სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ირანელი მსახიობი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას როლი შეასრულა
ვინ არის ირანელი მსახიობი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას როლი შეასრულა

"ჩემი ფილ­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბოლო 50 დღეს შე­ე­ხე­ბა, თუმ­ცა, ფილმში არ ვნა­ხავთ და­სას­რულს. ჩვენ იქამ­დე მი­ვიყ­ვანთ ამ­ბავს, რის მე­რეც მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად გა­აგ­რძე­ლებს მას.

მე ვყვე­ბი ლი­დერ­ზე, რო­მე­ლიც კარ­გავს ძა­ლა­უფ­ლე­ბას და რჩე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო. ამას ნა­პო­ლე­ო­ნის მა­გა­ლით­ზე გა­ვა­კე­თებ, სტა­ლი­ნის თუ სხვა ლი­დე­რის მა­გა­ლი­თებ­ზე, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტია... ეს არის ფილ­მი, სა­დაც პრობ­ლე­მა­ზე ვსა­უბ­რობ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მა­გა­ლით­ზე. ფილმში მას სა­ხელ­საც კი არა­ვინ ეძა­ხის. ის არის "ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი". ჩვენ არც ის გვა­ინ­ტე­რე­სებს, მისი გა­რე­მოც­ვის თი­თო­ე­ულ წევ­რს რა ჰქვია, ჩვენ მოვ­ლე­ნის არსი გვა­ინ­ტე­რე­სებს", - ეს ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში 2015 წელს, ჯერ კი­დევ მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ფილ­მის "ხი­ბუ­ლა" პრო­ექ­ტი მზად იყო და რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რე­ბი და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

დღეს კი ფილ­მი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რას ელის.

"ხი­ბუ­ლა" ოვაშ­ვი­ლის კი­ნოტ­რი­ლო­გი­ის და­სას­რუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, რო­მელ­შიც ასე­ვე შე­დის: "გაღ­მა ნა­პი­რი" და "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი". რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საა ცნო­ბი­ლი, ოვაშ­ვი­ლის ფილმში აღ­წე­რი­ლია ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ცხოვ­რე­ბის ბოლო 50 დღე, რო­მე­ლიც მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის

მი­უ­ვალ მთებ­ში გა­ხიზ­ნულ­მა გა­ა­ტა­რა. პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა უხი­ლა­ვი მდე­ვა­რი აი­ძუ­ლებს მას, თვი­თონ აირ­ჩი­ოს გზა სა­კუ­თა­რი და­სას­რუ­ლის­კენ. რო­გორც უკვე ვთქვით, "ხი­ბუ­ლას" სცე­ნარს სა­ფუძ­ვლად უდევს 1991 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­სა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ოვაშ­ვილ­თან ერ­თად ჰო­ლან­დი­ე­ლი დრა­მა­ტურ­გი რო­ლაფ იან მი­ნე­ბო­ოა. ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს, საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ერ­თობ­ლი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბია, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი.

გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი:

"ხი­ბუ­ლას" მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა ივ­ლის­შია და­გეგ­მი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ფილ­მის საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ამ ეტაპ­ზე სხვა რა­მის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მირ­ჩევ­ნია, ფილმზე ვრცლად მა­შინ ვი­სა­უბ­რო, რო­დე­საც ფარ­თო მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს".

"ეს იქ­ნე­ბა ის­ტო­რია, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის მარ­ტო­ო­ბა­ზე, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი ეს არის ფილ­მი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვა­ზე, სამ­ყა­როს შეც­ვლა­ზე, მათ შო­რის ჩვენ­ში. იმის შე­სა­ხებ, თუ, მა­გა­ლი­თად, რო­გორ ხდე­ბა ილუ­ზო­რუ­ლი სამ­ყა­რო­დან რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლა, რო­მელ­საც, ჩემი აზ­რით, ძა­ლა­უფ­ლე­ბის იდეა მო­აქვს. ასე­ვე იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა ადა­მი­ან­ში, როცა ის ამ ძა­ლა­უფ­ლე­ბას კარ­გავს", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ად­რე­ულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­მა.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, "ხი­ბუ­ლას" პრე­მი­ე­რა ჩე­ხეთ­ში, კარ­ლო­ვი ვა­რის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც 2 ქარ­თუ­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფეს­ტი­ვა­ლი ჩე­ხეთ­ში 30 ივ­ნი­სი­დან 8 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ კონ­კურ­სში სწო­რედ გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ახა­ლი ფილ­მი "ხი­ბუ­ლა" მო­ნა­წი­ლე­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი კარ­ლო­ვი ვა­რის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე 2014 წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მის­მა ფილმმა "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის გრან პრი აიღო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თა­ვად რე­ჟი­სო­რი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის წევ­რად მი­იწ­ვი­ეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კა­მოდ კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს. ერთი პე­რი­ო­დი, მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ნი­ელ მსა­ხი­ობ მედს მი­კელ­სენ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რე­ჟი­სო­რი ამ­ბობ­და იმა­საც, რომ ათა­მა­შებ­და ამ როლს ჟან რე­ნოს...

სა­ბო­ლო­ოდ როლ­ზე ირა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი შე­ირ­ჩა.

ვინ არის ჰუ­სე­ინ მაჰჯუ­ბი?!

"რა თქმა უნდა, აქამ­დეც ვი­ცო­დი, ვინ არის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მისი როლი შე­მომ­თა­ვა­ზეს, მას­ზე ბევ­რი რამ წა­ვი­კი­თხე, ვნა­ხე ბევ­რი ჩა­ნა­წე­რი და დო­კუ­მენ­ტუ­რი კად­რი. გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­მა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი მან­დო. გამ­სა­ხურ­დია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, არა­მედ გან­დი­სა და სხვა დიდი მოღ­ვა­წის დო­ნის მო­აზ­როვ­ნე იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ის თა­ვი­სი დიდი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ და­ე­ლო­და", - გა­ნა­ცხა­და ფილმზე სა­უბ­რი­სას, ირა­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა ჰუ­სე­ინ მა­ხჯუბ­მა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

Leka
0

სამარცხვინო რეჟისორი. იდიოტი, არ შერჩება მასეთი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას პიროვნებისადმი.ეს იმ დიდებული ადამიანის შეურაცხყოფაა და უგულებელყოფა. უსინდისო ყველა, ვინც ტაში დაუკრა და უფლება მისცა, რომ არარაობა და არა ფილმი ფართო მაყურებლისთვის გაეცნო.ჯერ ერთი როგორ გაბედეს ფილმის გადაღება ზვიად გამსახურდიაზე ხალხის.დაუკითხავად. ზვიადი ხომ სადამჰუსეინი არ იყო, რომ მისგან დატერორებული ხალხისთვის ამ ფილმით ნიშნი მოეგოთ.ზვიადი ქართველი ხალხისთვის ქრისტეს შემდეგ მეორედ მოვლენილი მესიაა. მე მოღალატე და სატანა ადამიანებზე არ ვლაპარაკობ. მე ვამბობ, კაცზე, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა მაცხოვრებლისთვის არის განმათავისუფლებლად მოვლენილი პიროვნება, რომელმაც დამოუკიდებლობა ასე ვთქვათ "ლანგრით" მოგვართვა საკუთარი სიცოცხლის ფასად.ეტყობა, რომელიღაც სატანების.შთამომავალს "გაუმართლდა" და გამოაჩინა თავისი ჭუჭყიანი ბრჭყალებიზვიადის წინააღმდეგ. ვინც არ უნდა იყოთ შემკვეთი და შემსრულებელი, ქართველი ხალხი არასოდეს შეგარჩენთ არც ერთ უდიერ ქმედებას გამსახურდიას წინააღმდეგ.ვაი, თქვენს პატრონს, მიუხედავად იმისა რომ ზვიადი ყვავილებს გესროდათ ტყვიების ნაცვლად, მაინც გაკანკალებთ. გარდაცვლილისაც კი გეშინიათ და რას ჩადიხართ თვითონაც არ იცით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვინ არის ირანელი მსახიობი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას როლი შეასრულა

ვინ არის ირანელი მსახიობი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას როლი შეასრულა

"ჩემი ფილმი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ბოლო 50 დღეს შეეხება, თუმცა, ფილმში არ ვნახავთ დასასრულს. ჩვენ იქამდე მივიყვანთ ამბავს, რის მერეც მაყურებელი თავად გააგრძელებს მას.

მე ვყვები ლიდერზე, რომელიც კარგავს ძალაუფლებას და რჩება საკუთარ თავთან მარტო. ამას ნაპოლეონის მაგალითზე გავაკეთებ, სტალინის თუ სხვა ლიდერის მაგალითებზე, ჩემი გადასაწყვეტია... ეს არის ფილმი, სადაც პრობლემაზე ვსაუბრობ ზვიად გამსახურდიას მაგალითზე. ფილმში მას სახელსაც კი არავინ ეძახის. ის არის "ბატონი პრეზიდენტი". ჩვენ არც ის გვაინტერესებს, მისი გარემოცვის თითოეულ წევრს რა ჰქვია, ჩვენ მოვლენის არსი გვაინტერესებს", - ეს ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში 2015 წელს, ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, როდესაც ფილმის "ხიბულა" პროექტი მზად იყო და რეჟისორი და პროდიუსერები დაფინანსების მოძიებას ცდილობდნენ.

დღეს კი ფილმი უკვე დასრულებულია და მსოფლიო პრემიერას ელის.

"ხიბულა" ოვაშვილის კინოტრილოგიის დასასრულად მიიჩნევა, რომელშიც ასევე შედის: "გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული". როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ოვაშვილის ფილმში აღწერილია ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო 50 დღე, რომელიც მშობლიური ქვეყნის

მიუვალ მთებში გახიზნულმა გაატარა. პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უხილავი მდევარი აიძულებს მას, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ. როგორც უკვე ვთქვით, "ხიბულას" სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

ფილმის გადაღებები ორი თვის განმავლობაში თბილისსა და დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა. სცენარის ავტორი ოვაშვილთან ერთად ჰოლანდიელი დრამატურგი როლაფ იან მინებოოა. ფილმი საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმოებია, მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსახიობები.

გიორგი ოვაშვილი:

"ხიბულას" მსოფლიო პრემიერა ივლისშია დაგეგმილი, საქართველოში კი ფილმის საპრემიერო ჩვენება სექტემბერში გაიმართება. ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა გამიჭირდება, მირჩევნია, ფილმზე ვრცლად მაშინ ვისაუბრო, როდესაც ფართო მაყურებელი ნახავს".

"ეს იქნება ისტორია, ზოგადად, ადამიანის მარტოობაზე, უფრო კონკრეტულად კი ეს არის ფილმი ძალაუფლებასა და ძალაუფლების დაკარგვაზე, სამყაროს შეცვლაზე, მათ შორის ჩვენში. იმის შესახებ, თუ, მაგალითად, როგორ ხდება ილუზორული სამყაროდან რეალურ სამყაროში გადასვლა, რომელსაც, ჩემი აზრით, ძალაუფლების იდეა მოაქვს. ასევე იმაზე, თუ რა ხდება ადამიანში, როცა ის ამ ძალაუფლებას კარგავს", - განაცხადა ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში გიორგი ოვაშვილმა.

როგორც გავარკვიეთ, "ხიბულას" პრემიერა ჩეხეთში, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართება, რომელზეც 2 ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია წარმოდგენილი. ფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალის მთავარ კონკურსში სწორედ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი "ხიბულა" მონაწილეობს.

შეგახსენებთ, გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2014 წელსაც მონაწილეობდა და მისმა ფილმმა "სიმინდის კუნძული" კინოფესტივალის გრან პრი აიღო, მოგვიანებით კი თავად რეჟისორი კინოფესტივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

ჩვენი ინფორმაციით, საკამოდ კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ მთავარი როლის შემსრულებელს. ერთი პერიოდი, მოლაპარაკება დანიელ მსახიობ მედს მიკელსენთან მიმდინარეობდა, რეჟისორი ამბობდა იმასაც, რომ ათამაშებდა ამ როლს ჟან რენოს...

საბოლოოდ როლზე ირანელი მსახიობი შეირჩა.

ვინ არის ჰუსეინ მაჰჯუბი?!

"რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდი, ვინ არის ზვიად გამსახურდია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი როლი შემომთავაზეს, მასზე ბევრი რამ წავიკითხე, ვნახე ბევრი ჩანაწერი და დოკუმენტური კადრი. გიორგი ოვაშვილმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი მანდო. გამსახურდია არა მარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ განდისა და სხვა დიდი მოღვაწის დონის მოაზროვნე იყო. სამწუხაროდ, ის თავისი დიდი იდეების განხორციელებას არ დაელოდა", - განაცხადა ფილმზე საუბრისას, ირანელმა მსახიობმა ჰუსეინ მახჯუბმა.

განაგრძეთ კითხვა

"ვინც პოსტავს ბაბუაჩემზე გარდაიცვალაო, ეს არის სრული ტყუილი და სისულელე" - თემურ წიკლაურის შვილიშვილი განცხადებას ავრცელებს

ინფორმაცია თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, მცდარია - მომღერალი ცოცხალია და მას გორის კლინიკაში მკურნალობენ

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"