პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდა ტრაგიკული სიყვარულის შესახებ - სვანური კოშკის საოცარი ისტორია
ლეგენდა ტრაგიკული სიყვარულის შესახებ - სვანური კოშკის საოცარი ისტორია

ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს ერთი სვა­ნუ­რი კოშ­კის სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას და ულა­მა­ზეს ფო­ტოს უზი­ა­რებს. "სიყ­ვა­რუ­ლის კოშკს", რო­გორც მას უწო­დე­ბენ, ტრა­გი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია უდევს სა­ფუძ­ვლად...

"მდი­ნა­რის პი­რას, დიდ ქვა­ზე აგე­ბუ­ლი ეული კოშ­კი ტრა­გი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის ფი­ნა­ლუ­რი ნა­წი­ლი გახ­ლავთ. ...მი­ამ­ბეს, ერ­თმა სვან­მა გო­გო­ნამ, მი­რან­გუ­ლამ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის, ბეშ­ქე­ნის სიკ­ვდი­ლი არ და­ი­ჯე­რა და ამ კოშ­კი­დან სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გაჰ­ყუ­რებ­და გზას მისი დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დით ან რწმე­ნით აღ­სავ­სეო.

თურ­მე მი­რან­გუ­ლა დე­დი­სერ­თა იყო, დე­დით ობოლს მამა რუ­დუ­ნე­ბით ზრდი­და და სა­ლო­ცა­ვი ხა­ტი­ვით ჰყავ­და ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი.

ბეშ­ქე­ნი სი­მა­მა­ცი­თა და ვაჟ­კა­ცო­ბით გან­თქმუ­ლი, კარ­გი მო­ნა­დი­რე, ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი კაცი ყო­ფი­ლა.

ერ­თმა­ნეთს მთა­ში დღე­სას­წა­ულ­ზე შეხ­ვდნენ... კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ნაჩ­ვევ მი­რან­გუ­ლას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შეჰ­ყვა­რე­ბია ბეშ­ქე­ნი, მო­წო­ლი­ლი გრძნო­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო ემო­ცი­ე­ბი ვერ და­მა­ლა გო­გო­ნამ, რაც მა­მა­მის­მა შე­ნიშ­ნა და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას შვილს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ზე­ზი ჰკი­თხა. მი­რან­გუ­ლას არ და­უ­მა­ლავს მა­მის­თვის ბეშ­ქე­ნის მი­მართ თა­ვი­სი გრძნო­ბა და თან და­უ­მა­ტე­ბია ან ბეშ­ქე­ნის ცოლი გავ­ხდე­ბი ან არა­ვი­სიო.

მამა გა­და­რე­უ­ლა, ბეშ­ქე­ნი ცო­ლი­ა­ნი კა­ცი­აო, არ შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დე­სო. შვი­ლი ისე გა­ჯი­უტ­და, ისე იყო სიყ­ვა­რუ­ლით შე­პყრო­ბი­ლი ბეშ­ქე­ნის გარ­და არა­ფე­რი უნ­დო­და. მამა გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, გა­და­უ­წყვე­ტია, ჩემი შვი­ლის გო­ნე­ბის არე­ვის­თვის უნდა დავ­სა­ჯო ბეშ­ქე­ნიო და მის მო­საკ­ლა­ვად წა­სუ­ლა.

მინ­დორ­ში და­ჩო­ქილ­სა და თავ­დახ­რილს დას­დგო­მია მი­რან­გუ­ლას მამა ბეშ­ქენს. ზურ­გი­დან ხან­ჯლის და­ცე­მა არ იყო ვაჟ­კა­ცუ­რი ქცე­ვა, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის რჩე­ულს წა­მოდ­გო­მა და შებ­რძო­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა გან­რის­ხე­ბულ­მა კაც­მა. ბეშ­ქენს თავი აუ­წე­ვია და უთ­ქვამს, შე­მომ­ხე­დე, მეც ზუს­ტად იმ დღე­ში ვარ, რაც შენს ქა­ლიშ­ვილს სჭირს, მეც მიყ­ვარს მი­რან­გუ­ლა და მე მას­ზე მე­ტად ვი­ტან­ჯე­ბიო.

აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი კა­ცის ნახ­ვის შემ­დეგ, მი­რან­გუ­ლას მა­მას ბეშ­ქე­ნის დას­ჯის გან­ზრახ­ვა­ზე ხელი აუ­ღია. ბეშ­ქე­ნი კი თა­ვის ტკი­ვილ­თან ერ­თად მთა­ში წა­სუ­ლა სა­ნა­დი­როდ, რო­მე­ლიც მის­ნა­ი­რი ვაჟ­კა­ცის­თვი­საც კი სა­ში­ში იყო. შე­დე­გად, მიჯ­ნუ­რის მა­მის ნაც­ვლად ბუ­ნე­ბას და­უს­ჯია საბ­რა­ლო ბეშ­ქე­ნი - ყი­ნულ­ზე დას­ცუ­რე­ბია ფეხი, გა­და­ჩე­ხი­ლა ხრამ­ში და მომ­კვდა­რა. ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ, ბეშ­ქე­ნის თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ცოლი და­რი­ნა ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გი­ლას მი­სუ­ლა და თავი მო­უკ­ლავს.

მი­რან­გუ­ლას კი მა­მის­თვის კოშ­კის აგე­ბა უთხო­ვია და მთე­ლი სი­ცო­ცხლე აქ გა­უ­ტა­რე­ბია მარ­ტო­ო­ბა­ში...

მი­რან­გუ­ლას კოშ­კი ისევ მყა­რად დგას, აო­ცებს სვა­ნე­თის სტუმ­რებს და უკ­ვდავ­ყოფს მი­რან­გუ­ლას სა­ხელ­სა და სვა­ნუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ის­ტო­რი­ას. სხვა­თა შო­რის ამ კოშკს მე­ო­რე სა­ხე­ლიც აქვს, სიყ­ვა­რუ­ლის კოშკსაც ეძა­ხი­ან, ალ­ბათ იმი­ტომ რომ სიყ­ვა­რუ­ლის ბევ­რი თვი­სე­ბის სიმ­ბო­ლოა..."

ფოტო ის­ტო­რი­ით: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ლეგენდა ტრაგიკული სიყვარულის შესახებ - სვანური კოშკის საოცარი ისტორია

ლეგენდა ტრაგიკული სიყვარულის შესახებ - სვანური კოშკის საოცარი ისტორია

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა, ინტერნეტმომხმარებლებს ერთი სვანური კოშკის საოცარ ისტორიას და ულამაზეს ფოტოს უზიარებს. "სიყვარულის კოშკს", როგორც მას უწოდებენ, ტრაგიკული სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად...

"მდინარის პირას, დიდ ქვაზე აგებული ეული კოშკი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის ფინალური ნაწილი გახლავთ. ...მიამბეს, ერთმა სვანმა გოგონამ, მირანგულამ საყვარელი მამაკაცის, ბეშქენის სიკვდილი არ დაიჯერა და ამ კოშკიდან სიცოცხლის ბოლომდე გაჰყურებდა გზას მისი დაბრუნების იმედით ან რწმენით აღსავსეო.

თურმე მირანგულა დედისერთა იყო, დედით ობოლს მამა რუდუნებით ზრდიდა და სალოცავი ხატივით ჰყავდა ულამაზესი ქალიშვილი.

ბეშქენი სიმამაცითა და ვაჟკაცობით განთქმული, კარგი მონადირე, ტრადიციების ერთგული, გამორჩეული და პატივსაცემი კაცი ყოფილა.

ერთმანეთს მთაში დღესასწაულზე შეხვდნენ... კარჩაკეტილ ცხოვრებას ნაჩვევ მირანგულას დანახვისთანავე შეჰყვარებია ბეშქენი, მოწოლილი გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ემოციები ვერ დამალა გოგონამ, რაც მამამისმა შენიშნა და სახლში დაბრუნებისას შვილს მისი მდგომარეობის მიზეზი ჰკითხა. მირანგულას არ დაუმალავს მამისთვის ბეშქენის მიმართ თავისი გრძნობა და თან დაუმატებია ან ბეშქენის ცოლი გავხდები ან არავისიო.

მამა გადარეულა, ბეშქენი ცოლიანი კაციაო, არ შეიძლება გიყვარდესო. შვილი ისე გაჯიუტდა, ისე იყო სიყვარულით შეპყრობილი ბეშქენის გარდა არაფერი უნდოდა. მამა გაბრაზებულა, გადაუწყვეტია, ჩემი შვილის გონების არევისთვის უნდა დავსაჯო ბეშქენიო და მის მოსაკლავად წასულა.

მინდორში დაჩოქილსა და თავდახრილს დასდგომია მირანგულას მამა ბეშქენს. ზურგიდან ხანჯლის დაცემა არ იყო ვაჟკაცური ქცევა, ამიტომ საკუთარი ქალიშვილის რჩეულს წამოდგომა და შებრძოლება შესთავაზა განრისხებულმა კაცმა. ბეშქენს თავი აუწევია და უთქვამს, შემომხედე, მეც ზუსტად იმ დღეში ვარ, რაც შენს ქალიშვილს სჭირს, მეც მიყვარს მირანგულა და მე მასზე მეტად ვიტანჯებიო.

აკრძალული სიყვარულით თავზარდაცემული კაცის ნახვის შემდეგ, მირანგულას მამას ბეშქენის დასჯის განზრახვაზე ხელი აუღია. ბეშქენი კი თავის ტკივილთან ერთად მთაში წასულა სანადიროდ, რომელიც მისნაირი ვაჟკაცისთვისაც კი საშიში იყო. შედეგად, მიჯნურის მამის ნაცვლად ბუნებას დაუსჯია საბრალო ბეშქენი - ყინულზე დასცურებია ფეხი, გადაჩეხილა ხრამში და მომკვდარა. ამ ამბის გაგების შემდეგ, ბეშქენის თავზარდაცემული ცოლი დარინა ქმრის გარდაცვალების ადგილას მისულა და თავი მოუკლავს.

მირანგულას კი მამისთვის კოშკის აგება უთხოვია და მთელი სიცოცხლე აქ გაუტარებია მარტოობაში...

მირანგულას კოშკი ისევ მყარად დგას, აოცებს სვანეთის სტუმრებს და უკვდავყოფს მირანგულას სახელსა და სვანური სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიას. სხვათა შორის ამ კოშკს მეორე სახელიც აქვს, სიყვარულის კოშკსაც ეძახიან, ალბათ იმიტომ რომ სიყვარულის ბევრი თვისების სიმბოლოა..."

ფოტო ისტორიით: გიორგი ნიკოლავა