პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა ემსახურო, თავიც გაწირო..." - გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა ქალიშვილს
"უნდა ემსახურო, თავიც გაწირო..." - გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა ქალიშვილს

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი დღეს თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე დე­ბი­უ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა. მომ­ღე­რა­ლი "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტარ­ში" მთა­ვარ პარ­ტი­ას ას­რუ­ლებს. მა­რი­ამს მშობ­ლე­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი და თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბით ამ­ხნე­ვე­ბენ:

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი:

"თენ­დე­ბა... დღეს პრე­მი­ე­რა გაქვს.. ვეც­დე­ბი ამ სა­ღა­მოს მა­ყუ­რებ­ლად გა­და­ვიქ­ცე... თე­ატ­რი დღე­სას­წა­უ­ლია! პირ­ვე­ლად შე­ა­ბი­ჯებ პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე! მინ­და, რომ ეს "მო­ლი­პუ­ლი" სცე­ნა მყა­რი საყ­რდე­ნი იყოს შენ­თვის... გე­ნი­ა­ლურ ავ­ტორს ას­რუ­ლებ (დო­ნი­ცე­ტი), რო­მელ­საც თუ ზუს­ტად "ამო­ი­კი­თხავ", სა­ო­ცარ ძა­ლას და ახალ ენერ­გი­ას მოგ­ცემს, გზას და­გი­ლო­ცავს მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის! (ეს კლა­სი­კო­სე­ბის ბუ­ნე­ბაა, მათი ექ­სკლუ­ზი­ვი). კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ აიდ­გი ფეხი... თით­ქოს რა­ღა­ცა მე­ორ­დე­ბა და სულ მინ­და გი­თხრა: ფრხი­ლად, თა­მა­მად, არ შე­გე­შინ­დეს.... მაგ­რამ ამ­ჯე­რად შენი მა­ტა­რე­ბე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაა, მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­მელ­საც უნდა და­უ­ჯე­რო, ემ­სა­ხუ­რო, თა­ვიც გა­წი­რო... ის არა­სო­დეს გი­ღა­ლა­ტებს! არა­სო­დეს.... ბევ­რი აღ­მო­ჩე­ნა გქო­ნო­დეს ამ გზა­ზე! ვიცი რო­გორ მოხ­ვე­დი სცე­ნის ზღურ­ბლამ­დე, ვიცი შენი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, გა­უ­ტე­ხე­ლო­ბა, შე­უ­პოვ­რო­ბა. ვიცი, ბევ­რი რამ ვიცი..... სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ არ გა­მო­დის, და არც არა­ვის გა­მოს­ვლია... სი­ლა­ღე და კარ­გით გაკ­ვირ­ვე­ბა არ მოგშლო­დეს - ეს არის გზაც და ხსნაც!... წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდს, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს! წინ-აღ­მო­ჩე­ნე­ბის­კენ!".

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე:

"პირ­ვე­ლად დგე­ბა დიდი სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე! რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, მაგ­რამ უფრო მე­ტად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო!... ეს მა­რი­ამ­მა კარ­გად იცის და ამი­ტომ ძა­ლი­ან ღე­ლავს... ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა.. ჩე­მის მხრივ ერთს ვი­ტყვი - მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მისი დე­ბი­უ­ტი დიდ სცე­ნა­ზე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში შედ­გე­ბა! წარ­მა­ტე­ბე­ბი და წინსვლა მინ­და ვუ­სურ­ვო!"

"უნდა ემსახურო, თავიც გაწირო..." - გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა ქალიშვილს

"უნდა ემსახურო, თავიც გაწირო..." - გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა ქალიშვილს

მარიამ როინიშვილი დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ სცენაზე დებიუტისთვის ემზადება. მომღერალი "სიყვარულის ნექტარში" მთავარ პარტიას ასრულებს. მარიამს მშობლები გია როინიშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ამხნევებენ:

გია როინიშვილი:

"თენდება... დღეს პრემიერა გაქვს.. ვეცდები ამ საღამოს მაყურებლად გადავიქცე... თეატრი დღესასწაულია! პირველად შეაბიჯებ პროფესიულ სცენაზე! მინდა, რომ ეს "მოლიპული" სცენა მყარი საყრდენი იყოს შენთვის... გენიალურ ავტორს ასრულებ (დონიცეტი), რომელსაც თუ ზუსტად "ამოიკითხავ", საოცარ ძალას და ახალ ენერგიას მოგცემს, გზას დაგილოცავს მომავალი წარმატებისთვის! (ეს კლასიკოსების ბუნებაა, მათი ექსკლუზივი). კარგად მახსოვს, როგორ აიდგი ფეხი... თითქოს რაღაცა მეორდება და სულ მინდა გითხრა: ფრხილად, თამამად, არ შეგეშინდეს.... მაგრამ ამჯერად შენი მატარებელი ხელოვნებაა, მაღალი ხელოვნება, რომელსაც უნდა დაუჯერო, ემსახურო, თავიც გაწირო... ის არასოდეს გიღალატებს! არასოდეს.... ბევრი აღმოჩენა გქონოდეს ამ გზაზე! ვიცი როგორ მოხვედი სცენის ზღურბლამდე, ვიცი შენი შრომისმოყვარეობა, გაუტეხელობა, შეუპოვრობა. ვიცი, ბევრი რამ ვიცი..... სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის, და არც არავის გამოსვლია... სილაღე და კარგით გაკვირვება არ მოგშლოდეს - ეს არის გზაც და ხსნაც!... წარმატებას გისურვებთ მთელ შემოქმედებით გუნდს, ყველა მონაწილეს! წინ-აღმოჩენებისკენ!".

თამრიკო ჭოხონელიძე:

"პირველად დგება დიდი საოპერო თეატრის სცენაზე! რაც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ უფრო მეტად საპასუხისმგებლო!... ეს მარიამმა კარგად იცის და ამიტომ ძალიან ღელავს... ბუნებრივიცაა.. ჩემის მხრივ ერთს ვიტყვი - მადლობელი ვარ, რომ მისი დებიუტი დიდ სცენაზე საკუთარ ქვეყანაში შედგება! წარმატებები და წინსვლა მინდა ვუსურვო!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს