საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანის უკანასკნელი შაჰის ბავშვობის მეგობარი, რომელიც საქართველოს ენციკლოპედიაშია შესული
ირანის უკანასკნელი შაჰის ბავშვობის მეგობარი, რომელიც საქართველოს ენციკლოპედიაშია შესული

ცოტა ხნის წინ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო ირა­ნე­ლი დიდ­გვა­რო­ვა­ნის ახალ­გაზ­რდა შთა­მო­მა­ვა­ლი, 23 წლის ზურა ფა­თე­მი, რო­მე­ლიც თავს მუ­ჰა­მე­დის შთა­მო­მავ­ლად თვლის. იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნად მო­ი­ნათ­ლა… (იხი­ლეთ ვი­დეო) ბუ­ნებ­რი­ვია, ამან დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ზუ­რას ბა­ბუა, მორ­თე­ზა ფა­თე­მი გე­ნე­რა­ლი იყო. ირან­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი დიდ­გვა­რო­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე ენას ფლობ­და, იყო პრო­ფე­სო­რი და ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და. ფა­თემ­მა რამ­დე­ნი­მე ენა­ზე თარ­გმნა "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი", ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი და სხვა ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

მორ­თე­ზა ფა­თე­მის კი­დევ ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი ინგა ფა­თე­მი დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბობს დიდ­გვა­რო­ვა­ნი ბა­ბუ­ას იმ წვლილ­ზე, რომ­ლის გა­მოც ირა­ნე­ლი პო­ლიგ­ლო­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში შე­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი კოკო გამ­სა­ხურ­დია ფა­ტე­მის ნა­მო­წა­ფა­რი იყო და თა­ვის პე­და­გოგ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს...

"მორ­თე­ზა მეჰდი ფა­თე­მი გა­ვი­ცა­ნი 1979 წელს, რო­დე­საც პრო­ფე­სორ ალ. გვა­ხა­რი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­ვე­დით მას­თან. "ბე­ფარ­მა­იდ, ბე­ფარ­მა­იდ" გვი­თხრა და თა­ვა­ზი­ა­ნად შე­მი­პა­ტი­ჟა. მას სწავ­ლე­ბის სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დი ჰქონ­და, კერ­ძოდ, და­სუ­რა­თე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბით ას­წავ­ლი­და. სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. მას­ში ევ­რო­პუ­ლო­ბა სა­მ­ა­თას­წლო­ვან ირა­ნულ კულ­ტუ­რას­თან იყო შერ­წყმუ­ლი. მორ­თე­ზა მეჰდის არა­ერ­თგზის და­ვუ­პა­ტი­ჟი­ვართ ჩა­ი­ზე, რო­მელ­საც ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ირა­ნუ­ლი ფი­ა­ლე­ბით მოგ­ვარ­თმევ­და, ირა­ნუ­ლი მუ­რა­ბე­ბის და ტკბი­ლე­უ­ლო­ბის თან­ხლე­ბით. მან რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­რი­დე­ბით მკი­თხა მა­მა­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც - ჩან­და, რომ იგი დიდ პა­ტივს სცემ­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცველს და დი­სი­დენტს... მან ძალ­ზე გა­ნი­ცა­და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. რო­დე­საც სამ­ძი­მარ­ზე მი­ვე­დით, ომარ ხა­ი­ა­მის ერთი ლექ­სიც კი წაგ­ვკი­თხა, რო­მე­ლიც ასე იწყე­ბო­და: "დო­ნია დიდი, ვა ჰარ ჩე დიდი, ჰო­ჩასთ" (სამ­ყა­რო თუ გი­ნა­ხავს, და რაც გი­ნა­ხავს, არა­ფე­რია...) მორ­თე­ზა მეჰდის ქარ­თუ­ლი ცო­ტა­თი ეს­მო­და, მისი შვი­ლე­ბი კი, არ­ჟა­ნი და მეჰრ­და­ტი უნაკ­ლოდ სა­უბ­რობ­დნენ ქარ­თუ­ლად" - იხ­სე­ნებს კოკო გამ­სა­ხურ­დია.

ინგა ფა­თე­მი, მორ­თე­ზა ფა­თე­მის შვი­ლიშ­ვი­ლი:

"ბა­ბუა ირან­ში და­ი­ბა­და. დე­დით და მა­მით სპარ­სი იყო. თა­ვად ამ­ბობ­და არი­ე­ლე­ბი ვარ­თო. შა­ჰის გვა­რის შემ­დეგ ჩვე­ნი გვა­რი ირან­ში ყვე­ლა­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლია. ბა­ბუა იმა­საც კი ამ­ბობ­და, რომ ჩვე­ნი გვა­რი კი­დევ უფრო დი­დე­ბუ­ლია, ვიდ­რე შა­ჰის გვა­რიო... და-ძმა­ნი ჰყავ­და, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მდიდ­რე­ბი იყ­ვნენ, ერთ-ერთი დის სახ­ლში ოქ­როს მო­ნე­ტე­ბით მორ­თუ­ლი ჭაღი და ისე­თი სიმ­დიდ­რე იყო, ჩვენ რომ სა­მე­ფო ოჯა­ხებ­ზე გვსმე­ნია... ბა­ბუ­ამ სამ­ხედ­რო აკა­დე­მია ირა­ნის შაჰთან, - მო­ჰა­მედ რეზა ფეხ­ლევ­თან ერ­თად და­ამ­თავ­რა. 27 წლის ასაკ­ში კი ირა­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის პოლ­კოვ­ნი­კი გახ­და. მისი ძმე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბიც სამ­ხედ­რო პი­რე­ბი იყ­ვნენ. ბა­ბუ­ას ბი­ძაშ­ვი­ლი -ჰო­სე­ინ ფა­თე­მი ირა­ნის პრე­მერ-მი­ნის­ტრი გახ­ლდათ... შაჰთან ბა­ბუა ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი. მარ­ტო ბა­ბუ­ას ჰქონ­და შა­ჰის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. რო­დე­საც ბა­ბუა ავად გახ­და, შაჰ­მა პი­რა­დად ინა­ხუ­ლა. ისი­ნი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და არ არის გა­საკ­ვი­რი ასე­თი სი­ახ­ლო­ვე. 1943 წელს ირან­ში, თე­ი­რა­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბა­ბუა შა­ჰის პი­რა­დი გვარ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად იცავ­და თე­ი­რა­ნის ქუ­ჩებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ერ­თგუ­ლი იყო თა­ვი­სი ქვეყ­ნის. არა მარ­ტო ბა­ბუა, მისი ნა­თე­სა­ვე­ბიც ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტე­ბი იყ­ვნენ. ბა­ბუ­ამ სამ ომში მი­ი­ღო მო­ნაწლე­ო­ბა ირან­ში ცხოვ­რე­ბი­სას. ებ­რძო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც მა­შინ ირან­თან იყ­ვნენ მი­ერ­თე­ბულ­ნი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სურ­დათ. ასე­ვე იომა ქურ­თე­ბის და ინ­გლი­სე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ყველ­გან იყო შაჰთან ერ­თად ლხინ­სა თუ გა­სა­ჭირ­ში.

- შაჰი და ბა­ბუა ბო­ლომ­დე ერ­თგულ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ?

- შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვლა: ბა­ბუ­ას და მის მომ­ხრე­ებს სურ­დათ ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნათ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა, ირა­ნი ძა­ლი­ან მდი­და­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის, დე­მოკ­რა­ტია კი ხელს შე­უ­წყობ­და ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სწო­რედ ამი­სათ­ვის იბ­რძო­და ბა­ბუა. ეს იყო მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ იგი შაჰს გა­ნუდ­გა... სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა სცა­დეს, მაგ­რამ გარე ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ე.წ. "რე­ვო­ლუ­ცია" ჩა­ახ­შეს და ბა­ბუა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ირა­ნი­დან წა­სუ­ლი­ყო.

ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე დახ­ვრი­ტეს, მათ შო­რის ბა­ბუ­ას ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი, მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, იმ დროს ირა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი - ჰო­სე­ინ ფა­ტე­მი, მაგ­რამ შაჰ­მა ბა­ბუ­ას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ბა­ბუა ირა­ნი­დან ჩი­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც 7 წელი იცხოვ­რა. ამ პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა ბა­ბუ­ას აკა­დე­მი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა, პე­კი­ნი­სა და შან­ხა­ის უნ­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ას­წავ­ლი­და. იგი პო­ლიგ­ლო­ტი გახ­ლდათ - 7 ენას ფლობ­და. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის - მაო ძე­დუ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჩან­კაი შიმ ბა­ბუ­ას მე­და­ლი გა­დას­ცა, იმ დამ­სა­ხუ­რებ­სთვის რაც მას ჰქონ­და ჩი­ნეთ­ში... ჩი­ნე­თის შემ­დეგ ბა­ბუა აზერ­ბა­ი­ჯან­ში - ბა­ქო­ში ჩა­ვი­და. ბა­ქო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვი­ეს და რა თქმა უნდა, დიდი სი­ხა­რუ­ლით და­თან­ხმდა... 20 წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რა და ქარ­თუ­ლი ვერ ის­წავ­ლა. ამ­ბობ­და ურ­თუ­ლე­სი ენა­აო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას რუ­სუ­ლად ვე­სა­უბ­რე­ბოდთ... ბა­ბუ­ამ გი­ორ­გი წე­რე­თელ­თან ერ­თად დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა აზია-აფ­რი­კის უნი­ვერ­სტე­ტის და­არ­სე­ბა­ში. უფ­რო­სი თა­ო­ბის ირა­ნის­ტე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ ბა­ბუ­ას. ყვე­ლა იმ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვით გა­ი­ზარ­და, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ამ ინგა კა­ლა­ძეს­თან ერ­თად და­წე­რა, რომ­ლი­თაც მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, დღე­საც ას­წავ­ლი­ან მო­მა­ვალ ირა­ნის­ტებს.

- რამ­დე­ნი წელი დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 1986 წლამ­დე ცხოვ­რობ­და... ვაჟა ფშა­ვე­ლას, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი რუ­სუ­ლი­დან სპარ­სუ­ლად თარ­გმნა, სწო­რედ ამ დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი მე­ა­მა­ყე­ბა, ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი თარ­გმნა ფრან­გუ­ლი­დან სპარ­სულ­ზე, რო­მე­ლიც მე რო­გორც ვიცი, არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. ბა­ბუ­ას ენ­ციკ­ლო­პე­დი­ი­დან ამო­ბეჭ­დი­ლი ჰქონ­და ის გვერ­დი, სა­დაც მას­ზე ეწე­რა და რო­დე­საც ირან­ში წა­ვი­და, თან წა­ი­ღო. ასე­ვე წა­ი­ღო თა­ვის და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი, მე­და­ლი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჩი­ნეთ­ში გა­დას­ცა... და­ტო­ვა მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მი, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ბა­ბუ­ას ქორ­წი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თი ინა­ხე­ბა.

იქვე იყო ლექ­სი, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ამ და­წე­რა მა­შინ, რო­დე­საც ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა და ნა­ხა­ტი; ნა­ხატ­ზე ჩი­ტის ბუდე იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, ორი ჩი­ტი­თა და ბარ­ტყე­ბით, ერთი ჩიტი ბუ­დეს ტო­ვებს, მე­ო­რე კი მარ­ტო რჩე­ბა ბარ­ტყებ­თან, ესეც სიმ­ბო­ლუ­რი ნა­ხა­ტი ბე­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბე­ბია ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა... იგი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ქალი ყო­ფი­ლა. ბა­ბუა კი ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, რო­გორც მის თა­ნამ­დე­ბო­ბას და პი­როვ­ნე­ბას შე­ე­ფე­რე­ბო­და... 1986 წელს ბა­ბუ­ამ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა სა­ცხოვ­რებ­ლად. ყვე­ლა­ზე დიდ ხანს პა­რიზ­ში იცხოვ­რა. მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჟაკ ში­რაკ­მა, რო­მელ­თა­ნაც ბა­ბუა და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყო, პი­რა­დად და­უ­ნიშ­ნა პენ­სია იმ პრო­ფე­სი­უ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის, რაც მას საფ­რან­გეთ­ში ჰქონ­და. ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და პა­რი­ზის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. საფ­რან­გე­თის შემ­დეგ ბა­ბუა გერ­მა­ნი­ა­ში და ინ­გლის­ში მოღ­ვა­წე­ობ­და.. სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში მთე­ლი მსოფ­ლიო შე­მო­ი­ა­რა... ბა­ბუა გერ­მა­ნი­ა­ში მთელ ოჯახს გვე­პა­ტი­ჟე­ბო­და, მაგ­რამ მამა არ წა­ვი­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს. ძა­ლი­ან კარ­გად იცის ქარ­თუ­ლი და ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ქარ­თვე­ლი არ არის, არც არის გა­საკ­ვი­რი, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ი­ზარ­და, ქრის­ტი­ა­ნი, ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ყავს და ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი. ბა­ბუა ათე­ის­ტი იყო და არ იყო მუ­სულ­მა­ნუ­რი წე­სით მო­ნათ­ლუ­ლი. - ბა­ბუა ბო­ლოს ირან­ში დაბ­რუნ­და?

- თა­ვის მი­წა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და. ბა­ბუ­ას­თვის ის­ლა­მუ­რი ირა­ნი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო, რად­გან სულ სხვა რა­მის­თვის იბ­რძო­და. იცო­და ასე­თი ირა­ნი რომ დახ­ვდე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც დაბ­რუნ­და, რად­გან გულ­მა არ გა­უძ­ლო... ირან­ში ჩვენ არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვართ. იქ არის ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს მუ­ზე­უ­მია. თე­ი­რან­ში ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა არ­სე­ბობს, ბი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი ბა­ბუ­ას ერთ-ერთი ძმის სა­ხე­ლო­ბი­საა... ბა­ბუა სამ­ჯერ მყავს ნა­ნა­ხი. საფ­რან­გეთ­ში რომ ცხოვ­რობ­და, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ო­და. ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებ­და, რად­გან პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი და ერ­თა­დერ­თი გოგო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და დე­და­ჩემ­თან. დედა ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლია და ერ­თმა­ნეთს დიდ პა­ტივს სცემ­დნენ. ბა­ბუა იმ­დე­ნად დარ­ბა­ი­სე­ლი იყო, რომ მა­მაც კი თქვე­ნო­ბით ესა­უბ­რე­ბო­და

- თქვენ იცით სპარ­სუ­ლი ენა?

- ბა­ბუ­ას სურ­და სპარ­სუ­ლი თა­ვის და­წე­რი­ლი წიგ­ნით ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩემ­თვის. მისი წიგ­ნის მი­ხედ­ვით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­დნენ და დღე­საც ყველ­გან ამ წიგ­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ. მან კი გა­და­წყვი­ტა იგი­ვე წიგ­ნით მეს­წავ­ლა და რა თქმა უნდა, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წი­ეთ. ერთხელ ისე გა­ვაბ­რა­ზე, დე­დას მო­უ­წია ჩემს ნაც­ვლად ბო­დი­შის მოხ­და.

გა­რეგ­ნო­ბით და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით ბა­ბუ­ას ყვე­ლა­ზე მე­ტად მე მამ­სგავ­სე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და სულ აქ დავ­რჩე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ორ­მა­გად ვა­მა­ყობ იმით, რომ ვცხოვ­რობ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­და­ნაც ჩემი გვა­რის ფეს­ვე­ბი არ მო­დის და მყავ­და ბა­ბუა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში შე­ვი­და. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი არ იცო­და, ალ­ბათ, კი­დევ უფრო მეტს გა­ა­კე­თებ­და მეტ­ხანს რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დათო
0

 ეს ოჯახი არის სამაგალითო, თავისი შინაგანი კულტურით და დიდი ადამიანობით. პირადად ვიცნობდი ორივე ძმას და იყვნენ ნაღდი თბილისელები, კაი ბიჭები ქართული ჯიგრით სავსენი. ღმერთმა დაგლოცოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ირანის უკანასკნელი შაჰის ბავშვობის მეგობარი, რომელიც საქართველოს ენციკლოპედიაშია შესული

ირანის უკანასკნელი შაჰის ბავშვობის მეგობარი, რომელიც საქართველოს ენციკლოპედიაშია შესული

ცოტა ხნის წინ ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო ირანელი დიდგვაროვანის ახალგაზრდა შთამომავალი, 23 წლის ზურა ფათემი, რომელიც თავს მუჰამედის შთამომავლად თვლის. იგი საქართველოში ქრისტიანად მოინათლა… (იხილეთ ვიდეო) ბუნებრივია, ამან დიდი ინტერესი გამოიწვია. ზურას ბაბუა, მორთეზა ფათემი გენერალი იყო. ირანში დაბადებული და გაზრდილი დიდგვაროვანი რამდენიმე ენას ფლობდა, იყო პროფესორი და ბევრს მოგზაურობდა. ფათემმა რამდენიმე ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები და სხვა ქართული ნაწარმოებები.

მორთეზა ფათემის კიდევ ერთი შვილიშვილი ინგა ფათემი დეტალურად გვიამბობს დიდგვაროვანი ბაბუას იმ წვლილზე, რომლის გამოც ირანელი პოლიგლოტი საქართველოს ენციკლოპედიაში შევიდა. აღსანიშნავია რომ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კოკო გამსახურდია ფატემის ნამოწაფარი იყო და თავის პედაგოგზე განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს...

"მორთეზა მეჰდი ფათემი გავიცანი 1979 წელს, როდესაც პროფესორ ალ. გვახარიას რეკომენდაციით მივედით მასთან. "ბეფარმაიდ, ბეფარმაიდ" გვითხრა და თავაზიანად შემიპატიჟა. მას სწავლების სრულიად განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდა, კერძოდ, დასურათებული ტექსტებით ასწავლიდა. საოცრად დახვეწილი და ზრდილობიანი ბატონი გახლდათ. მასში ევროპულობა სამათასწლოვან ირანულ კულტურასთან იყო შერწყმული. მორთეზა მეჰდის არაერთგზის დავუპატიჟივართ ჩაიზე, რომელსაც ის განსაკუთრებული ირანული ფიალებით მოგვართმევდა, ირანული მურაბების და ტკბილეულობის თანხლებით. მან რამდენიმეჯერ მორიდებით მკითხა მამაჩემის მდგომარეობაზეც - ჩანდა, რომ იგი დიდ პატივს სცემდა ზვიად გამსახურდიას, როგორც სამართალდამცველს და დისიდენტს... მან ძალზე განიცადა მეუღლის გარდაცვალება. როდესაც სამძიმარზე მივედით, ომარ ხაიამის ერთი ლექსიც კი წაგვკითხა, რომელიც ასე იწყებოდა: "დონია დიდი, ვა ჰარ ჩე დიდი, ჰოჩასთ" (სამყარო თუ გინახავს, და რაც გინახავს, არაფერია...) მორთეზა მეჰდის ქართული ცოტათი ესმოდა, მისი შვილები კი, არჟანი და მეჰრდატი უნაკლოდ საუბრობდნენ ქართულად" - იხსენებს კოკო გამსახურდია.

ინგა ფათემი, მორთეზა ფათემის შვილიშვილი:

"ბაბუა ირანში დაიბადა. დედით და მამით სპარსი იყო. თავად ამბობდა არიელები ვართო. შაჰის გვარის შემდეგ ჩვენი გვარი ირანში ყველაზე წარჩინებულია. ბაბუა იმასაც კი ამბობდა, რომ ჩვენი გვარი კიდევ უფრო დიდებულია, ვიდრე შაჰის გვარიო... და-ძმანი ჰყავდა, ყველანი ძალიან მდიდრები იყვნენ, ერთ-ერთი დის სახლში ოქროს მონეტებით მორთული ჭაღი და ისეთი სიმდიდრე იყო, ჩვენ რომ სამეფო ოჯახებზე გვსმენია... ბაბუამ სამხედრო აკადემია ირანის შაჰთან, - მოჰამედ რეზა ფეხლევთან ერთად დაამთავრა. 27 წლის ასაკში კი ირანის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი გახდა. მისი ძმები და ბიძაშვილებიც სამხედრო პირები იყვნენ. ბაბუას ბიძაშვილი -ჰოსეინ ფათემი ირანის პრემერ-მინისტრი გახლდათ... შაჰთან ბაბუა ყველაზე მეტად იყო დაახლოვებული. მარტო ბაბუას ჰქონდა შაჰის ბიბლიოთეკაში დაშვების უფლება. როდესაც ბაბუა ავად გახდა, შაჰმა პირადად ინახულა. ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და არ არის გასაკვირი ასეთი სიახლოვე. 1943 წელს ირანში, თეირანის კონფერენციაზე ბაბუა შაჰის პირადი გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად იცავდა თეირანის ქუჩებს. განსაკუთრებულად ერთგული იყო თავისი ქვეყნის. არა მარტო ბაბუა, მისი ნათესავებიც ძალიან პატრიოტები იყვნენ. ბაბუამ სამ ომში მიიღო მონაწლეობა ირანში ცხოვრებისას. ებრძოდა აზერბაიჯანელებს, რომლებიც მაშინ ირანთან იყვნენ მიერთებულნი და დამოუკიდებლობა სურდათ. ასევე იომა ქურთების და ინგლისელების წინააღმდეგ. ყველგან იყო შაჰთან ერთად ლხინსა თუ გასაჭირში.

- შაჰი და ბაბუა ბოლომდე ერთგულ მეგობრებად დარჩნენ?

- შემდეგ ბევრი რამ შეიცვლა: ბაბუას და მის მომხრეებს სურდათ ჩამოეყალიბებინათ დემოკრატიული რესპუბლიკა, ირანი ძალიან მდიდარი და განვითარებული ქვეყანა იყო იმ პერიოდისათვის, დემოკრატია კი ხელს შეუწყობდა ქვეყანაში სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სწორედ ამისათვის იბრძოდა ბაბუა. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ იგი შაჰს განუდგა... სამხედრო გადატრიალება სცადეს, მაგრამ გარე ძალების დახმარებით ე.წ. "რევოლუცია" ჩაახშეს და ბაბუა იძულებული გახდა ირანიდან წასულიყო.

ძალიან ბევრი სამხედრო მოღვაწე დახვრიტეს, მათ შორის ბაბუას ახლო ნათესავები, მისი ბიძაშვილი, იმ დროს ირანის პრემიერ-მინისტრი - ჰოსეინ ფატემი, მაგრამ შაჰმა ბაბუას ქვეყნის დატოვების საშუალება მისცა. ბაბუა ირანიდან ჩინეთში გაემგზავრა, სადაც 7 წელი იცხოვრა. ამ პერიოდიდან იწყება ბაბუას აკადემიური მოღვაწეობა, პეკინისა და შანხაის უნვერსიტეტებში ასწავლიდა. იგი პოლიგლოტი გახლდათ - 7 ენას ფლობდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის - მაო ძედუნის მმართველობის დროს პრემიერ-მინისტრმა ჩანკაი შიმ ბაბუას მედალი გადასცა, იმ დამსახურებსთვის რაც მას ჰქონდა ჩინეთში... ჩინეთის შემდეგ ბაბუა აზერბაიჯანში - ბაქოში ჩავიდა. ბაქოდან საქართველოში მოიწვიეს და რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დათანხმდა... 20 წელი საქართველოში იცხოვრა და ქართული ვერ ისწავლა. ამბობდა ურთულესი ენააო. ოჯახის წევრები მას რუსულად ვესაუბრებოდთ... ბაბუამ გიორგი წერეთელთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა აზია-აფრიკის უნივერსტეტის დაარსებაში. უფროსი თაობის ირანისტები კარგად იცნობენ ბაბუას. ყველა იმ სახელმძღვანელოს მიხედვით გაიზარდა, რომელიც ბაბუამ ინგა კალაძესთან ერთად დაწერა, რომლითაც მე რამდენადაც ვიცი, დღესაც ასწავლიან მომავალ ირანისტებს.

- რამდენი წელი დარჩა საქართველოში?

- საქართველოში 1986 წლამდე ცხოვრობდა... ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები რუსულიდან სპარსულად თარგმნა, სწორედ ამ დამსახურებისათვის შევიდა საქართველოს ენციკლოპედიაში. ყველაზე მეტად კი მეამაყება, ვეფხისტყაოსანი თარგმნა ფრანგულიდან სპარსულზე, რომელიც მე როგორც ვიცი, არ გამოქვეყნებულა. ბაბუას ენციკლოპედიიდან ამობეჭდილი ჰქონდა ის გვერდი, სადაც მასზე ეწერა და როდესაც ირანში წავიდა, თან წაიღო. ასევე წაიღო თავის დაწერილი წიგნები, სამეცნიერო ნაშრომები, მედალი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ჩინეთში გადასცა... დატოვა მხოლოდ საოჯახო ალბომი, სადაც ახალგაზრდა ბაბუას ქორწილის ფოტოსურათი ინახება.

იქვე იყო ლექსი, რომელიც ბაბუამ დაწერა მაშინ, როდესაც ბებია გარდაიცვალა და ნახატი; ნახატზე ჩიტის ბუდე იყო გამოსახული, ორი ჩიტითა და ბარტყებით, ერთი ჩიტი ბუდეს ტოვებს, მეორე კი მარტო რჩება ბარტყებთან, ესეც სიმბოლური ნახატი ბებიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბებია ახალგაზრდა გარდაიცვალა... იგი ძალიან აქტიური ქალი ყოფილა. ბაბუა კი ისეთი სერიოზული იყო, როგორც მის თანამდებობას და პიროვნებას შეეფერებოდა... 1986 წელს ბაბუამ დატოვა საქართველო და პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად. ყველაზე დიდ ხანს პარიზში იცხოვრა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჟაკ შირაკმა, რომელთანაც ბაბუა დაახლოებული პირი იყო, პირადად დაუნიშნა პენსია იმ პროფესიული დამსახურებისათვის, რაც მას საფრანგეთში ჰქონდა. ლექციებს კითხულობდა პარიზის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. საფრანგეთის შემდეგ ბაბუა გერმანიაში და ინგლისში მოღვაწეობდა.. სიცოცხლის ბოლო წლებში მთელი მსოფლიო შემოიარა... ბაბუა გერმანიაში მთელ ოჯახს გვეპატიჟებოდა, მაგრამ მამა არ წავიდა, რადგან საქართველო ძალიან უყვარს. ძალიან კარგად იცის ქართული და ვერავინ იტყვის, რომ ქართველი არ არის, არც არის გასაკვირი, ქართულ საზოგადოებაში გაიზარდა, ქრისტიანი, ქართველი მეუღლე ყავს და ქართველი მეგობრები. ბაბუა ათეისტი იყო და არ იყო მუსულმანური წესით მონათლული. - ბაბუა ბოლოს ირანში დაბრუნდა?

- თავის მიწაზე გარდაიცვალა, რაც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ბაბუასთვის ისლამური ირანი ძალიან მტკივნეული იყო, რადგან სულ სხვა რამისთვის იბრძოდა. იცოდა ასეთი ირანი რომ დახვდებოდა, მაგრამ მაინც დაბრუნდა, რადგან გულმა არ გაუძლო... ირანში ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ. იქ არის ჩვენი წინაპრების საგვარეულო სახლი, რომელიც სავარაუდოდ დღეს მუზეუმია. თეირანში ჩვენი წინაპრების სახელობის ქუჩა არსებობს, ბიოლოგიის ინსტიტუტი ბაბუას ერთ-ერთი ძმის სახელობისაა... ბაბუა სამჯერ მყავს ნანახი. საფრანგეთში რომ ცხოვრობდა, იმ პერიოდში საქართველოში ჩამოდიოდა. ძალიან მანებივრებდა, რადგან პირველი შვილიშვილი ვიყავი და ერთადერთი გოგო. განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება ჰქონდა დედაჩემთან. დედა ძალიან განათლებულია და ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ. ბაბუა იმდენად დარბაისელი იყო, რომ მამაც კი თქვენობით ესაუბრებოდა

- თქვენ იცით სპარსული ენა?

- ბაბუას სურდა სპარსული თავის დაწერილი წიგნით ესწავლებინა ჩემთვის. მისი წიგნის მიხედვით უნივერსიტეტში სწავლობდნენ და დღესაც ყველგან ამ წიგნით ხელმძღვანელობენ. მან კი გადაწყვიტა იგივე წიგნით მესწავლა და რა თქმა უნდა, ვერაფერს მივაღწიეთ. ერთხელ ისე გავაბრაზე, დედას მოუწია ჩემს ნაცვლად ბოდიშის მოხდა.

გარეგნობით და შრომისმოყვარეობით ბაბუას ყველაზე მეტად მე მამსგავსებენ. საქართველოში დავიბადე, გავიზარდე და სულ აქ დავრჩები. ძალიან მიყვარს საქართველო და ორმაგად ვამაყობ იმით, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, საიდანაც ჩემი გვარის ფესვები არ მოდის და მყავდა ბაბუა, რომელიც საქართველოს ენციკლოპედიაში შევიდა. ადამიანი, რომელმაც ქართული არ იცოდა, ალბათ, კიდევ უფრო მეტს გააკეთებდა მეტხანს რომ დარჩენილიყო საქართველოში.