პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც მაგდა პაპიძისა და რიტუალური მკვლელობის საქმეზე მუშაობდა - "ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო"
რას ჰყვება ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც მაგდა პაპიძისა და რიტუალური მკვლელობის საქმეზე მუშაობდა - "ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო"

და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის დრო­უ­ლი და ოპე­რა­ტი­უ­ლი მის­ვლა უმ­თავ­რე­სია, რად­გან ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ მათი მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით იხ­სნე­ბა და­ნა­შა­უ­ლე­ბი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის სა­თა­ნა­დოდ დაც­ვას, სა­ფუძ­ვლი­ან შეს­წავ­ლას, ფაქ­ტე­ბის ზუსტ აღ­წე­რას, თვა­ლით ხი­ლუ­ლი თუ უხი­ლა­ვი ნივთმტკი­ცე­ბე­ბის ამო­ღე­ბას, საქ­მის­თვის ყო­ველ­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რათა შემ­დგომ, სა­სა­მარ­თლო­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ გა­უ­ჭირ­დეთ საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბა და დამ­ნა­შა­ვის სა­კად­რი­სად დას­ჯა.

თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ზე გა­დი­ან ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხელ­ჩა­სა­ჭი­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ. რო­გორც ექ­სპერ­ტი ნი­კო­ლოზ ლეჟა­ვა ამ­ბობს, დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კვალს ყო­ველ­თვის ტო­ვებს. მთა­ვა­რია, მოხ­დეს კვა­ლის აღ­მო­ჩე­ნა და ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მისი ამო­ღე­ბა.

ნი­კო­ლოზ ლეჟა­ვა თბი­ლი­სის სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობს და წლე­ბის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი საქ­მის გახ­სნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ­ბობს, რომ კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა სულ აინ­ტე­რე­სებ­და, ამი­ტომ აირ­ჩია ექ­სპერ­ტო­ბა. თუმ­ცა, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, ეს არ არის ად­ვი­ლი პრო­ფე­სია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე გა­დი­ხარ, ხე­დავ შენს წინ ცხე­და­რია და იცი, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში შენს თვალს არა­ფე­რი არ უნდა გა­მო­ე­პა­როს, რად­გან ყვე­ლა წვრილ­მა­ნი და­ნა­შა­უ­ლის გა­სახ­სნე­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ძა­ლი­ან ბევრ საქ­მე­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ექ­სპერ­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ყვე­ლა საქ­მეს თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, ერ­თნა­ი­რად ვერ იმუ­შა­ვებ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დრო­უ­ლად გას­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გვაქვს სა­მო­რი­გეო ნა­წი­ლი, სა­დაც თბი­ლი­სის მას­შტა­ბით მომ­ხდარ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­დის. ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გავ­დი­ვართ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მას­თან გა­სა­უბ­რე­ბით ვი­გებთ, რო­გორ და­ნა­შა­ულ­თან გვაქვს საქ­მე. ამის შემ­დეგ ვსა­ხავთ გეგ­მას, რო­გორ უნდა ვი­მუ­შა­ოთ. ყვე­ლა ექ­სპერტს თა­ვი­სი ფუნ­ქცია უნა­წილ­დე­ბა. თუ და­ნა­შა­უ­ლი მძი­მეა და და­ნა­შა­უ­ლის პე­რი­მეტ­რი დიდი, შე­იძ­ლე­ბა ორი, სამი ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­დეს. ასეთ დროს ზოგი ფო­ტო­მა­სა­ლას იღებს, ზოგი ნივთმტკი­ცე­ბას აგ­რო­ვებს. ჩვე­ნი ეკი­პა­ჟე­ბის მან­ქა­ნე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი არი­ან სა­თა­ნა­დო ხელ­სა­წყო­ე­ბით, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებთ და­ნა­შა­ულ­ის ად­გილ­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დაც­ვა სხვა პირი რომ არ აღ­მოჩ­ნდეს პე­რი­მეტრს შიგ­ნით. ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ვმუ­შა­ობთ და იქი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ილუ­ქე­ბა და გა­და­ე­ცე­მა გა­მომ­ძი­ე­ბელს შემ­დე­გი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოხ­დეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად. ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებს ალღო უნდა ჰქონ­დეთ, სად რა მო­ძებ­ნონ. უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, რა­საც ვი­ყე­ნებთ მუ­შა­ო­ბის დროს. ექ­სპერ­ტე­ბი ვე­ძებთ თვა­ლით ხი­ლულ და უხი­ლავ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა, ქი­მი­უ­რი მა­სა­ლა, თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი, რო­მე­ლიც თვა­ლით ხი­ლუ­ლი არ არის.

- ანა­ბეჭ­დე­ბის ამო­ღე­ბა რო­გორ ხდე­ბა?

- არ­სე­ბობს ანა­ბეჭ­დე­ბის ამო­ღე­ბის წე­სე­ბი. გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი მე­თო­დი და სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ში სხვა­დას­ხვას ვი­ყე­ნებთ. სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბის წყა­რო და სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ვა­ლე გვაქვს და ამ ხელ­სა­წყოს დახ­მა­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია კვა­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. ეს კვა­ლი შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით ხში­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლია, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყოს გა­მო­ყე­ნე­ბით. ვთქვათ, როცა აღ­მო­ვა­ჩენთ თი­თის კვალს, შემ­დეგ ხდე­ბა მისი და­მუ­შა­ვე­ბა, იქი­დან კვა­ლი რომ ამო­ვი­ღოთ. გვაქვს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ასე­ვე მაგ­ნი­ტუ­რი ფუნ­ჯი, რო­მე­ლიც ფხვნილ­ში იდე­ბა და შემ­დეგ იმ ად­გი­ლას ვუს­ვამთ, სა­ი­და­ნაც უნდა ამო­ვი­ღოთ თი­თის ანა­ბეჭ­დი. წას­მის შემ­დეგ მკვეთ­რად ჩნდე­ბა ანა­ბეჭ­დე­ბი, შემ­დეგ კი ხდე­ბა ამო­ღე­ბა და სა­თა­ნა­დო წე­სე­ბის დაც­ვით მისი შე­ნახ­ვა, რომ არ გა­ფუჭ­დეს. ამის­თვის არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფი­რე­ბი, რო­მე­ლიც წე­ბო­ვა­ნია, ის შეგ­ვიძ­ლია ნელა გა­და­ვა­ტა­როთ თი­თის ანა­ბეჭ­დზე, აღე­ბის შემ­დეგ ეს ანა­ბეჭ­დი უკვე გა­და­სუ­ლი იქ­ნე­ბა ფირ­ზე. მერე ის ილუ­ქე­ბა და შემ­დე­გი კვლე­ვის­თვის შეგ­ვიძ­ლია ამო­ღე­ბუ­ლი ანა­ბეჭ­დი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბი და ამ ხსნა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ანა­ბეჭ­დე­ბის ამო­ღე­ბა წვი­მი­ან ამინ­დშიც შეგ­ვიძ­ლია. ძა­ლი­ან ხში­რად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი თი­თის ანა­ბეჭ­დით ხდე­ბა დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ჰყვება ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც მაგდა პაპიძისა და რიტუალური მკვლელობის საქმეზე მუშაობდა - "ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო"

რას ჰყვება ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც მაგდა პაპიძისა და რიტუალური მკვლელობის საქმეზე მუშაობდა - "ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო"

დანაშაულის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების დროული და ოპერატიული მისვლა უმთავრესია, რადგან ძალიან ხშირად სწორედ მათი მოპოვებული მტკიცებულებებით იხსნება დანაშაულები. შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვას, საფუძვლიან შესწავლას, ფაქტების ზუსტ აღწერას, თვალით ხილული თუ უხილავი ნივთმტკიცებების ამოღებას, საქმისთვის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა შემდგომ, სასამართლოში სამართალდამცავებს არ გაუჭირდეთ საქმის მტკიცებულებებით გამყარება და დამნაშავის საკადრისად დასჯა.

თითქმის ყველა შემთხვევაზე გადიან ექსპერტ-კრიმინალისტები და გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობენ. როგორც ექსპერტი ნიკოლოზ ლეჟავა ამბობს, დამნაშავე შემთხვევის ადგილზე კვალს ყოველთვის ტოვებს. მთავარია, მოხდეს კვალის აღმოჩენა და ყველა წესის დაცვით მისი ამოღება.

ნიკოლოზ ლეჟავა თბილისის საექსპერტო კრიმინალისტური სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს და წლების მანძილზე უამრავი საქმის გახსნაში მონაწილეობდა. ამბობს, რომ კრიმინალისტიკა სულ აინტერესებდა, ამიტომ აირჩია ექსპერტობა. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, ეს არ არის ადვილი პროფესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელობის ადგილზე გადიხარ, ხედავ შენს წინ ცხედარია და იცი, რომ ასეთ ვითარებაში შენს თვალს არაფერი არ უნდა გამოეპაროს, რადგან ყველა წვრილმანი დანაშაულის გასახსნელად მნიშვნელოვანია.

- ძალიან ბევრ საქმეში ვმონაწილეობდი, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ექსპერტისთვის მნიშვნელოვანი. ყველა საქმეს თავისებური მიდგომა სჭირდება, ერთნაირად ვერ იმუშავებ. შემთხვევის ადგილზე დროულად გასვლა აუცილებელია. გვაქვს სამორიგეო ნაწილი, სადაც თბილისის მასშტაბით მომხდარ დანაშაულებზე შეტყობინება შემოდის. ამ შეტყობინების საფუძველზე გავდივართ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გამომძიებელი ხელმძღვანელობს და მასთან გასაუბრებით ვიგებთ, როგორ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ ვსახავთ გეგმას, როგორ უნდა ვიმუშაოთ. ყველა ექსპერტს თავისი ფუნქცია უნაწილდება. თუ დანაშაული მძიმეა და დანაშაულის პერიმეტრი დიდი, შეიძლება ორი, სამი ჯგუფი მუშაობდეს. ასეთ დროს ზოგი ფოტომასალას იღებს, ზოგი ნივთმტკიცებას აგროვებს. ჩვენი ეკიპაჟების მანქანები აღჭურვილები არიან სათანადო ხელსაწყოებით, რომელსაც ვიყენებთ დანაშაულ­ის ადგილზე. მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დაცვა სხვა პირი რომ არ აღმოჩნდეს პერიმეტრს შიგნით. ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით ვმუშაობთ და იქიდან ამოღებული მტკიცებულება ილუქება და გადაეცემა გამომძიებელს შემდეგი ექსპერტიზისთვის. ყველაზე მთავარია შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდეს კვალიფიციურად. ექსპერტ-კრიმინალისტებს ალღო უნდა ჰქონდეთ, სად რა მოძებნონ. უამრავი საშუალება გვაქვს, რასაც ვიყენებთ მუშაობის დროს. ექსპერტები ვეძებთ თვალით ხილულ და უხილავ მტკიცებულებებს, ეს შეიძლება იყოს ბიოლოგიური მასალა, ქიმიური მასალა, თითის ანაბეჭდები, რომელიც თვალით ხილული არ არის.

- ანაბეჭდების ამოღება როგორ ხდება?

- არსებობს ანაბეჭდების ამოღების წესები. გვაქვს ძალიან ბევრი მეთოდი და სხვადასხვა გარემოში სხვადასხვას ვიყენებთ. სპეციალური განათების წყარო და სპეციალური სათვალე გვაქვს და ამ ხელსაწყოს დახმარებით შეგვიძლია კვალი აღმოვაჩინოთ. ეს კვალი შეუიარაღებელი თვალით ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ გამოჩნდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით. ვთქვათ, როცა აღმოვაჩენთ თითის კვალს, შემდეგ ხდება მისი დამუშავება, იქიდან კვალი რომ ამოვიღოთ. გვაქვს ჩვეულებრივი, ასევე მაგნიტური ფუნჯი, რომელიც ფხვნილში იდება და შემდეგ იმ ადგილას ვუსვამთ, საიდანაც უნდა ამოვიღოთ თითის ანაბეჭდი. წასმის შემდეგ მკვეთრად ჩნდება ანაბეჭდები, შემდეგ კი ხდება ამოღება და სათანადო წესების დაცვით მისი შენახვა, რომ არ გაფუჭდეს. ამისთვის არსებობს სპეციალური ფირები, რომელიც წებოვანია, ის შეგვიძლია ნელა გადავატაროთ თითის ანაბეჭდზე, აღების შემდეგ ეს ანაბეჭდი უკვე გადასული იქნება ფირზე. მერე ის ილუქება და შემდეგი კვლევისთვის შეგვიძლია ამოღებული ანაბეჭდი გამოვიყენოთ. გვაქვს სპეციალური ხსნარები და ამ ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია. ძალიან ხშირად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდით ხდება დამნაშავის იდენტიფიცირება.  წაიკითხეთ სრულად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს