პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს
ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს

ბაჰ­რე­ინ­მა, სა­უ­დის არა­ბეთ­მა, ეგ­ვიპ­ტემ და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­ა­მი­რო­ებ­მა ყა­ტარ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­წყვი­ტეს.

ბაჰ­რე­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია ყა­ტა­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო, რაც მი­მარ­თუ­ლია ბაჰ­რე­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე, შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა­ზე, ტე­რო­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რა­ზე და ირან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ზა­ნი ბაჰ­რე­ინ­ში ქა­ო­სის შექ­მნაა.

ბაჰ­რე­ი­ნის სა­გა­რე საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა ყა­ტარ­თან და­ი­ხუ­რე­ბა, ხოლო ყა­ტა­რის დიპ­ლო­მა­ტებ­მა ბაჰ­რე­ი­ნის ტე­რი­ტო­რია 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ტო­ვონ. ასე­ვე ბაჰ­რე­ი­ნი ყა­ტა­რის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ უნდა და­ტო­ვოს და ამის­თვის მათ 14 დღე ეძ­ლე­ვათ.

სა­უ­დის არა­ბეთ­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით გან­მარ­ტა.

"სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო გა­წყვი­ტოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყა­ტარ­თან ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია სა­უ­დის არა­ბე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის კო­მუ­ნი­კე­ში.

ეგ­ვიპ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­ტა სა­მი­ნის­ტრო­ში კი აღ­ნიშ­ნეს, რომ ყა­ტარ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტა მი­ი­ღეს იმ ფაქ­ტის გამო, რომ ყა­ტა­რი ხელს უწყობს "ალ ქა­ი­და­სა" და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბას, სი­ნას ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე ტე­რო­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რას და ეგ­ვიპ­ტეს შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს

ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს

ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ყატარის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რაც მიმართულია ბაჰრეინის უსაფრთხოების დესტაბილიზაციაზე, შიდა საქმეებში ჩარევაზე, ტერორიზმის მხარდაჭერაზე და ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების დაფინანსებაზე, რომლის მიზანი ბაჰრეინში ქაოსის შექმნაა.

ბაჰრეინის საგარე საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა ყატართან დაიხურება, ხოლო ყატარის დიპლომატებმა ბაჰრეინის ტერიტორია 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. ასევე ბაჰრეინი ყატარის ყველა მოქალაქემ უნდა დატოვოს და ამისთვის მათ 14 დღე ეძლევათ.

საუდის არაბეთმა თავისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფით განმარტა.

"საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ყატართან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით", - ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო უწყების კომუნიკეში.

ეგვიპტის საგარეო საქმეტა სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მიიღეს იმ ფაქტის გამო, რომ ყატარი ხელს უწყობს "ალ ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიის გავრცელებას, სინას ნახევარკუნძულზე ტერორიზმის მხარდაჭერას და ეგვიპტეს შიდა საქმეებში ჩარევას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"