სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს" - რა აღიზიანებს ლევან სუხიტაშვილს
"შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს" - რა აღიზიანებს ლევან სუხიტაშვილს

მსა­ხი­ობ ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვილს იმ სა­კი­თხებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც მას აღი­ზი­ა­ნებს და აბ­რა­ზებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ზოგ­ჯერ თვალთ მიბ­ნელ­დე­ბა, ჩემ­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, თავ­ხე­დუ­რი საქ­ცი­ე­ლის შემ­სწრე რომ ვხდე­ბიო...

- პირ­ვე­ლი, რაც ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს, არის ის, რომ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა და­ბოღ­მი­ლია, მე­ო­რე - მო­და­ში შე­მო­სუ­ლი ქი­ლი­კია. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­დუ­რი კი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ქი­ლი­კი გახ­და. ერთი ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცას იტყვის, და­ნარ­ჩე­ნე­ბი აჰ­ყვე­ბი­ან... ბევ­რი ათე­ის­ტი ვიცი, ვინც სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ ღა­და­ო­ბენ და არ ხუმ­რო­ბენ. "ცხვრე­ბის კი­კი­ნი" იმი­ტომ მა­ღი­ზი­ა­ნებს, ვი­ღა­ცის ღა­და­ო­ბებს რომ აჰ­ყვე­ბი­ან ხოლ­მე. შე­იძ­ლე­ბა, გა­მე­ცი­ნოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის თავს ვა­რი­დებ.

- პრო­ტესტს არ გა­მო­ხა­ტავ?

- 1-2-ჯერ "პოს­ტი" და­მი­წე­რია, რომ ასე­თი ხალ­ხი ცხვრებს მა­გო­ნებს. ვი­ღაც ათე­ის­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ან მღვდლის შე­სა­ხებ რა­ღა­ცას "წა­ი­კა­ი­ფებს". შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლა "წა­სა­კა­ი­ფე­ბე­ლი" იყოს, მაგ­რამ გა­სა­ქი­ლი­კე­ბე­ლი, აბუ­ჩად ასაგ­დე­ბი არაა, მერე სხვა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მღვდე­ლიც რომ გა­რი­ონ და ყვე­ლა­ნი ერთ ქვაბ­ში მო­ხარ­შონ... სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი "იღ­ლი­ის სუნი" მა­ღი­ზი­ა­ნებს. კი­დევ კარ­გი, ზა­ფხუ­ლის ამინ­დე­ბი გვი­ან დგე­ბა და ამ მხრივ, ცო­ტა­თი დას­ვე­ნე­ბუ­ლი ვარ...

- სად აწყდე­ბი ასეთ მო­უ­წეს­რი­გე­ბელ ხალ­ხს?

- შე­ხე­დავ, კარ­გი გო­გო­ნე­ბი არი­ან, მო­გე­წო­ნე­ბა, უცებ კი "იღ­ლი­ის სუნს" გა­მო­უშ­ვებს... ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რი მა­გა­რი "ნა­შაც" უნდა იყოს, მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს... კი, ვიცი, ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბა და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ ასე თუ ისე, სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს. თან, 1-2 ადა­მი­ან­ზე არ ვამ­ბობ, უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ.

- ოდეს­მე ში­ნი­დან მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი გა­სულ­ხარ? თა­ვად თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

- თუ სად­მე მაგ­ვი­ან­დე­ბა, ეს იმის გამო ხდე­ბა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვი­წეს­რი­გო თავი და ში­ნი­დან ისე გა­ვი­დე. თუ მა­გა­ლი­თად, წყლის გა­დავ­ლე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი, ყო­ველ­თვის ზურგჩან­თით დავ­დი­ვარ, რო­მელ­შიც პირ­სა­ხო­ცი და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო რა­ღა­ცე­ბი მი­დევს. რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, მა­გა­ლი­თად, მე­გო­ბარ­თან გა­და­ვივ­ლებ წყალს... არ­სე­ბობს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თავს მი­ხე­დონ. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ: მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რა გაც­ვი­ათ. მგო­ნი, დღეს­დღე­ო­ბით ისე არა­ვის უჭირს, რომ წყა­ლი გა­და­ივ­ლოს და 3-ლა­რი­ა­ნი დე­ზო­დო­რან­ტი შე­ი­ძი­ნოს.

- სი­ბინ­ძუ­რის გამო, ვინ­მეს­თვის შე­ნიშ­ვნა მი­გი­ცია?

- დედა მო­მიკ­ვდეს, პირ­და­პირ მით­ქვამს - სუნი აგ­დის და იქ­ნებ თავს მი­ხე­დო-მეთ­ქი.

- პა­სუ­ხად რა მი­გი­ღია?

- არა­ფე­რი. თავი უხერ­ხუ­ლად უგ­რძნი­ათ. მგო­ნი, კარ­გია, შე­ნიშ­ვნას რომ ვაძ­ლევ. თუ არ ვე­ტყვი და "გა­ვუ­ტა­რებ", დათ­ვურ სამ­სა­ხურს გა­ვუ­წევ, მით უმე­ტეს - თუ ახ­ლო­ბე­ლია.A აუ­ცი­ლებ­ლად უნდა უთხრა, რად­გან შენ შე­იძ­ლე­ბა, "გა­ა­ტა­რო", მაგ­რამ სხვამ გა­ჭო­როს. ადა­მი­ან­მა მად­ლო­ბა უნდა გა­და­გი­ხა­დოს, როცა შე­ნიშ­ვნას აძ­ლევ. მსგავს შე­ნიშ­ვნებს მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ­დი.

- ძი­რი­თა­დად, შენი შე­ნიშ­ვნის მი­ზანს ხვდე­ბი­ან თუ უარ­ყო­ფი­თად იღე­ბენ?

- არ ვიცი, ხვდე­ბი­ან თუ არა, მაგ­რამ ჩემი პრინ­ცი­პია, რომ ვუ­თხრა ხუმ­რო­ბით ან ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, ან - პირ­და­პირ, ან - უნდა შე­ვა­პა­რო... სი­ტუ­ა­ცი­ას გა­აჩ­ნია.

- თუ ფიქ­რობ, სა­ჯა­როდ ისე არ მო­იქ­ცე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მერე კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში არ გა­გა­ტა­როს?

- ჩემს თავ­ზე პირ­ვე­ლი მე ვღა­და­ობ. ასე რომ, სა­კუ­თარ თავ­ზე თა­ვად რომ გე­ცი­ნე­ბა, სხვა ვე­ღარ ღა­და­ობს. ჩემს თავს თუ დავ­ცი­ნი, სხვამ რო­გორ­ღა უნდა დამ­ცი­ნოს? შე­იძ­ლე­ბა, ჩე­მი­ვე და­ცი­ნულ­ზე გა­ი­ცი­ნოს... ისე, მსგავსს ვე­რა­ფერს ვიხ­სე­ნებ. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი და­უ­წე­რი­ათ, მაგ­რამ "ვა­ტა­რებ" ხოლ­მე... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს" - რა აღიზიანებს ლევან სუხიტაშვილს

"შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს" - რა აღიზიანებს ლევან სუხიტაშვილს

მსახიობ ლევან სუხიტაშვილს იმ საკითხებზე ვესაუბრეთ, რომელიც მას აღიზიანებს და აბრაზებს. როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ თვალთ მიბნელდება, ჩემთვის გამაღიზიანებელი, თავხედური საქციელის შემსწრე რომ ვხდებიო...

- პირველი, რაც ძალიან მაღიზიანებს, არის ის, რომ ადამიანთა უმეტესობა დაბოღმილია, მეორე - მოდაში შემოსული ქილიკია. განსაკუთრებით მოდური კი სარწმუნოების ქილიკი გახდა. ერთი ადამიანი რაღაცას იტყვის, დანარჩენები აჰყვებიან... ბევრი ათეისტი ვიცი, ვინც სარწმუნოებაზე საერთოდ არ ღადაობენ და არ ხუმრობენ. "ცხვრების კიკინი" იმიტომ მაღიზიანებს, ვიღაცის ღადაობებს რომ აჰყვებიან ხოლმე. შეიძლება, გამეცინოს, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებ.

- პროტესტს არ გამოხატავ?

- 1-2-ჯერ "პოსტი" დამიწერია, რომ ასეთი ხალხი ცხვრებს მაგონებს. ვიღაც ათეისტი სარწმუნოების ან მღვდლის შესახებ რაღაცას "წაიკაიფებს". შეიძლება, მართლა "წასაკაიფებელი" იყოს, მაგრამ გასაქილიკებელი, აბუჩად ასაგდები არაა, მერე სხვა, კეთილსინდისიერი მღვდელიც რომ გარიონ და ყველანი ერთ ქვაბში მოხარშონ... საერთოდ, ადამიანების საკუთარი თავებისადმი დამოკიდებულება, გლობალური "იღლიის სუნი" მაღიზიანებს. კიდევ კარგი, ზაფხულის ამინდები გვიან დგება და ამ მხრივ, ცოტათი დასვენებული ვარ...

- სად აწყდები ასეთ მოუწესრიგებელ ხალხს?

- შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს... ასეთ შემთხვევაში, როგორი მაგარი "ნაშაც" უნდა იყოს, მნიშვნელობა აღარ აქვს... კი, ვიცი, ჭარბოფლიანობა დაავადებაა, მაგრამ ასე თუ ისე, სამკურნალო საშუალებები არსებობს. თან, 1-2 ადამიანზე არ ვამბობ, უმრავლესობაზე ვსაუბრობ.

- ოდესმე შინიდან მოუწესრიგებელი გასულხარ? თავად თუ აღმოჩე­ნილხარ არასახარბიელო სიტუაციაში?

- თუ სადმე მაგვიანდება, ეს იმის გამო ხდება, რომ აუცილებლად უნდა მოვიწესრიგო თავი და შინიდან ისე გავიდე. თუ მაგალითად, წყლის გადავლება ვერ მოვასწარი, ყოველთვის ზურგჩანთით დავდივარ, რომელშიც პირსახოცი და ჰიგიენური ნორმებისთვის საჭირო რაღაცები მიდევს. როგორც კი საშუალება მომეცემა, მაგალითად, მეგობართან გადავივლებ წყალს... არსებობს საშუალებები, რომ ადამიანებმა თავს მიხედონ. ყველას მოვუწოდებ: მნიშვნელობა არა აქვს, რა გაცვიათ. მგონი, დღესდღეობით ისე არავის უჭირს, რომ წყალი გადაივლოს და 3-ლარიანი დეზოდორანტი შეიძინოს.

- სიბინძურის გამო, ვინმესთვის შენიშვნა მიგიცია?

- დედა მომიკვდეს, პირდაპირ მითქვამს - სუნი აგდის და იქნებ თავს მიხედო-მეთქი.

- პასუხად რა მიგიღია?

- არაფერი. თავი უხერხულად უგრძნიათ. მგონი, კარგია, შენიშვნას რომ ვაძლევ. თუ არ ვეტყვი და "გავუტარებ", დათვურ სამსახურს გავუწევ, მით უმეტეს - თუ ახლობელია.A აუცილებლად უნდა უთხრა, რადგან შენ შეიძლება, "გაატარო", მაგრამ სხვამ გაჭოროს. ადამიანმა მადლობა უნდა გადაგიხადოს, როცა შენიშვნას აძლევ. მსგავს შენიშვნებს მეც სიამოვნებით მივიღებდი.

- ძირითადად, შენი შენიშვნის მიზანს ხვდებიან თუ უარყოფითად იღებენ?

- არ ვიცი, ხვდებიან თუ არა, მაგრამ ჩემი პრინციპია, რომ ვუთხრა ხუმრობით ან ნახევრად ხუმრობით, ან - პირდაპირ, ან - უნდა შევაპარო... სიტუაციას გააჩნია.

- თუ ფიქრობ, საჯაროდ ისე არ მოიქცე, რომ საზოგადოებამ მერე კრიტიკის ქარცეცხლში არ გაგატაროს?

- ჩემს თავზე პირველი მე ვღადაობ. ასე რომ, საკუთარ თავზე თავად რომ გეცინება, სხვა ვეღარ ღადაობს. ჩემს თავს თუ დავცინი, სხვამ როგორღა უნდა დამცინოს? შეიძლება, ჩემივე დაცინულზე გაიცინოს... ისე, მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ. რაღაც სისულელეები დაუწერიათ, მაგრამ "ვატარებ" ხოლმე... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი