ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით განცხადება ორშაბათს გაკეთდება.
"გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, თუმცა განიხილება გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი. საკითხზე განცხადება ორშაბათს გაკეთდება", - აცხადებენ პრესსამსახურში.