"თვალებში შემომხედე და სიმართლე ილაპარაკე", - ასე მიმართა ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ბრალდებულმა დავით დევნოზაშვილმა დღევანდელ პროცესზე, სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულების დირექტორის ყოფილ მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომელიც მოწმის სახით იკითხება.
ბრალდებულის უკმაყოფილება ყაჭეიშვილის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, მან რამდენჯერმე ნახა მე-8 დაწესებულებაში დევნოზაშვილი, რომელიც ციხეში არაფორმალურად იყო შესული.
ბრალდებულს აღნიშნული რეპლიკის გამო მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა შენიშვნა მისცა.
"აშაკარა ტყუილს ამბობს, ბატონო მოსამართლე. კაცი ამბობს, რომ რომ მნახა მე-8 დაწესებულებაში და საერთოდ არ მყავს და არც ვყავარ ნანახი თვალით", - განაცხადა დევნოზაშვილმა.
მოსამართლემ ბრალდებულს ურჩია, რომ ყველა ამ საკითხზე მას მოწმისთვის კითხვები დაესვა, მაშინ, როცა დაცვის მხარის დრო მოვიდოდა.
"შეგიძლიათ კითხვები დაუსვათ მოწმეს, სხვანაირად რა ვქნა? გაჩხუბოთ?!", - აღნიშნა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა.