ვრცელდება ფოტოები, რომელზეც 4 თვის წინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავია ასახული

ვრცელდება ფოტოები, რომელზეც 4 თვის წინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავია ასახული

სამხედრო ბლოგერი, თადარიგის პოლკოვნიკი დავით ნემსაძე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მეამბოხეების ტყვეობაში მყოფი, ქართველი სამხედრო მფრინავის ექსკლუზიურ ფოტოებს აქვეყნებს...

მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ოსორაული სავარაუდოდ, სამთავრობო ჯარებსა და ამოხებულებს შორის მომხდარი შეტაკების დროს  დაიღუპა... ამ ინფორმაციას, მისი ოჯახის, თანამებრძოლებისა და ქართული საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ოჯახის წევრების თქმით, მათ ბოლო წუთამდე ამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო და ამ მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობდა...

დავით ნემსაძის თქმით, სოსო ოსორაული ცოცხალი და ჯანმრთელია. მისივე ინფორმაციით, რეალურად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულების მიმართ, ადგილობრივმა სახელისუფლებო ძალებმა დაიწყეს საბრძოლო ღონისძიებები, რაც როგორც გაირკვა, მათმა დაზვერვამ გაიგო და ქართველი ტყვე, როგორც მნიშვნელოვანი პერსონა, გახიზნეს, თუმცა ის ცოცხალია...

"სოსო ოსორაული საბედნიეროდ ცოცხალია, ჯანმრთელი და მას რომ რამე მოუვიდეს, თქვენ ამას ხალხი არ გაპატიებთ. თქვენს მიერ პოლკოვნიკი ოსორაულის გარდაცვლილად გასაღების მცდელობა არ მინდა ჩავთვალო ამ საქმიდან პილატესეულ ხელისბანად, რომელიც შესაძლოა უმოქმედობით გააგრძელოთ და თქვათ, აი ხომ ვთქვით, გარდაიცვალაო.

რეალურად კი იყო ასე - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულების მიმართ იქაურმა სახელისუფლებო ძალებმა დაიწყეს საბრძოლო ღონისძიებები, აღმოჩნდა ისე, რომ მათმა დაზვერვამ ეს გაიგო და სოსო როგორც ძვირფასი "განძი" თან წაიყვანეს, გახიზვნის პროცესში, ასე რომ, ის სრულიად უვნებელია. მე ვიცი ეს საჭირო ხალხიდან და ჩემი ინფორმაცია სრულიად სანდოა, როგორც აქამდე იყო, ისე", - წერს სამხედრო ბლოგერი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს, თუმცა, საზოგადოების ერთი ნაწილი უწყების მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "სოსომ სახლში სულ ორი-სამჯერ დარეკა..." - კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრები მისი დაღუპვის ფაქტს უარყოფენ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე