განვითარებულ ქვეყნებში დანაზოგი თითქმის ყველა ოჯახს აქვს - ეს არის თანხა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას უფრო სტაბილურს და იმედიანს ხდის.
სამწუხაროდ, საქართველოში თანხის დაზოგვის ფუფუნება ძალიან ცოტას აქვს. "ბიზნესპრესნიუსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა და ასეთი შედეგი მიიღო: ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ორი ახერხებს "შავი დღისთვის" მინიმალური თანხის გადანახვას. გამოკითხულები ამ თანხის დაზოგვას დიდი ეკონომიის ხარჯზე ახერხებენ.
"ჩემი მეუღლე პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობს. ხელფასი 1200 ლარი აქვს, მაგრამ ეს ფული ზოგჯერ მეორე ხელფასამდე არ მიგვყვება. ძალიან დიდი ეკონომიის ხარჯზე ვახერხებთ 200-300 ლარი დავზოგოთ და მოულოდნელი ხარჯებისთვის გადავდოთ. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაშია ის ხალხი, ვინც 300-400 ლარზე მუშაობს", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა რესპოდენტმა.
"გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას ფულადი დანაზოგი არა აქვს" - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე.
"დანაზოგის გაკეთებას ადამიანი იმ შემთხვევაში ახერხებს, როცა მისი შემოსავალი ხარჯებს აღემატება, მაგრამ საქართველოში პირიქით ხდება: ხარჯები ბევრად აჭარბებს შემოსავალს, ამიტომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ფულადი დანაზოგი არა აქვს. მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს სოლიდური თანხა გადაინახოს. ვიდრე მოსახლეობის შემოსავალი არ მოიმატებს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა არ შემცირდება, სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვლება. ადამიანს 300 ლარი რომ აქვს ხელფასი, იმან რა ფულადი დანაზოგი უნდა გააკეთოს?", - აღნიშნავს ავთო სილაგაძე.
განაგრძეთ კითხვა