არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი კვლავ პროკურატურაში დაბრუნდება და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
მთავარ პროკურატურაში გიორგი ბადაშვილის ირაკლი შოთაძის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადეს, ამ თემის შესახებ "წარმოდგენა არ აქვთ".
ბადაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა, მანამდე მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა.