აძ­ლევს. ჩვენ სწო­რედ იმ სკო­ლას და­ვუ­კავ­შირ­დით და დახ­მა­რე­ბას შევ­პირ­დით. ჰოდა, ახლა იქ ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ის ოთახს ვა­შე­ნებთ, რაც მე­ტად სჭირ­დე­ბათ, დავ­დგამთ შე­სა­ბა­მის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, ტრე­ნინ­გებს ჩა­ვა­ტა­რებთ, მო­ვამ­ზა­დებთ იმის­თვის, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ეს ყვე­ლა­ფე­რი. პრო­ექ­ტმა 10.000 დო­ლა­რი მო­ი­პო­ვა და ამ თან­ხას, ამ ყვე­ლა­ფერს მო­ვახ­მართ.

- მშე­ნებ­ლო­ბა და­წყე­ბუ­ლია?

- კი და სკო­ლა ფარ­თოვ­დე­ბა, თან­ხა უკვე გა­და­რი­ცხუ­ლია. რომ ჩა­ვალთ, გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დაგ­ვრჩე­ბა, რაც უნდა ჩა­ვა­ტა­როთ. მი­ხა­რია, რომ პა­ტა­რა წვლილს მა­ინც შე­ი­ტანთ იმ ბავ­შვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. გვინ­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­აც მო­ვიწ­ვი­ოთ და ვე­სა­უბ­როთ, რომ შშმ პა­ტა­რე­ბი ოჯა­ხის­თვის უბე­დუ­რე­ბა არ არის, რომ ისი­ნიც ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნე­ბი. მა­თაც ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, რო­გორც ჩვენ. ამ ქმე­დე­ბით შე­საძ­ლოა, ბევ­რი რამ ვერ შევ­ცვა­ლოთ, მაგ­რამ სურ­ვი­ლი და მცდე­ლო­ბა გვაქვს, სკო­ლას და­ვეხ­მა­როთ, რო­მე­ლიც ასეთ საქ­მეს აკე­თებს.

მოკ­ლედ, მე და ჩემი ნე­პა­ლე­ლი მე­გო­ბა­რი ახლა იქ მი­ვემ­გზავ­რე­ბით.

- მამა, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი კობა ლიკ­ლი­კა­ძე რას გე­უბ­ნე­ბა?

- მა­მას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და - შარ­შან პან­კი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ ვმუ­შა­ობ­დი, მეხ­მა­რე­ბო­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას მაწ­ვდი­და. ახ­ლაც ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში მიდ­გას.

- ისიც ვიცი, რომ ხა­ტავ...

- კი, მაგ­რამ ადრე, სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას უფრო აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ამ საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი, მიყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა, მაგ­რამ ახლა რად­გა­ნაც ბევ­რი სა­მე­ცა­დი­ნო მაქვს, ხატ­ვის­თვის ვე­ღარ ვიც­ლი. ისე, ხატ­ვა ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით მიყ­ვარს. თუ გა­ტა­ცე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, სპორ­ტი და გან­სა­კუთ­რე­ბით იოგა მი­ზი­დავს. იო­გის კლას­ში დავ­დი­ო­დი და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მერე მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­აც მო­ვაგ­რო­ვე, მე­ტად და­ვინ­ტე­რეს­დი და ახლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვი­რა­ში ერთხელ გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ტა­რებ. სერ­ტი­ფი­კა­ტი მარ­თა­ლია, არ მაქვს, მაგ­რამ მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე მივ­ყვე­ბი ამ საქ­მეს.

იოგა სწავ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სის მოხ­სნა­სა და ფი­ზი­კუ­რი დაღ­ლი­ლო­ბი­სას ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ის ხომ ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი ვარ­ჯი­შია, ძა­ლი­ან ვმშვიდ­დე­ბი და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვიყო.

ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის კლუბს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, კლუ­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მე არ ვარ, ჩემი მე­გო­ბა­რი ლიზი ახვლე­დი­ა­ნია, რო­მე­ლიც ჩემს წინა კურ­სზე სწავ­ლობ­და, რო­მელ­მაც გად­მო­მა­ბა­რა. სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია აქ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვა­ში ვეხ­მა­რე­ბით," - გვე­უბ­ნე­ბა ნანო, რო­მელ­საც სა­მო­მავ­ლოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი და მიზ­ნე­ბი აქვს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად წინ ნე­პა­ლი ელო­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბე­ბი მას!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ნეპალში ბავშვებისთვის სოციალურ სახლს აშენებს

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ნეპალში ბავშვებისთვის სოციალურ სახლს აშენებს

ნანო ლიკლიკაძე 23 წლისაა, ცხოვრობს ანაპოლისში (აშშ, მერილენდის შტატი) და მეოთხე წელია, იმავე ქალაქის უნივერსიტეტში, St. John's College-ში სწავლობს. ქართველი სტუდენტი ამჟამად ნეპალში მიემგზავრება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს. გრანტი ნანომ და მისმა მეგობარმა მოიგეს და ახლა ნეპალში ერთად მიემგზავრებიან. სანამ ამ თემაზე ვრცლად ისაუბრებს, მანამდე გიამბობთ, როგორ მოხვდა თბილისელი გოგონა ჯერ ჩეხეთში, შემდეგ კი ამერიკაში.

"ვსწავლობდი პრაღაში, სკოლა რომ დავამთავრე, თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით უნივერსიტეტებს ვეძებდი და აღმოვაჩინე კოლეჯი, რომელშიც ახლა ვსწავლობ. ამ სასწავლებლით მაშინვე დავინტერესდი, მერე მოვიპოვე დაფინანსება და დავიწყე სწავლა", - ამბობს ნანო. პრაღაში ის და მისი ოჯახი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც მამა, ცნობილი ჟურნალისტი - კობა ლიკლიკაძე "რადიო თავისუფლებამ" იქ სამუშაოდ მიავლინა.

"ერთ დღესაც, მამამ გვითხრა, საცხოვრებლად პრაღაში უნდა გადავიდეთო, - ეს რომ გავიგე, დავნაღვლიანდი, რადგანაც სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მეგობრები მყავდა, მომწონდა თბილისში ცხოვრება.

მოკლედ, იქ წასვლა არ მომინდა, თან, მაშინ ინგლისური ენაც სათანადოდ არ ვიცოდი, საქართველოს გარეთ, უცხოეთში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რადგან ოჯახი მიდიოდა, მეც წავედი, თუმცა ძალიან გამიჭირდა," - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც მაშინ მეცხრეკლასელი იყო და პრაღაში ჩასული, მთელი წელი მამას სთხოვდა, იქნებ მე მაინც წავიდე აქედან, თბილისში ვისწავლი, ბებოსთან ვიცხოვრებო. მამამ ურჩია, წელიწად-ნახევარი მოეცადა და თუ ვერ შეეგუებოდა იქაურობას, მაშინ წამოსულიყო თბილისში.

- და, როგორც ჩანს, მოგეწონა პრაღა...

- კი. ენა ვისწავლე, ბაშვებთან დავმეგობრდი, ინგლისურ სკოლაში ვსწავლობდი, სხვადასხვა აქტივობებში ვმონაწილეობდი და იქ ყოფნით უკმაყოფილო აღარ ვიყავი... ამასთან, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მშობლებიც და და-ძმა. მე უფროსი შვილი ვარ, შემდეგ ჩემი ძმაა, რომელიც პრაღაში პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობს და გვყავს უმცროსი და, რომელიც იმ სკოლის მოსწავლეა, სადაც მე დავდიოდი. დედა ჩეხებს უნივერსიტეტში ქართულს ასწავლის, ბევრ კარგ საქმეშია ჩართული და მოსწონს, რასაც აკეთებს.

- თუმცა, ახლა ამერიკაში დამოუკიდებლად ცხოვრობ. არ გიჭირს?

- არა, ჩემი თავი ვიპოვე. პირველ წელს მარტო ვიყავი ქალაქში, გარშემო არავინ მყავდა. ახლა გარემოსთან შეგუებული ვარ, ადამიანები, ვინც ირგვლივ მყავს, მომწონს. დამოუკიდებლად ცხოვრება არ არის ადვილი, მაგრამ მეორე მხრივ სასარგებლოა, ბევრ რაღაცას სწავლობ. მომწონს, რომ ჩემს ცხოვრებას თვითონ ვმართავ...

- მოგვიყევი ნეპალში რა გეგმები გაქვს?

- შარშანაც მქონდა მცდელობა, გრანტი მომეგო, როგორც ახლა, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა. ის ორგანიზაცია (Project for Peace), რომელმაც გრანტი მოგვცა, მშვიდობის პროექტს ახორციელებს, დამფუძნებელი ქალია - ქეთრინ ვასერმან დევისი. 100 წლის იყო, როდესაც ახალგაზრდული პროექტების დასაფინანსებლად 1 მილიონი დოლარი გამოყო. განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ფილანტროფი იყო. ამ პროექტების მთავარი მიზანი, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. უკვე 17 წელია, არსებობს და წელიწადში 100 პროექტს აფინანსებს.

შარშან, მე და ჩემმა მეგობარმა, ლიზი ახვლედიანმა, რომელიც უნვერსიტეტში ჩემთან ერთად სწავლობს, მოვამზადეთ პროექტი - პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. გვინდოდა, მათთვის გვესწავლებინა, როგორ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, თუნდაც სხვა ქვეყანაში წასვლა განათლების მისაღებად. მოკლედ, გვესწავლებინა, საკუთარი თავის რეალიზაცია. კარგი პროექტი იყო, მაგრამ ჩვენმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ორი გოგოსთვის პანკისის ხეობაში წასვლა სახიფათო იქნებოდა. ვუხსნიდით, რომ არ იყო საშიში, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა...

არ დავნებდი და წელს, ნეპალელ მეგობრებთან ერთად, ახალი პროექტი წამოვიწყე. ეს ცოტა სხვა ტიპის პროექტია, ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პატარებს. იცით, რომ იქ შშმ ბავშვების მიმართ არის დიდი სტიგმა. შეიძლება ისინი მშობელმა ქუჩაშიც დატოვონ. ამის შესახებ ჩემმა ნეპალელმა მეგობრებმა უფრო ვრცლად მოგვიყვნენ. მშობლებისგან მიტოვებული და პრობლემების მქონე ბავშვებისთვის გადარჩენის ერთადერთი ადგილი სპეციალური სკოლაა, რომელიც ეხმარება, თავშესაფარს აძლევს. ჩვენ სწორედ იმ სკოლას დავუკავშირდით და დახმარებას შევპირდით. ჰოდა, ახლა იქ ფიზიოთერაპიის ოთახს ვაშენებთ, რაც მეტად სჭირდებათ, დავდგამთ შესაბამის აღჭურვილობას, ტრენინგებს ჩავატარებთ, მოვამზადებთ იმისთვის, თუ როგორ გამოიყენონ ეს ყველაფერი. პროექტმა 10.000 დოლარი მოიპოვა და ამ თანხას, ამ ყველაფერს მოვახმართ.

- მშენებლობა დაწყებულია?

- კი და სკოლა ფართოვდება, თანხა უკვე გადარიცხულია. რომ ჩავალთ, გარკვეული სამუშაოები დაგვრჩება, რაც უნდა ჩავატაროთ. მიხარია, რომ პატარა წვლილს მაინც შეიტანთ იმ ბავშვების კეთილდღეობასა და განვითარებაში. გვინდა, რომ ადგილობრივი მედიაც მოვიწვიოთ და ვესაუბროთ, რომ შშმ პატარები ოჯახისთვის უბედურება არ არის, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა დანარჩენები. მათაც ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ჩვენ. ამ ქმედებით შესაძლოა, ბევრი რამ ვერ შევცვალოთ, მაგრამ სურვილი და მცდელობა გვაქვს, სკოლას დავეხმაროთ, რომელიც ასეთ საქმეს აკეთებს.

მოკლედ, მე და ჩემი ნეპალელი მეგობარი ახლა იქ მივემგზავრებით.

- მამა, ცნობილი ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე რას გეუბნება?

- მამას ძალიან გაუხარდა - შარშან პანკისის მიმართულებით რომ ვმუშაობდი, მეხმარებოდა, ინფორმაციას მაწვდიდა. ახლაც ყველანაირად გვერდში მიდგას.

- ისიც ვიცი, რომ ხატავ...

- კი, მაგრამ ადრე, სკოლაში სწავლისას უფრო აქტიურად ვიყავი ამ საქმით დაკავებული, მიყვარს ხელოვნება, მაგრამ ახლა რადგანაც ბევრი სამეცადინო მაქვს, ხატვისთვის ვეღარ ვიცლი. ისე, ხატვა ზეთის საღებავებით მიყვარს. თუ გატაცებაზეა საუბარი, სპორტი და განსაკუთრებით იოგა მიზიდავს. იოგის კლასში დავდიოდი და ძალიან მომეწონა. მერე მასზე ინფორმაციაც მოვაგროვე, მეტად დავინტერესდი და ახლა უნივერსიტეტში კვირაში ერთხელ გაკვეთილებს ვატარებ. სერტიფიკატი მართალია, არ მაქვს, მაგრამ მოყვარულის დონეზე მივყვები ამ საქმეს.

იოგა სწავლისგან მიღებული სტრესის მოხსნასა და ფიზიკური დაღლილობისას ძალიან მეხმარება. ის ხომ ფიზიკური და სულიერი ვარჯიშია, ძალიან ვმშვიდდები და იმის საშუალებას მაძლევს, უფრო მობილიზებული ვიყო.

ასევე, უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების კლუბს ვხელმძღვანელობ, კლუბის დამფუძნებელი მე არ ვარ, ჩემი მეგობარი ლიზი ახვლედიანია, რომელიც ჩემს წინა კურსზე სწავლობდა, რომელმაც გადმომაბარა. სხვადასხვა ეროვნების ადამიანია აქ გაერთიანებული და ღონისძიებების გამართვაში ვეხმარებით," - გვეუბნება ნანო, რომელსაც სამომავლოდ სერიოზული გეგმები და მიზნები აქვს, თუმცა ამჯერად წინ ნეპალი ელოდება. წარმატებები მას!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი