პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს"
"ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს"

ეს­პა­ნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ალუ­და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის მიზ­ნით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ ალუ­და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ა­ში მი­მარ­თვის­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო ქ. ბარ­სე­ლო­ნა­ში მუდ­მივ კავ­შირ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ეს­პა­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან და რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ა. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ი­დან.

• 28 მა­ისს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ სა­კონ­სუ­ლოს მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ალუ­და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ცხედ­რის პოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის თა­ნახ­მად, პი­როვ­ნე­ბა გარ­და­იც­ვა­ლა და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რის წინ, რაც ემ­თხვე­ვა მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის თა­რიღს.

• ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო ქ. ბარ­სე­ლო­ნა­ში ოჯა­ხის წევ­რებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით და­უ­კავ­შირ­და დამ­კრძა­ლავ ბი­უ­როს ალუ­და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ცხედ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბის მიზ­ნით. სამ­წუ­ხა­როდ, დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის ცხედ­რის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რა­საც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, ამ ეტაპ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა. კერ­ძოდ ცხე­დარ­ზე არ ზე­მოქ­მე­დებს არც ერთი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე­შე, ეს­პა­ნუ­რი მხა­რე არ იძ­ლე­ვა თან­ხმო­ბას, რათა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ცხედ­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­ჰა­ე­რო გზით.

• ამ ეტაპ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­დაც­ვლი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის მიზ­ნით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 33 წლის ალუ­და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ეს­პა­ნეთ­ში 12 აპ­რილს და­ი­კარ­გა. იგი პა­ლა­მო­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 35-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ქა­ლაქ ჟი­რო­ნას ტყე­ში, ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი იპო­ვეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან თავი ჩა­მო­იხ­რჩო. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო დას­კვნა ჯერ ცნო­ბი­ლი არაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს"

"ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს"

ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ოჯახის წევრების მიერ ალუდა ლიპარტელიანის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში მიმართვისთანავე, საქართველოს საკონსულო ქ. ბარსელონაში მუდმივ კავშირში იმყოფებოდა ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან და რეგულარულად იღებდა ინფორმაციას ა. ლიპარტელიანის ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ გამოძიების წარმოების თაობაზე ადგილობრივი პოლიციიდან.

• 28 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკონსულოს მიეწოდა ინფორმაცია ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, პიროვნება გარდაიცვალა დაახლოებით თვენახევრის წინ, რაც ემთხვევა მისი გაუჩინარების თარიღს.

• ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს საკონსულო ქ. ბარსელონაში ოჯახის წევრებთან კოორდინაციით დაუკავშირდა დამკრძალავ ბიუროს ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის საქართველოში გადასვენების პროცესის დაწყების მიზნით. სამწუხაროდ, დამკრძალავი ბიუროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედრის მდგომარეობის გამო, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, ამ ეტაპზე გარდაცვლილის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება ვერ ხერხდება. კერძოდ ცხედარზე არ ზემოქმედებს არც ერთი სპეციალური საშუალება. შესაბამისად, უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის გარეშე, ესპანური მხარე არ იძლევა თანხმობას, რათა განხორციელდეს ცხედრის ტრანსპორტირება საჰაერო გზით.

• ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით და საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 33 წლის ალუდა ლიპარტელიანი ესპანეთში 12 აპრილს დაიკარგა. იგი პალამოში მშენებლობაზე მუშაობდა. დაახლოებით 35-დღიანი ძებნის შემდეგ ქალაქ ჟირონას ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, საბოლოო დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი