მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველი "დივების" მდიდრული ცხოვრება
უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველი "დივების" მდიდრული ცხოვრება

90-იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი გა­ჭირ­ვე­ბის გამო, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ბე­დის სა­ძი­ებ­ლად ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, რამ­დე­ნი­მე მათ­განს გა­უ­მარ­თლა და ახლა უცხო ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს. უცხო­ურ ესტრა­და­ზე მოღ­ვა­წე ქარ­თველ "დი­ვებს" საკ­მა­ოდ მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვთ, რის გა­მოც ხში­რად იქ­ცე­ვენ პრე­სის ყუ­რა­დღე­ბას.

თამ­რი­კო გვერდწი­თე­ლი

თამ­რი­კო გვერდწი­თე­ლი რუ­სეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მომ­ღერ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. მას კონ­ცერ­ტებ­ზე საკ­მა­ოდ მა­ღალ ჰო­ნო­რარს უხ­დი­ან. ვარ­სკვლავს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­დან დიდი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს.

ის მოს­კო­ვის ცენ­ტრში ფე­შე­ნე­ბე­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც 2000 წელს შე­ი­ძი­ნა. თამ­რი­კო სახ­ლში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. დე­და­მი­სი თბი­ლის­ში რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა რუ­სეთ­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

თამ­რი­კო მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე პრეს­ტი­ჟულ და­სახ­ლე­ბა­ში კი­დევ ერთ სახ­ლს ფლობს. აგა­რაკ­ზე ის მხო­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დის.

ქეთა თო­ფუ­რია

ქეთა თო­ფუ­რია რუ­სეთ­ში გა­ჭირ­ვე­ბის გამო არ წა­სუ­ლა. ის ნატო დუმ­ბა­ძის დახ­მა­რე­ბით, "ა სტუ­დი­ოს" სო­ლის­ტი გახ­და და რუს­მა ხალ­ხმა მა­ლე­ვე შე­იყ­ვა­რა. ქეთა თო­ფუ­რია რუ­სუ­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მუდ­მი­ვად ექ­ცე­ვა. ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი რუ­სეთ­ში, კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად, 2004 წელს წა­ვი­და. ქე­თას მუდ­მი­ვად აქვს კონ­ცერ­ტე­ბი რუ­სეთ­სა და ყა­ზა­ხეთ­ში. ჰყავს შვი­ლი, პა­ტა­რა ოლი­ვია, რო­მე­ლიც ყველ­გან დე­დას­თან ერ­თად და­დის. სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, თო­ფუ­რი­ას სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვს.

მას შემ­დეგ, რაც ქეთა ქმარს და­შორ­და, მომ­ღე­რა­ლი მოს­კოვ­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მათ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ბინა აქვთ. ქეთა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. სიმ­ღე­რის გარ­და, ის სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ქეთა ქა­ლი­სა და ბავ­შვის ტან­საც­მლის ხაზ­ზე მუ­შა­ობს. მისი ბრენ­დი Ketione მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობს. დი­ზა­ი­ნე­რო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ქე­თამ მოს­კოვ­ში მა­ღა­ზი­აც გახ­სნა.

დი­ა­ნა ღურწკა­ია

დი­ა­ნა ღურწკა­ია თბი­ლის­ში, ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში გა­ი­ზარ­და. რო­გორც ერთ-ერთ რუ­სულ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, ბავ­შვო­ბა­ში მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ეუბ­ნე­ბო­და, რომ სიმ­ღე­რის ნიჭი არ ჰქონ­და, მაგ­რამ გო­გო­ნა გა­ი­ზარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და და რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას პუ­ტი­ნის საყ­ვა­რელ მომ­ღერ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. მომ­ღე­რა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ო­ჯახ­და, მისი მე­უღ­ლე ად­ვო­კა­ტი პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოა.

დი­ა­ნას და მის მე­უღ­ლეს არ­ბატ­ზე უზარ­მა­ზა­რი სახ­ლი აქვთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდიდ­რუ­ლად არის მო­წყო­ბი­ლი. სახ­ლი, რო­მელ­შიც დი­ა­ნა ღურწკა­ია ცხოვ­რობს, ის­ტო­რი­უ­ლია, თუმ­ცა ინ­ტე­რი­ე­რი საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვედ არის მო­წყო­ბი­ლი. დი­ა­ნას ბინა ამ სახ­ლში ყვე­ლა­ზე დი­დია. ბი­ნა­ში უამ­რა­ვი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თია, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ნივ­თი, რო­მე­ლიც დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ბი­ნას ამ­შვე­ნებს, პი­კა­სოს მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი ხე­ლით ნაქ­სო­ვი ხა­ლი­ჩაა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი ნა­ხე­ვა­რი წელი ქსოვ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ბიზ­ნესს, სიმ­ღე­რის გარ­და, დი­ა­ნას სხვა ბიზ­ნე­სი არ აქვს. ამ საქ­მე­ში პრო­დუ­სე­რო­ბას მისი ძმა რო­ბერტ ღურწკა­ია უწევს.

ქეთი მე­ლუა

ქეთი მე­ლუ­ამ სა­ქარ­თვე­ლო 9 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა და ბრი­ტა­ნეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აი­წყო. ის ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მომ­ღერ­ლე­ბის ათე­ულ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ხვდე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქეთი 12 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის მფლო­ბე­ლია. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სია მსოფ­ლი­ო­ში. მდი­და­რი მომ­ღერ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში ის ისე­თი სე­ლებ­რი­თე­ბის გვერ­დით იკა­ვებს ად­გილს, რო­გო­რე­ბიც არი­ან ადე­ლი და შე­რილ კო­უ­ლი.

თამ­თა გო­დუ­ა­ძე

თამ­თა გო­დუ­ა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი მომ­ღე­რა­ლია. ის ბერ­ძნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. ბერ­ძნუ­ლი ესტრა­დის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი იქა­ურ მსმე­ნელს სა­კუ­თა­რი დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბი­თაც აო­ცებს. თამ­თა სა­ქარ­თვე­ლო­დან თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში გა­ემ­გზავ­რა - მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ შვი­ლის სარ­ჩე­ნად ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, სა­დაც დე­და­მი­სი, და­რე­ჯან ხუს­კი­ვა­ძე მუ­შა­ობ­და. მან ბერ­ძნულ Super Idol-ში სცა­და ბედი, გა­უ­მარ­თლა და მე­ო­რე ად­გი­ლი აიღო. მას შემ­დეგ მისი კა­რი­ე­რუ­ლი აღ­მას­ვლა და­ი­წყო.

თამ­თას შე­მო­სავ­ლის წყა­რო სიმ­ღე­რა, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი და ფო­ტო­სე­სი­ე­ბია. ის ახლა ბერ­ძნუ­ლი "იქს-ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის წევ­რია. იყო Toi & Moi-ს სახე, სა­ი­და­ნაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო.

ამ­ჟა­მად თამ­თა სა­ბერ­ძნეთ­ში დე­დას­თან და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ბერ­ძნუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლავს სა­ბერ­ძნეთ­ში უზარ­მა­ზა­რი სახ­ლი აქვს. თამ­თა ერთ წელ­ზე მე­ტია ბერ­ძენ მი­ლი­არ­დერს, უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხის მემ­კვიდ­რეს, პა­რის ლა­ცისს ხვდე­ბა.

37 წლის პა­რი­სი ლა­ცი­სე­ბის ძლე­ვა­მო­სი­ლი ოჯა­ხის მემ­კვიდ­რეა, რო­მე­ლიც ნავ­თო­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და სა­ბან­კო სფე­რო­ებ­ში წი­ლებს ფლობს. მისი ქო­ნე­ბა "ფორბსის" 2013 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 15 მლრდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველი "დივების" მდიდრული ცხოვრება

უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველი "დივების" მდიდრული ცხოვრება

90-იან წლებში, საქართველოში შექმნილი გაჭირვების გამო, ბევრი ადამიანი ბედის საძიებლად ემიგრაციაში წავიდა. საბედნიეროდ, რამდენიმე მათგანს გაუმართლა და ახლა უცხო ქვეყანაში  წარმატებული კარიერა აქვს. უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველ "დივებს" საკმაოდ მდიდრული ცხოვრება აქვთ, რის გამოც ხშირად იქცევენ პრესის ყურადღებას.

თამრიკო გვერდწითელი

თამრიკო გვერდწითელი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად მიიჩნევა. მას კონცერტებზე საკმაოდ მაღალ ჰონორარს უხდიან. ვარსკვლავს საკუთარი პროფესიიდან დიდი შემოსავალი აქვს.

ის მოსკოვის ცენტრში ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობს, რომელიც 2000 წელს შეიძინა. თამრიკო სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს. დედამისი თბილისში რუსული ენის მასწავლებელი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა რუსეთში დიდ წარმატებას მიაღწია, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

თამრიკო მოსკოვის მახლობლად მდებარე პრესტიჟულ დასახლებაში კიდევ ერთ სახლს ფლობს. აგარაკზე ის მხოლოდ დასასვენებლად მიდის.

ქეთა თოფურია

ქეთა თოფურია რუსეთში გაჭირვების გამო არ წასულა. ის ნატო დუმბაძის დახმარებით, "ა სტუდიოს" სოლისტი გახდა და რუსმა ხალხმა მალევე შეიყვარა. ქეთა თოფურია რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. ქართველი მომღერალი რუსეთში, კარიერის ასაწყობად, 2004 წელს წავიდა. ქეთას მუდმივად აქვს კონცერტები რუსეთსა და ყაზახეთში. ჰყავს შვილი, პატარა ოლივია, რომელიც ყველგან დედასთან ერთად დადის. სიმღერის პარალელურად, თოფურიას საკუთარი ბიზნესი აქვს.

მას შემდეგ, რაც ქეთა ქმარს დაშორდა, მომღერალი მოსკოვში დედასთან ერთად ცხოვრობს. მათ ქალაქის ცენტრში ბინა აქვთ. ქეთა ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდება. სიმღერის გარდა, ის საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. ქეთა ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის ხაზზე მუშაობს. მისი ბრენდი Ketione მოდის კვირეულებზე დიდი წარმატებით სარგებლობს. დიზაინერობის დაწყების შემდეგ, ქეთამ მოსკოვში მაღაზიაც გახსნა.

დიანა ღურწკაია

დიანა ღურწკაია თბილისში, ავლაბარში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში განაცხადა, ბავშვობაში მუსიკის მასწავლებელი ეუბნებოდა, რომ სიმღერის ნიჭი არ ჰქონდა, მაგრამ გოგონა გაიზარდა, საქართველოდან წავიდა და რუსეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიანა ღურწკაიას პუტინის საყვარელ მომღერლად მიიჩნევენ. მომღერალი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა, მისი მეუღლე ადვოკატი პიოტრ კუჩერენკოა.

დიანას და მის მეუღლეს არბატზე უზარმაზარი სახლი აქვთ, რომელიც ძალიან მდიდრულად არის მოწყობილი. სახლი, რომელშიც დიანა ღურწკაია ცხოვრობს, ისტორიულია, თუმცა ინტერიერი საკმაოდ თანამედროვედ არის მოწყობილი. დიანას ბინა ამ სახლში ყველაზე დიდია. ბინაში უამრავი ძვირადღირებული ნივთია, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ნივთი, რომელიც დიანა ღურწკაიას ბინას ამშვენებს, პიკასოს მოტივებზე შექმნილი ხელით ნაქსოვი ხალიჩაა, რომელსაც სხვადასხვა ადამიანი ნახევარი წელი ქსოვდა.

რაც შეეხება ბიზნესს, სიმღერის გარდა, დიანას სხვა ბიზნესი არ აქვს. ამ საქმეში პროდუსერობას მისი ძმა რობერტ ღურწკაია უწევს.

ქეთი მელუა

ქეთი მელუამ საქართველო 9 წლის ასაკში დატოვა და ბრიტანეთში წარმატებული კარიერა აიწყო. ის ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მომღერლების ათეულში ყოველწლიურად ხვდება. ოფიციალური მონაცემებით, ქეთი 12 მილიონი გირვანქა სტერლინგის მფლობელია. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებული მუსიკოსია მსოფლიოში. მდიდარი მომღერლების რეიტინგში ის ისეთი სელებრითების გვერდით იკავებს ადგილს, როგორებიც არიან ადელი და შერილ კოული.

თამთა გოდუაძე

თამთა გოდუაძე საბერძნეთში ყველაზე რეიტინგული მომღერალია. ის ბერძნებს განსაკუთრებულად უყვართ. ბერძნული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი იქაურ მსმენელს საკუთარი დახვეწილი გემოვნებითაც აოცებს. თამთა საქართველოდან თინეიჯერობის ასაკში გაემგზავრა - მარტოხელა დედამ შვილის სარჩენად ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა, სადაც დედამისი, დარეჯან ხუსკივაძე მუშაობდა. მან ბერძნულ Super Idol-ში სცადა ბედი, გაუმართლა და მეორე ადგილი აიღო. მას შემდეგ მისი კარიერული აღმასვლა დაიწყო.

თამთას შემოსავლის წყარო სიმღერა, მუსიკალური პროექტები და ფოტოსესიებია. ის ახლა ბერძნული "იქს-ფაქტორის" ჟიურის წევრია. იყო Toi & Moi-ს სახე, საიდანაც გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ანაზღაურება მიიღო.

ამჟამად თამთა საბერძნეთში დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ბერძნული ესტრადის ვარსკვლავს საბერძნეთში უზარმაზარი სახლი აქვს. თამთა ერთ წელზე მეტია ბერძენ მილიარდერს, უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრეს, პარის ლაცისს ხვდება.

37 წლის პარისი ლაცისების ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრეა, რომელიც ნავთობის, უძრავი ქონებისა და საბანკო სფეროებში წილებს ფლობს. მისი ქონება "ფორბსის" 2013 წლის მონაცემებით, 15 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

იხილეთ ვიდეო

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?

როგორ გამოიყურებიან "ფარული ვნების" მსახიობები 18 წლის შემდეგ - "ტელემუნდოს" პოპულარული სერიალი მალე ახალი სეზონით დაბრუნდება (ფოტოები)

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს