პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზე: "ეს რომ არ გადაიზარდოს უარესში, შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს..."
ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზე: "ეს რომ არ გადაიზარდოს უარესში, შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს..."

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა და მისი სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დას­ვლის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­კეთ­დე­ბა. წინა კვი­რას, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მა­ოდ­გი­ლემ მი­ხე­ილ ჩო­ხელ­მა. ჩო­ხე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი კაფე "ელ ცენ­ტრო­ში" ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­სა და გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორ ლაშა თორ­დი­ას შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტია. მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლი ინ­ცი­დენ­ტი­სას ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "დო­მი­ნი­რე­ბის­თვის ბრძო­ლას" უწო­დებს, თუმ­ცა მისი თქმით, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი "ფარ­ცხა­ლა­ძის კად­რე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას".

ექ­სპერ­ტის აზ­რით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე სის­ტე­მუ­რი კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

"ჯერ სა­ბო­ლო­ოდ ძნე­ლია ამის თქმა, საით მი­დის ფარ­ცხა­ლა­ძე-თორ­დი­ას ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ფაქ­ტია, რომ ინ­ტე­რეს ჯგუ­ფებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის და­წყე­ბუ­ლია დო­მი­ნი­რე­ბის­თვის ბრძო­ლა და შე­იძ­ლე­ბა ეს ამის ნა­წი­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას უნდა, რომ მცი­რე სის­ხლით გა­და­წყვი­ტოს ეს პრობ­ლე­მა. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ალ­ბათ, სჯობს, და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. პრობ­ლე­მა ბევ­რად უფრო მას­შტა­ბუ­რია და ბა­დაშ­ვი­ლი-ჩო­ხე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სი ნა­ბი­ჯე­ბით არ მო­ევ­ლე­ბა. ფაქ­ტია, რომ და­წყე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის კო­რო­ზია. მთლი­ა­ნად სის­ტე­მა არის ღრმა კრი­ზის­ში და ახლა სის­ტე­მურ პრობ­ლე­მას სჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

იგი მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რი არ შეს­წევს.

"ამ ჰიბ­რი­დუ­ლი ომის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბი, ჩემი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს ავ­ტო­რი­ტე­ტი ამ ორი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის, არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მე ვფიქ­რობ, მისი აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე ამ პრობ­ლე­მის და­ლა­გე­ბა და სის­ტე­მუ­რი კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი კრი­ზი­სის ცენ­ტრი - ჩვენ ვხე­დავთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი რამე მოხ­და, ბევ­რი ჭრი­ლო­ბა გა­იხ­სნა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და კრი­ზის-მე­ნე­ჯმენ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად არ ხდე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ არ გა­და­ი­ზარ­დოს კი­დევ უა­რეს­ში, შე­უძ­ლია მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, იმი­ტომ რომ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ამის და­ლა­გე­ბის არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არა აქვს და ეს ჩანს კი­დე­ვაც მის გან­ცხა­დე­ბებ­სა და ქმე­დე­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზე: "ეს რომ არ გადაიზარდოს უარესში, შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს..."

ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზე: "ეს რომ არ გადაიზარდოს უარესში, შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს..."

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა და მისი სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება დღეს გაკეთდება. წინა კვირას, თანამდებობა დატოვა ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მაოდგილემ მიხეილ ჩოხელმა. ჩოხელის გადაწყვეტილების მიზეზი კაფე "ელ ცენტროში" ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტია. მიხეილ ჩოხელი ინციდენტისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "დომინირებისთვის ბრძოლას" უწოდებს, თუმცა მისი თქმით, ძნელი სათქმელია, უკავშირდება თუ არა ზემოაღნიშნული საკადრო ცვლილებები "ფარცხალაძის კადრებისგან გათავისუფლებას".

ექსპერტის აზრით, ბიძინა ივანიშვილის აქტიური ჩარევის გარეშე სისტემური კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება.

"ჯერ საბოლოოდ ძნელია ამის თქმა, საით მიდის ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტი, რომელიც, ჩემი აზრით, სისტემური პრობლემის გამოხატულებაა. ფაქტია, რომ ინტერეს ჯგუფებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაწყებულია დომინირებისთვის ბრძოლა და შეიძლება ეს ამის ნაწილია. შეიძლება, ვიღაცას უნდა, რომ მცირე სისხლით გადაწყვიტოს ეს პრობლემა. ძნელი სათქმელია, ალბათ, სჯობს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია და ბადაშვილი-ჩოხელის გათავისუფლების მსგავსი ნაბიჯებით არ მოევლება. ფაქტია, რომ დაწყებულია სახელმწიფო მმართველობითი სისტემის კოროზია. მთლიანად სისტემა არის ღრმა კრიზისში და ახლა სისტემურ პრობლემას სჭირდება სისტემური ცვლილებები", - განაცხადა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ სისტემური პრობლების გადაჭრის უნარი არ შესწევს.

"ამ ჰიბრიდული ომის გადაწყვეტილების გასაღები, ჩემი აზრით, ხელისუფლებას არ აქვს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი ამ ორივე დაპირისპირებულ მხარეს შორის, არის ბიძინა ივანიშვილი და მე ვფიქრობ, მისი აქტიური ჩარევის გარეშე ამ პრობლემის დალაგება და სისტემური კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება. მითუმეტეს, რომ ეს არ არის ერთადერთი კრიზისის ცენტრი - ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამე მოხდა, ბევრი ჭრილობა გაიხსნა სხვადასხვა მიმართულებით და კრიზის-მენეჯმენტი ფაქტობრივად არ ხდება. ეს ყველაფერი რომ არ გადაიზარდოს კიდევ უარესში, შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ გიორგი კვირიკაშვილს ამის დალაგების არანაირი რესურსი არა აქვს და ეს ჩანს კიდევაც მის განცხადებებსა და ქმედებებში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.