მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება" - გიორგი შენგელაია მეღვინის ამპლუაში
"ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება" - გიორგი შენგელაია მეღვინის ამპლუაში

ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია წლე­ბია სო­ფელ დი­ღომ­ში ცხოვ­რობს. რო­გორც ამ­ბობს, ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას გა­და­ეჩ­ვია და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და მი­წა­ზე შრო­მა ზოგ­ჯერ პრო­ფე­სი­ა­საც ურ­ჩევ­ნია. 20 წე­ლი­წა­დია, კა­ხეთ­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­საც მის­დევს...

- 90-იან წლებ­ში, ცხოვ­რე­ბა რომ გა­ჭირ­და, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე გა­და­ვერ­თე, თან ოჯახ­საც რომ დავ­ხმა­რე­ბო­დი, კა­ხეთ­ში ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე.

- თქვენს დე­დუ­ლეთ­ში, ანუ გურ­ჯა­ან­ში?

- გურ­ჯა­ა­ნი­სა და ვე­ლის­ცი­ხის მიჯ­ნა­ზეა სო­ფე­ლი ახა­შე­ნი. იქ ვე­ნა­ხის გა­სა­შე­ნებ­ლად ერთი ცნო­ბი­ლი და ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლია, "ფაფ­რის მინ­დორს" ეძა­ხი­ან, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო ყუ­რძე­ნი მო­დის. ნელ-ნელა კერ­ძო პი­რე­ბის­გან მი­წის ყიდ­ვა და­ვი­წყე. დიდი ფული არას­დროს მქონ­და, ამი­ტომ ჯერ 1 ჰექ­ტა­რამ­დე შე­ვი­ძი­ნე, მერე მო­ვუ­მა­ტე, ახლა 3 ჰექ­ტა­რი მაქვს, მეტი არც მჭირ­დე­ბა. ცოტ-ცო­ტას ვყი­დი, ღვი­ნოს დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლი - "ნატო ვაჩ­ნა­ძე" და­ვარ­ქვი, ბოთ­ლებ­შიც ის­ხმე­ბა.

- რამ­დე­ნი წე­ლია სო­ფელ დი­ღომ­ში ცხოვ­რობთ?

- დიდი ხა­ნია. მე ხომ მიშა ჭი­ა­უ­რე­ლის სიძე ვი­ყა­ვი და მან თა­ვის დრო­ზე ამ მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სახლ-კა­რის აშე­ნე­ბა წა­მო­ი­წყო. მეც მი­ვეხ­მა­რე და აქა­უ­რო­ბას ერ­თად მივ­ხე­დეთ, - ახალ­გაზ­რდა სიძე ვი­ყა­ვი, მიშა უკვე ხნი­ე­რი გახ­ლდათ და ცხა­დია, მე­ტად ვაქ­ტი­უ­რობ­დი. მერე ჩემ­მა სი­მამრმა აქა­უ­რო­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით ჩემს შვილს, ნი­კუ­შას გა­დას­ცა. ახლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნი­კუ­შას სახ­ლში ვცხოვ­რობ.

თა­ვი­დან აქ მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში ამოვ­დი­ო­დი, მაგ­რამ ბოლო 10 წე­ლია, მუდ­მი­ვად სო­ფელ დი­ღომ­ში ვარ. ბაღ­ში რა ხე­ხილ­საც ხე­დავთ, სულ ჩემი დარ­გუ­ლია. აქ მუ­შა­ო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ეს საქ­მე ზოგ­ჯერ ჩემს პრო­ფე­სი­ა­საც მირ­ჩევ­ნია...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება" - გიორგი შენგელაია მეღვინის ამპლუაში

"ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება" - გიორგი შენგელაია მეღვინის ამპლუაში

ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია წლებია სოფელ დიღომში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ქალაქში ცხოვრებას გადაეჩვია და სოფლის მეურნეობა და მიწაზე შრომა ზოგჯერ პროფესიასაც ურჩევნია. 20 წელიწადია, კახეთში მევენახეობასაც მისდევს...

- 90-იან წლებში, ცხოვრება რომ გაჭირდა, სოფლის მეურნეობაზე გადავერთე, თან ოჯახსაც რომ დავხმარებოდი, კახეთში ვენახი გავაშენე.

- თქვენს დედულეთში, ანუ გურჯაანში?

- გურჯაანისა და ველისციხის მიჯნაზეა სოფელი ახაშენი. იქ ვენახის გასაშენებლად ერთი ცნობილი და ყველაზე კარგი ადგილია, "ფაფრის მინდორს" ეძახიან, სადაც საუკეთესო ყურძენი მოდის. ნელ-ნელა კერძო პირებისგან მიწის ყიდვა დავიწყე. დიდი ფული არასდროს მქონდა, ამიტომ ჯერ 1 ჰექტარამდე შევიძინე, მერე მოვუმატე, ახლა 3 ჰექტარი მაქვს, მეტი არც მჭირდება. ცოტ-ცოტას ვყიდი, ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება.

- რამდენი წელია სოფელ დიღომში ცხოვრობთ?

- დიდი ხანია. მე ხომ მიშა ჭიაურელის სიძე ვიყავი და მან თავის დროზე ამ მეურნეობისა და სახლ-კარის აშენება წამოიწყო. მეც მივეხმარე და აქაურობას ერთად მივხედეთ, - ახალგაზრდა სიძე ვიყავი, მიშა უკვე ხნიერი გახლდათ და ცხადია, მეტად ვაქტიურობდი. მერე ჩემმა სიმამრმა აქაურობა მემკვიდრეობით ჩემს შვილს, ნიკუშას გადასცა. ახლა, ფაქტობრივად, ნიკუშას სახლში ვცხოვრობ.

თავიდან აქ მხოლოდ ზაფხულში ამოვდიოდი, მაგრამ ბოლო 10 წელია, მუდმივად სოფელ დიღომში ვარ. ბაღში რა ხეხილსაც ხედავთ, სულ ჩემი დარგულია. აქ მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს საქმე ზოგჯერ ჩემს პროფესიასაც მირჩევნია...

განაგრძეთ კითხვა

მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."

სად და როდის დაკრძალავენ რეჟისორ გიორგი შენგელაიას

"ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია