პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელომ" 2016 წლის "საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს გადასცა
"ლელომ" 2016 წლის "საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს გადასცა

გა­ზეთ­მა "ლე­ლომ" და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ჯა­მა. "2016 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნის" ტი­ტუ­ლი კი ქარ­თველ ძა­ლო­სანს, ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს გა­და­ე­ცა.

83 წლის ის­ტო­რი­ის მქო­ნე სპორ­ტუ­ლი გა­ზე­თის, "ლე­ლოს" დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი რე­დაქ­ტო­რის, თენ­გიზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­ზეთს არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გა­უ­შუ­ქე­ბია და არა­ერ­თი სპორ­ტსმე­ნი წა­რუდ­გე­ნია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. მისი თქმით, გა­მო­ცე­მა კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გვერ­დში დგო­მას და ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას. "გა­ზე­თი "ლელო" 83 წლის ის­ტო­რი­ას ით­ვლის, შე­სა­ბა­მი­სად, ცხა­დია, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სპორ­ტსმე­ნი გაგ­ვიც­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პე­რი­ოდ­შიც ბევ­რი სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვა აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას, სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი სპორ­ტსმე­ნი­სა, 2016 წელს უდა­ვოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ლაშა ტა­ლა­ხა­ძე. ჩვენ დღეს მას წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნის ტი­ტუ­ლი მი­ვა­ნი­ჭეთ. გა­ზე­თი "ლელო" აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს ქარ­თუ­ლი სპორ­ტი­სა და ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის პარტნი­ო­რო­ბას და მათ მხარ­და­ჭე­რას", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

"2016 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლის, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ლაშა ტა­ლა­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის პა­ტი­ვია, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი სპორ­ტუ­ლი გა­ზე­თის მთა­ვა­რი ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. ტა­ლა­ხა­ძის თქმით, გა­ზე­თი "ლელო" ის გა­მო­ცე­მაა, რო­მელ­საც სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ეც­ნო­ბი­ან და ბევრ სპორ­ტულ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იგე­ბენ. "წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­სა­ხე­ლე­ბა ისე­თი გა­მო­ცე­მის­გან, რო­გო­რიც "ლე­ლოა" ნამ­დვი­ლად დიდი პა­ტი­ვია. ეს არის გა­ზე­თი, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად კი­თხუ­ლო­ბენ სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და ბევ­რი სი­ახ­ლის გა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა ამ გა­ზე­თით", - აღ­ნიშ­ნა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში სპორ­ტუ­ლი ბარი გა­იხ­სნა. სას­ტუმ­როს მარ­კე­ტინ­გის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რის ნინო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ბა­რის გახ­სნა სიმბლუ­რად "ლე­ლოს" ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ამ­თხვი­ეს. მი­სი­ვე თქმით, ბარი მთლი­ა­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნებს. "სას­ტუმ­რო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გა­იხ­სნა სპორ­ტუ­ლი ბარი Legends. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბარი ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ სპორ­ტუ­ლი ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნებს. სპორ­ტულ ბარ­ში, სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, მრა­ვა­ლი აქ­ტი­ვო­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. გახ­სნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წა­რი­მარ­თა, რად­გან ჩვენ ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ სპორ­ტულ გა­ზეთ "ლე­ლოს­თან", რო­მელ­მაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სპორ­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ჯა­მა და ოლიმ­პი­ე­ლი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და­ვა­ჯილ­დო­ვეთ", - გა­ნა­ცხა­და ნინო ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რი იყო ჩემ­პი­ონ­თა აკა­დე­მია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლისტ მაიკ ბარ­ვის­თან ერ­თად შე­იქ­მნა და პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ამე­რი­კუ­ლი ცენ­ტრია.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბი, სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი და სპორ­ტის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ეს­წრნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ლელომ" 2016 წლის "საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს გადასცა

"ლელომ" 2016 წლის "საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს გადასცა

გაზეთმა "ლელომ" დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა. "2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული კი ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს გადაეცა.

83 წლის ისტორიის მქონე სპორტული გაზეთის, "ლელოს" დამსახურებული რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის განცხადებით, გაზეთს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გაუშუქებია და არაერთი სპორტსმენი წარუდგენია ფართო საზოგადოების წინაშე. მისი თქმით, გამოცემა კვლავ აქტიურად განაგრძობს ქართული სპორტის გვერდში დგომას და ქართველი სპორტსმენების წახალისებას. "გაზეთი "ლელო" 83 წლის ისტორიას ითვლის, შესაბამისად, ცხადია, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სპორტსმენი გაგვიცნია საზოგადოებისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც ბევრი სპორტული მიღწევა აქვს ჩვენს ქვეყანას, სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მიუხედავად არაერთი გამოჩენილი სპორტსმენისა, 2016 წელს უდავოდ გამორჩეული იყო ლაშა ტალახაძე. ჩვენ დღეს მას წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მივანიჭეთ. გაზეთი "ლელო" აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების პარტნიორობას და მათ მხარდაჭერას", - განაცხადა თენგიზ გაჩეჩილაძემ.

"2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ტიტულის მფლობელის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის განცხადებით, მისთვის პატივია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული გაზეთის მთავარი ტიტულის მფლობელი გახდა. ტალახაძის თქმით, გაზეთი "ლელო" ის გამოცემაა, რომელსაც სპორტის მოყვარულები აქტიურად ეცნობიან და ბევრ სპორტულ მნიშვნელოვან ინფორმაციას იგებენ. "წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება ისეთი გამოცემისგან, როგორიც "ლელოა" ნამდვილად დიდი პატივია. ეს არის გაზეთი, რომელსაც აქტიურად კითხულობენ სპორტის მოყვარულები და ბევრი სიახლის გაგება შეიძლება ამ გაზეთით", - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

იხილეთ ვიდეო

სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად, Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში სპორტული ბარი გაიხსნა. სასტუმროს მარკეტინგის კომუნიკაციების მენეჯერის ნინო ჩეჩელაშვილის თქმით, ბარის გახსნა სიმბლურად "ლელოს" ღონისძიებას დაამთხვიეს. მისივე თქმით, ბარი მთლიანად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს. "სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიხსნა სპორტული ბარი Legends. მინდა აღვნიშნო, რომ ბარი ერთადერთი ყველაზე მასშტაბურ სპორტული ბარია საქართველოში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს. სპორტულ ბარში, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, მრავალი აქტივობა გაიმართება. გახსნა განსაკუთრებულად წარიმართა, რადგან ჩვენ ვითანამშრომლეთ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან", რომელმაც უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენები შეაჯამა და ოლიმპიელი ლაშა ტალახაძე დავაჯილდოვეთ", - განაცხადა ნინო ჩეჩელაშვილმა.

ღონისძიების პარტნიორი იყო ჩემპიონთა აკადემია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალური ფიზიკური მომზადების სპეციალისტ მაიკ ბარვისთან ერთად შეიქმნა და პირველი საერთაშორისო დონის ამერიკული ცენტრია.

ღონისძიებას სპორტული ფედერაციები, სამინისტროს წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებული პირები დაესწრნენ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი