საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია
კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია

სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, ბექა დვა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­გო­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნან­დე­ლია.

რო­გორც ბექა დვალ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს ნახ­ვა ოჯა­ხის­თვის სი­ურპრი­ზი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი თე­მის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ეს არის რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნან­დე­ლი ვი­დეო. ოჯა­ხი ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. არ არის ეს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, არ არის ახა­ლი ვი­დეო. ჩემი მხრი­დან, მსურს ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო, რომ სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ, გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ამ თე­მის სენ­სი­ტი­უ­რო­ბა და ასე­თი მა­სა­ლის წარ­მო­ჩე­ნით, ისე, თით­ქოს ეს არის ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია... და ა.შ. ყვე­ლამ სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ, რათა ერ­თობ­ლი­ვად ხელი არ შე­ვუ­შა­ლოთ იმ პრო­ცესს, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის ბე­დის გარ­კვე­ვას. ასე ვართ მო­მარ­თუ­ლი ამ ეტაპ­ზე, არა­ფერ­ზე ჩვე­ნი უწყე­ბა უკან არ იხევს. ყვე­ლა იმ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბას მი­მარ­თავს, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის ბედი გა­ირ­კვეს", - გა­ნა­ცხა­და ბექა დვალ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ: ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც 4 თვის წინ კონ­გო­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვია ასა­ხუ­ლი

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ გავ­რცელ­და ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც სოსო ოს­ო­რა­უ­ლი ამ­ბობს, რომ მას არა­ვინ მო­უკ­ლავს. ოსა­რა­უ­ლი ასე­ვე ოჯახს მი­მარ­თავს.

"მე­უბ­ნე­ბი­ან ჩემ­ზე ვი­ღა­ცე­ბი ჩა­ხო­ცაო. ეგ ასე არ არის, არ და­ი­ჯე­როთ. გთხოვთ არ და­ი­ჯე­როთ, მე არას­დროს არა­ვინ ჩა­მი­ხო­ცავს. დედა არ ინერ­ვი­უ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. კარ­გი "ბალ­ღე­ბი" და­ზარ­დეთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ და მე­ნატ­რე­ბით", - აცხა­დებს სოსო ოს­ო­რა­უ­ლი.

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ორი შვე­ულმფრე­ნი მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა 27 იან­ვარს ჩა­მო­აგ­დეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ შვე­ულმფრენს მარ­თავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სოსო ოს­ო­რა­უ­ლი, რო­მე­ლიც მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე კი და­იჭ­რა. მან მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ქა­ლაქ გო­მა­ში გა­ი­ა­რა. სოსო ოს­ო­რა­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან 2015 წელს, სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წა­ვი­და.

წა­ი­კი­თხეთ: "სო­სომ სახ­ლში სულ ორი-სამ­ჯერ და­რე­კა..." - კონ­გო­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის მე­გობ­რე­ბი მისი და­ღუპ­ვის ფაქტს უარ­ყო­ფენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის ინფორმაციით, კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია.

როგორც ბექა დვალმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული ვიდეოს ნახვა ოჯახისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ამასთან, საქართველოს ელჩი თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ეს არის რამდენიმე თვის წინანდელი ვიდეო. ოჯახი ამის შესახებ ინფორმირებულია. არ არის ეს ახალი ინფორმაცია, არ არის ახალი ვიდეო. ჩემი მხრიდან, მსურს ყველას მოვუწოდო, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, გააცნობიერონ ამ თემის სენსიტიურობა და ასეთი მასალის წარმოჩენით, ისე, თითქოს ეს არის ახალი ინფორმაცია... და ა.შ. ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ერთობლივად ხელი არ შევუშალოთ იმ პროცესს, რომელიც ემსახურება ჩვენი თანამემამულის ბედის გარკვევას. ასე ვართ მომართული ამ ეტაპზე, არაფერზე ჩვენი უწყება უკან არ იხევს. ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებას მიმართავს, რომ ჩვენი თანამემამულის ბედი გაირკვეს", - განაცხადა ბექა დვალმა.

ასევე იხილეთ: ვრცელდება ფოტოები, რომელზეც 4 თვის წინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავია ასახული

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა, რომელშიც სოსო ოსორაული ამბობს, რომ მას არავინ მოუკლავს. ოსარაული ასევე ოჯახს მიმართავს.

"მეუბნებიან ჩემზე ვიღაცები ჩახოცაო. ეგ ასე არ არის, არ დაიჯეროთ. გთხოვთ არ დაიჯეროთ, მე არასდროს არავინ ჩამიხოცავს. დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი "ბალღები" დაზარდეთ. ძალიან მიყვარხართ და მენატრებით", - აცხადებს სოსო ოსორაული.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა. სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

წაიკითხეთ: "სოსომ სახლში სულ ორი-სამჯერ დარეკა..." - კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრები მისი დაღუპვის ფაქტს უარყოფენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი