პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფლის და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა - მაია მიმინოშვილი კვლევის შედეგებზე
სოფლის და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა - მაია მიმინოშვილი კვლევის შედეგებზე

რო­დე­საც სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებს შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა, ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვარ­ღვევთ თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ციპს, - ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს კონ­ფე­რენ­ცი­ის - "სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბა: სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი" და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კვლე­ვის შე­დე­გებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის, ეს სა­კი­თხი, რაც სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებს ეხე­ბა.

"რო­დე­საც სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებს შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა, ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვარ­ღვევთ ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ციპს თა­ნა­ბა­რი ხემ­ლი­საწ­ვდო­მო­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებ­ში, რომ ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აქვთ, ვიდ­რე სოფ­ლის და რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს. ცალ­კე რე­გი­ონს ვე­რაფ­რით ვერ გა­მოვ­ყოფ. ერ­თა­დერ­თი გა­მოვ­ყოფ­დი იმ რე­გი­ონს, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას, მათ შო­რის მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია.

"მე მა­ინც და­ვი­წყებ­დი ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მო­წყო­ბით, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ და­გეგ­მა და სა­ინ­ტე­რე­სოა, მი­ვაღ­წი­ეთ თუ არა იმ შე­დეგს, რაც და­გეგ­მი­ლი იყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მიღ­წე­ულ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­სა და და­გეგ­მილ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა", - აღ­ნიშ­ნა მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

სოფლის და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა - მაია მიმინოშვილი კვლევის შედეგებზე

სოფლის და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა - მაია მიმინოშვილი კვლევის შედეგებზე

როდესაც სოფლის სკოლის მოსწავლეებსა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ თანაბარი ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ პრინციპს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის - "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები" დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, კვლევის შედეგებში დაფიქსირებულია, მათ შორის, ეს საკითხი, რაც სოფლისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს ეხება.

"როდესაც სოფლის სკოლის მოსწავლეებისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ ფუნდამენტურ პრინციპს თანაბარი ხემლისაწვდომობისა. სამწუხაროდ, ეს არის დაფიქსირებული კვლევის შედეგებში, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის და რეგიონების სკოლის მოსწავლეებს. ცალკე რეგიონს ვერაფრით ვერ გამოვყოფ. ერთადერთი გამოვყოფდი იმ რეგიონს, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, მოსწავლეების მიღწევებზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

"მე მაინც დავიწყებდი ქვეყანაში განათლების სისტემის მოწყობით, ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც განათლების სამინისტრომ დაგეგმა და საინტერესოა, მივაღწიეთ თუ არა იმ შედეგს, რაც დაგეგმილი იყო. აღმოჩნდა, რომ მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და დაგეგმილ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის დიდი სხვაობაა", - აღნიშნა მიმინოშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი