პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი თბილისში - რა კადრები გადაიღო თვითმხილველმა
ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი თბილისში - რა კადრები გადაიღო თვითმხილველმა

სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვის და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც თბი­ლის­ში ძაღ­ლე­ბის სა­დის­ტუ­რად და­ხოც­ვის ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 1-ელ ივ­ნისს და­ფიქ­სირ­და. მო­ქა­ლა­ქემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდ­გო­რის გზის პი­რას შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა ათამ­დე და­ხო­ცი­ლი ძაღ­ლი და ამ ძაღ­ლის ლე­შებ­თან დაყ­რი­ლი ოთხი ცო­ცხა­ლი ლეკ­ვი.

"თვითმხილ­ველ­მა, ა. ა-მ სა­კუ­თა­რი"ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სო­ფელ დიღ­მის ბო­ლოს აღ­მო­ა­ჩი­ნა 10 მკვდა­რი ძაღ­ლი და 4 ცო­ცხა­ლი ლეკ­ვი. მან გა­მო­ი­ძა­ხა თბი­ლი­სის მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია (ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ოთ "112-დან"). ფაქ­ტის ფო­ტო­მა­სა­ლა გა­და­ღე­ბუ­ლია თვითმხილ­ვე­ლის მიერ 2017 წლის 01 ივ­ნისს.

სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვის და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­სას­ტი­კე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ამ ძაღ­ლე­ბის პატ­რო­ნის (პატ­რო­ნე­ბის) მიერ ან მისი უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბით. სა­ვა­რა­უ­დოთ, ამ ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არის ჯი­ში­ა­ნი. სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვია, რომ ეს ძაღ­ლე­ბი იყ­ვნენ ცხვრის ფა­რის, ან რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის ფერ­მის დამ­ცვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პატ­რონ­მა მო­ი­შო­რა სა­დის­ტუ­რი მე­თო­დით და გა­და­ყა­რა რო­გორც ნა­გა­ვი.

GSPSA ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სი­სას­ტი­კის ფაქ­ტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ერ­თდო­უ­ლად ყვე­ლა ცხო­ველ­ზე და ჯგუ­ფუ­რად, ვი­ნა­ი­დან ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის 10 ერ­თე­უ­ლი" - ვკი­თხუ­ლობთ ცხო­ველ­თა დაც­ვის და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დარ­ჩე­ნი­ლი 4 ლეკ­ვი გა­დაყ­ვა­ნი­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს, მოხ­დეს ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და პა­სუ­ხი აგოს დამ­ნა­შა­ვემ.

წყა­რო: gspsa.org.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი თბილისში - რა კადრები გადაიღო თვითმხილველმა

ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი თბილისში - რა კადრები გადაიღო თვითმხილველმა

საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თბილისში ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი გამოვლინდა.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 1-ელ ივნისს დაფიქსირდა. მოქალაქემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდგორის გზის პირას შემთხვევით აღმოაჩინა ათამდე დახოცილი ძაღლი და ამ ძაღლის ლეშებთან დაყრილი ოთხი ცოცხალი ლეკვი.

"თვითმხილველმა, ა. ა-მ საკუთარი"ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები და ინფორმაცია, რომლის თანახმად თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ დიღმის ბოლოს აღმოაჩინა 10 მკვდარი ძაღლი და 4 ცოცხალი ლეკვი. მან გამოიძახა თბილისის მერიის სამსახური და საპატრულო პოლიცია (ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ "112-დან"). ფაქტის ფოტომასალა გადაღებულია თვითმხილველის მიერ 2017 წლის 01 ივნისს.

საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სისასტიკე განხორციელებულია ამ ძაღლების პატრონის (პატრონების) მიერ ან მისი უშუალო დავალებით. სავარაუდოთ, ამ ძაღლების უმრავლესობა არის ჯიშიანი. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს ძაღლები იყვნენ ცხვრის ფარის, ან რქოსანი პირუტყვის ფერმის დამცველები, რომლებიც პატრონმა მოიშორა სადისტური მეთოდით და გადაყარა როგორც ნაგავი.

GSPSA ასევე დარწმუნებულია, რომ სისასტიკის ფაქტი განხორციელებულია ერთდოულად ყველა ცხოველზე და ჯგუფურად, ვინაიდან ცხოველების რაოდენობა არის 10 ერთეული" - ვკითხულობთ ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" ინფორმაციით, გადარჩენილი 4 ლეკვი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში. ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, მოხდეს ობიექტური გამოძიება და პასუხი აგოს დამნაშავემ.

წყარო: gspsa.org.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი