რამდენიმე ხნის წინ უცნობმა გოგონამ საკმაოდ ვრცელი წერილი მომწერა, სადაც დაწვრილებით განიხილავდა მოზარდების პრობლემებს; მათ ურთიერთობას მშობლებთან და ერთმანეთთან. პუნქტებად აქვს დაყოფილი ყველა ის საკითხი, რომელიც მას აწუხებს. მეგონა, ზრდასრული ადამიანის ნაწერს ვკითხულობდი და ცოტა გამიკვირდა, რატომ იყო მოზარდების პრობლემებით დაკავებული, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ წერილის ავტორი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მივხვდი, ის საკუთარ საწუხარზე მწერდა.
თეა ბათუმში ცხოვრობს, რომელსაც სურვილი ჰქონდა, ინტერვიუ მისი ფოტოთი და სახელითა და გვარით გასულიყო, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჯობს, მისი ამოცნობა ვერ მოხერხდეს და როცა ინტერვიუს ბოლომდე წაიკითხავთ, ალბათ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დამეთანხმებით.
მაშ ასე, გაიცანით თეა:
- 15 წლის ვარ, IX კლასში ვსწავლობ. რომ გითხრათ, ჩემს თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ. ვერ ვუგებთ ერთმანეთს. მათ სხვა შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე, ჰყავთ შეყვარებულები, ერთობიან და სხვადასხვა საქმით არიან დაკავებული. მე წიგნებზე ვარ გადართული, მიყვარს უფროსი ასაკის ადამიანებთან საინტერესო თემებზე საუბარი და მათი განხილვა. არ მიყვარს ჩემს თანატოლებთან ურთიერთობა. ვერ ვუგებ მათ და სულ უფროსებთან ვარ.
არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ვარ გაწევრებული და დემოკრატიული ინსტიტუტის ტრენინგებს ვესწრები. ვწერ ლექსებს, მოთხრობებსა და რომანს.
- რომელ არასამთავრობოში ხარ გაწევრებული?
- "იალქანი".
- მაინტერესებს, იმ ტექსტში, რომელიც თავდაპირველად გამომიგზავნე, რატომ გაქვს პირველ პუნქტად მინიშნებული - შვილების მშობლებისგან გამოყოფა? რა პრობლემებია შენი ასაკის მოზარდებსა და მშობლებს შორის?
- გეტყვით: ოჯახში ყველაფერი რიგზე არ მაქვს და სულ მეკამათებიან მშობლები იმის გამო, რომ უფროსი ასაკის ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ფსიქიატრთანაც დავდიოდი, მაგრამ ძალიან ცუდი შედეგი მივიღე. ჩემი ასაკის ბავშვებს, ზოგს ჩაცმის სტილზე, ზოგს - ქცევაზე, ზოგსაც შეცვლილ და უცნაურ ვარცხნილობაზე ეტყობა, რომ ჩვეულებრივი ბავშვები არ არიან. ყველაზე ხშირად ამ ფაქტს მშობლები განიცდიან და მტკივნეულად აღიქვამენ. მათ არ იციან, როგორ მიუდგნენ საკუთარ შვილს, ესა თუ ის პრობლემა მათთან ერთად რომ დასძლიონ. ხშირად მშობლებსაც ემართებათ ის, რაც მოზარდებს. ხდებიან ემპათიურები ანუ ვერ იგებენ ან არ უნდათ, გაითვალისწინონ სხვისი აზრი. ამ დროს უჭირთ მშობლებს მოზარდის თვალით დაინახონ ესა თუ ის პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში მოზარდის თანატოლებისგან გამორჩეული ქცევა იმ მიზეზით აიხსნება, რომ სურთ, გამოჩნდნენ მათივე თანატოლების თვალში "კარგი ბიჭები" და "კარგი გოგონები". ავიღოთ ასეთი მაგალითი: როდესაც მიდის კლასი გაკვეთილებიდან ანუ შატალოზე, შესაძლოა, ზოგს არ უნდოდეს წასვლა, მაგრამ მიდის იმიტომ, რომ თანატოლების თვალში კარგ გოგოდ ან ბიჭად წარმოჩნდეს. ასეთ დროს მათთვის თანაკლასელების აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებლის.
- იქნებ მითხრა, კონკრეტულად რა საკითხში ვერ თანხმდები მშობლებთან, გარდა იმისა, რომ უფროს ადამიანებთან ურთიერთობ? შენი მშობლებიც ხომ უფროსები არიან, მათთან რატომ გიჭირს ურთიერთობა?
- მამა და დედა ყოველთვის მირჩევენ, ბავშვობა გავატარო ისე, როგორც სხვა ბავშვები ატარებენ, მაგრამ იცით, ბავშვად არ მივიჩნევ თავს, რადგან უკვე გავიზარდე და ვფიქრობ, როგორც ზრდასრული ადამიანი აზროვნებს, ისე უნდა ვაზროვნებდე ამ ასაკში...განაგრძეთ კითხვა