საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მეგონა ხალხს ასეთი ბოღმა თუ ჰქონდა, მწერენ: მახინჯო, არ ხარ პროექტის ღირსიო" - "იქს ფაქტორის" დივას ნოტარიუსობა სურს
"არ მეგონა ხალხს ასეთი ბოღმა თუ ჰქონდა, მწერენ: მახინჯო, არ ხარ პროექტის ღირსიო" - "იქს ფაქტორის" დივას ნოტარიუსობა სურს

22 წლის სოფო სა­ჟი­ნი­ა­ნი მა­ყუ­რე­ბელ­მა პრო­ექ­ტი­დან "იქს ფაქ­ტო­რი" გა­იც­ნო. სოფო მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გო­გო­ნაა, და­მარ­ცხე­ბას არ ეგუ­ე­ბა და ამის დას­ტუ­რია ისიც რომ მან პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­ო­რედ სცა­და. ის "იქს ფაქ­ტო­რის" ოთხი სკა­მის ტუ­რი­დან სოფო ნი­ჟა­რა­ძემ 2015 წელს გა­უშ­ვა, თუმ­ცა სოფო არ და­ნებ­და და იმი­ჯშეც­ვლი­ლი 2017 წელს პრო­ექ­ტში ისევ დაბ­რუნ­და.

შოუს პირ­ველ ლა­ივ­ზე, 28 მა­ისს, სოფო სა­ჟი­ნი­ა­ნი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდა, მაგ­რამ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრო­ექ­ტი მე­ო­რე აუტ­სა­ი­დერ­მა ოთო ღურწკა­ი­ამ და­ტო­ვა.

- სოფო, ელო­დით აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვედ­რას?

- აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დგო­მას რა თქმა უნდა არ გა­მოვ­რი­ცხავ­დი, რად­გან ბევ­რი კარ­გი კონ­კურ­სან­ტია "იქს ფაქ­ტორ­ში" და მარ­ტი­ვად შე­მეძ­ლო და­მე­ტო­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი. გული დამ­წყდა ოთო ღურწკა­ი­ა­ზე, ვთვლი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი იყო და მის გულ­შე­მატ­კივ­რებს რომ ეაქ­ტი­უ­რათ, ეს არ მოხ­დე­ბო­და. ერთი ზა­რიც რომ გა­მო­ეშ­ვა თი­თო­ე­ულ მხარ­დამ­ჭერს აუტ­სა­ი­დე­რებ­შიც არ მოვ­ხვდე­ბო­დით. "იქს ფაქ­ტო­რის" გვერ­დზეც და პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში მწე­რენ - "შე მა­ხინ­ჯო, არ ხარ პრო­ექ­ტის ღირ­სი", "არ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მა­ინც გა­ვარ­დე­ბიო"... არ მე­გო­ნა ხალ­ხს ასე­თი ბოღ­მა თუ ჰქონ­და. მაგ­რამ, მად­ლო­ბა­საც ვე­უბ­ნე­ბი ამ ხალ­ხს, მათი აგ­რე­სია ძა­ლას მმა­ტებს და სამ­მა­გად მაძ­ლი­ე­რებს.

სოფო სა­ჟი­ნი­ა­ნი 2015 წლის "იქს ფაქ­ტორ­ში"

- სოფო ნი­ჟა­რა­ძემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, პრო­ექ­ტში ხმას თუ არ მოგ­ცემ­და. მგო­ნი გა­გა­ღი­ზი­ა­ნა ამ ნათ­ქვამ­მა, რად­გან თვლი რომ პრო­ექ­ტში ყოფ­ნა გე­კუთ­ვნის?

- არ გა­მა­ღი­ზი­ა­ნა. ეს მისი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, გა­მიკ­ვირ­და კი­დეც პრო­ექ­ტში მე რომ დამ­ტო­ვეს, როცა გა­მო­ა­ცხა­დეს ოთო ტო­ვებ­და პრო­ექტს ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რად­გან მას კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბი ჰქონ­და. მე და სოფო ნი­ჟა­რა­ძეს შო­რის არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არ­სე­ბობს. მან და­ი­ნა­ხა ჩემი ნიჭი და მხარს მი­ჭერს. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ ამ ყვე­ლა­ფერს.

- "იქს ფაქ­ტო­რის" დი­ვას გი­წო­დე­ბენ, მი­სა­ღე­ბია ეს სტა­ტუ­სი თქვენ­თვის?

- გა­აჩ­ნია ვინ რო­გორ აღიქ­ვამს დი­ვას. ალ­ბათ მე ასე და­მი­ნა­ხეს და ამი­ტო­მაც მო­მა­ნი­ჭეს ეს სტა­ტუ­სი. ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი ვარ. ჩემი ვი­ზუ­ა­ლის გამო ყვე­ლას "სტერ­ვა" ვგო­ნი­ვარ. რე­ა­ლუ­რად გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ვინც მიც­ნობს ყვე­ლა იტყვის ამას. უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნი ვარ და ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ხალ­ხს ვერ და­ვა­ნა­ხე.

- ჩვენ­თვის მო­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, თქვით რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავთ, ისევ ერ­თად ხართ?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ. უბ­რა­ლოდ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი ვი­საც და­ვეყ­რდნო­ბი. ის ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არ ვართ, და­ო­ჯა­ხე­ბა­საც არ ვა­პი­რებ, რად­გან ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა.

- რა­ტომ მა­ლავ ამ ადა­მი­ანს?

- კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღა­ცე­ე­ბის აფი­ში­რე­ბა არ მიყ­ვარს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ ვიყო დავ­დებ­დი მის ფო­ტო­ებს ინ­სტაგ­რამ­ზე, მაგ­რამ არ არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რა­ტომ დავ­დო?

- ე.ი. ხარ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც არ გიყ­ვარს...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ამ ადა­მი­ანს არა­სო­დეს არ ერ­ქვა. ის არის ახლო მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ვუ­ზი­ა­რებ ყვე­ლა­ფერს და შე­მიძ­ლია და­ვეყ­რდნო. დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჯერ არას­დროს მწვე­ვია.

- რა გეგ­მე­ბი გაქვს სა­მო­მავ­ლოდ?

- მინ­და ნო­ტა­რი­უ­სი გავ­ხდე. მშვი­დი და რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ხში­რად გან­ვმარ­ტოვ­დე­ბი ბუ­ნე­ბა­ში, ან სად­მე ვე­რან­და­ზე, სა­დაც ან წიგნს ვკი­თხუ­ლობ ან ბევ­რს ვფიქ­რობ. სა­მო­მავ­ლოდ მინ­და მშვი­დი ცხოვ­რე­ბა. არა­ფე­რი სა­დარ­დე­ბე­ლი რომ არ მქონ­დეს. მინ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი მქონ­დეს სტა­ტუ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მირ­ჩევ­ნია თქვან, ეს გოგო ვერ მღე­რის, ვიდ­რე თქვან რომ მე ცუდი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ოჯა­ხი რო­გორ ხვდე­ბა თქვენს სექ­სუ­ა­ლურ იმიჯს სცე­ნა­ზე?

- ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში ვარ აღ­ზრდი­ლი, მათ­თვის რთუ­ლია ჩემი სექ­სუ­ა­ლუ­რი იმი­ჯის აღ­ქმა. უფრო მწვა­ვედ აღიქ­ვა­მენ ყვე­ლა­ფერს. რა­საც მი­ვაღ­წიე ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი დედ-მა­მის ხელ­შე­წყო­ბის და ჩემი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემი წარ­მა­ტე­ბა მშობ­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია, ამი­ტომ სულ ვცდი­ლობ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მათი აზრი.

- ცნო­ბი­ლია, რომ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­მო­გიჩ­ნდა...

- სულ მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, მაგ­რამ ახლა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მია მყავს. მა­შინ "არ­მუ­კა" მყავ­და. ზოგი ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, ცო­ლებს არ უძღვნი­ან ალ­ბათ ისეთ ელ­ქსებს, მე რა­საც მწე­რენ და ვცდი­ლობ ყვე­ლა ასეთ ადა­მი­ანს ვუ­პა­სუ­ხო...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"არ მეგონა ხალხს ასეთი ბოღმა თუ ჰქონდა, მწერენ: მახინჯო, არ ხარ პროექტის ღირსიო" - "იქს ფაქტორის" დივას ნოტარიუსობა სურს

"არ მეგონა ხალხს ასეთი ბოღმა თუ ჰქონდა, მწერენ: მახინჯო, არ ხარ პროექტის ღირსიო" - "იქს ფაქტორის" დივას ნოტარიუსობა სურს

22 წლის სოფო საჟინიანი მაყურებელმა პროექტიდან "იქს ფაქტორი" გაიცნო. სოფო მიზანდასახული გოგონაა, დამარცხებას არ ეგუება და ამის დასტურია ისიც რომ მან პროექტში მონაწილეობა მეორედ სცადა. ის "იქს ფაქტორის" ოთხი სკამის ტურიდან სოფო ნიჟარაძემ 2015 წელს გაუშვა, თუმცა სოფო არ დანებდა და იმიჯშეცვლილი 2017 წელს პროექტში ისევ დაბრუნდა.

შოუს პირველ ლაივზე, 28 მაისს, სოფო საჟინიანი აუტსაიდერებში მოხვდა, მაგრამ გიორგი გაბუნიას გადაწყვეტილებით, პროექტი მეორე აუტსაიდერმა ოთო ღურწკაიამ დატოვა.

- სოფო, ელოდით აუტსაიდერებში მოხვედრას?

- აუტსაიდერებში დგომას რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავდი, რადგან ბევრი კარგი კონკურსანტია "იქს ფაქტორში" და მარტივად შემეძლო დამეტოვებინა პროექტი. გული დამწყდა ოთო ღურწკაიაზე, ვთვლი ძლიერი კონკურსანტი იყო და მის გულშემატკივრებს რომ ეაქტიურათ, ეს არ მოხდებოდა. ერთი ზარიც რომ გამოეშვა თითოეულ მხარდამჭერს აუტსაიდერებშიც არ მოვხვდებოდით. "იქს ფაქტორის" გვერდზეც და პირად შეტყობინებებში მწერენ - "შე მახინჯო, არ ხარ პროექტის ღირსი", "არ უნდა დარჩენილიყავი და მაინც გავარდებიო"... არ მეგონა ხალხს ასეთი ბოღმა თუ ჰქონდა. მაგრამ, მადლობასაც ვეუბნები ამ ხალხს, მათი აგრესია ძალას მმატებს და სამმაგად მაძლიერებს.

სოფო საჟინიანი 2015 წლის "იქს ფაქტორში"

- სოფო ნიჟარაძემ გადაწყვეტილების მიღებისას განაცხადა, რომ მორალური უფლება არ ჰქონდა, პროექტში ხმას თუ არ მოგცემდა. მგონი გაგაღიზიანა ამ ნათქვამმა, რადგან თვლი რომ პროექტში ყოფნა გეკუთვნის?

- არ გამაღიზიანა. ეს მისი შეხედულებაა, გამიკვირდა კიდეც პროექტში მე რომ დამტოვეს, როცა გამოაცხადეს ოთო ტოვებდა პროექტს ძალიან გამიკვირდა, რადგან მას კარგი შეფასებები ჰქონდა. მე და სოფო ნიჟარაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მან დაინახა ჩემი ნიჭი და მხარს მიჭერს. ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს.

- "იქს ფაქტორის" დივას გიწოდებენ, მისაღებია ეს სტატუსი თქვენთვის?

- გააჩნია ვინ როგორ აღიქვამს დივას. ალბათ მე ასე დამინახეს და ამიტომაც მომანიჭეს ეს სტატუსი. ცხოვრებაში ძალიან უბრალო ადამიანი ვარ. ჩემი ვიზუალის გამო ყველას "სტერვა" ვგონივარ. რეალურად გულწრფელი ადამიანი ვარ, ვინც მიცნობს ყველა იტყვის ამას. უშუალო ადამიანი ვარ და ჯერჯერობით ეს ხალხს ვერ დავანახე.

- ჩვენთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, თქვით რომ შეყვარებული გყავთ, ისევ ერთად ხართ?

- შეყვარებული არ ვარ. უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი ვისაც დავეყრდნობი. ის ინტერნეტით გავიცანი, მაგრამ შეყვარებულები არ ვართ, დაოჯახებასაც არ ვაპირებ, რადგან ჯერ ძალიან ადრეა.

- რატომ მალავ ამ ადამიანს?

- კონკრეტული რაღაცეების აფიშირება არ მიყვარს. შეყვარებული რომ ვიყო დავდებდი მის ფოტოებს ინსტაგრამზე, მაგრამ არ არის შეყვარებული და რატომ დავდო?

- ე.ი. ხარ ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს...

- შეყვარებული ამ ადამიანს არასოდეს არ ერქვა. ის არის ახლო მეგობარი, რომელსაც ვუზიარებ ყველაფერს და შემიძლია დავეყრდნო. დიდი სიყვარული ჯერ არასდროს მწვევია.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

- მინდა ნოტარიუსი გავხდე. მშვიდი და რომანტიკული ადამიანი ვარ. ხშირად განვმარტოვდები ბუნებაში, ან სადმე ვერანდაზე, სადაც ან წიგნს ვკითხულობ ან ბევრს ვფიქრობ. სამომავლოდ მინდა მშვიდი ცხოვრება. არაფერი სადარდებელი რომ არ მქონდეს. მინდა მოპოვებული მქონდეს სტატუსი საზოგადოებაში. მირჩევნია თქვან, ეს გოგო ვერ მღერის, ვიდრე თქვან რომ მე ცუდი ადამიანი ვარ.

- ოჯახი როგორ ხვდება თქვენს სექსუალურ იმიჯს სცენაზე?

- ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ აღზრდილი, მათთვის რთულია ჩემი სექსუალური იმიჯის აღქმა. უფრო მწვავედ აღიქვამენ ყველაფერს. რასაც მივაღწიე ამ ცხოვრებაში ყველაფერი დედ-მამის ხელშეწყობის და ჩემი შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. ჩემი წარმატება მშობლების ბედნიერების პირდაპირპროპორციულია, ამიტომ სულ ვცდილობ გავითვალისწინო მათი აზრი.

- ცნობილია, რომ უამრავი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა...

- სულ მყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ ახლა თაყვანისმცემლების არმია მყავს. მაშინ "არმუკა" მყავდა. ზოგი ძალიან შემაწუხებელია, ცოლებს არ უძღვნიან ალბათ ისეთ ელქსებს, მე რასაც მწერენ და ვცდილობ ყველა ასეთ ადამიანს ვუპასუხო...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება