მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 წლის გმირი ბიჭუნა, რომელმაც დაკარგული მოხუცი ქალი ერთი ზარით გადაარჩინა
13 წლის გმირი ბიჭუნა, რომელმაც დაკარგული მოხუცი ქალი ერთი ზარით გადაარჩინა

1-ელ ივ­ნისს, ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს "112"-ის დე­პარ­ტა­მენ­ტში პრო­ექ­ტის - "112-ის გმი­რი" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. 4 მო­ზარდს "112-ის გმი­რის" წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა, 16-ს კი მად­ლო­ბის სი­გე­ლი გა­და­ე­ცა.

გმი­რებს შო­რის ერთ-ერ­თია 13 წლის გი­ორ­გი გო­ზა­ლიშ­ვი­ლია. პა­ტა­რა ბიჭ­მა მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა. მან გორ­ში, ქუ­ჩა­ში და­კარ­გულ მო­ხუც ქალ­ბა­ტონს დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. გი­ორ­გიმ "112"-ში და­რე­კა და ოპე­რა­ტორს და­კარ­გუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის შე­სა­ხებ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ბიჭ­მა უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის მის­ვლამ­დე არ მი­ა­ტო­ვა.

112 იმ ჩა­ნა­წერ­საც აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი ოპე­რა­ტორს ესა­უბ­რე­ბა და მას და­კარ­გუ­ლი 80 წლის მო­ხუ­ცის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის:

"გა­მარ­ჯო­ბა, გო­რი­დან გა­წუ­ხებთ. ქუ­ჩა­ში მივ­დი­ო­დით და მო­ხუ­ცი ქალი ვნა­ხეთ, და­ი­კარ­გა მგო­ნი... მო­ხუ­ცია, 80 წლი­საა. ნაც­რის­ფე­რი პალ­ტო აც­ვია, სას­წრა­ფო არ ჭირ­დე­ბა, ცუ­დად არ არის. მე 13 წლის ვარ, გი­ორ­გი გო­ზა­ლიშ­ვი­ლი" - ეუბ­ნე­ბა ბიჭი ოპე­რა­ტორს.

იხი­ლეთ ვი­დეო

გი­ორ­გის მსგავ­სად და­ა­ჯილ­დო­ვეს ლუკა ცხვე­და­ძე (თბი­ლი­სი), გი­ორ­გი ას­კი­ლაშ­ვი­ლი (რუს­თა­ვი) და მა­რი­ამ ჩხა­ი­ძე (თბი­ლი­სი).

9 წლის ლუკა ცხვე­და­ძემ "112"-ში უმ­ცრო­სი ძმის - 2 წლის გაბ­რი­ე­ლის და­სახ­მა­რებ­ლად და­რე­კა. სა­ნამ უფ­რო­სე­ბი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შე­უძ­ლოდ გამ­ხდა­რი გაბ­რი­ე­ლის დახ­მა­რე­ბას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ, ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლუ­კამ მი­ი­ღო. ბიჭი არ და­იბ­ნა, 112-ზე და­რე­კა, ოპე­რა­ტორს სწრა­ფად მი­ა­წო­და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხა. დღეს, ლუ­კას დამ­სა­ხუ­რე­ბით, პა­ტა­რა გაბ­რი­ე­ლი თავს კარ­გად გრძნობს.

9 წლის გი­ორ­გი ას­კი­ლაშ­ვილ­მაც 112-ზე ძმის და­სახ­მა­რებ­ლად და­რე­კა. მის­მა უმ­ცროს­მა ძმამ თა­მა­შის დროს თა­ვის ტრავ­მა მი­ი­ღო და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. გი­ორ­გიმ მა­შინ­ვე 112-ზე და­რე­კა, ოპე­რა­ტორ­თან ყვე­ლა წე­სის დაც­ვით ითა­ნამ­შრომ­ლა და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხა.

11 წლის მა­რი­ა­მი სახ­ლში მარ­ტო იყო, როცა მა­ღა­ლი სი­ცხის გამო ცუ­დად გახ­და. მან ამის თა­ო­ბა­ზე მშობ­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, სა­ნამ ისი­ნი შინ დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და 112-ზეც და­რე­კა. გო­გო­ნამ ოპე­რა­ტორს თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას და­ე­ლო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

13 წლის გმირი ბიჭუნა, რომელმაც დაკარგული მოხუცი ქალი ერთი ზარით გადაარჩინა

13 წლის გმირი ბიჭუნა, რომელმაც დაკარგული მოხუცი ქალი ერთი ზარით გადაარჩინა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტში პროექტის - "112-ის გმირი" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 4 მოზარდს "112-ის გმირის" წოდება მიენიჭა, 16-ს კი მადლობის სიგელი გადაეცა.

გმირებს შორის ერთ-ერთია 13 წლის გიორგი გოზალიშვილია. პატარა ბიჭმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. მან გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ "112"-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ქალბატონი პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა.

112 იმ ჩანაწერსაც აქვეყნებს, რომელზეც გიორგი ოპერატორს ესაუბრება და მას დაკარგული 80 წლის მოხუცის შესახებ ინფორმაციას აწვდის:

"გამარჯობა, გორიდან გაწუხებთ. ქუჩაში მივდიოდით და მოხუცი ქალი ვნახეთ, დაიკარგა მგონი... მოხუცია, 80 წლისაა. ნაცრისფერი პალტო აცვია, სასწრაფო არ ჭირდება, ცუდად არ არის. მე 13 წლის ვარ, გიორგი გოზალიშვილი" - ეუბნება ბიჭი ოპერატორს.

იხილეთ ვიდეო

გიორგის მსგავსად დააჯილდოვეს ლუკა ცხვედაძე (თბილისი), გიორგი ასკილაშვილი (რუსთავი) და მარიამ ჩხაიძე (თბილისი).

9 წლის ლუკა ცხვედაძემ "112"-ში უმცროსი ძმის - 2 წლის გაბრიელის დასახმარებლად დარეკა. სანამ უფროსები საკუთარი ძალებით შეუძლოდ გამხდარი გაბრიელის დახმარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ლუკამ მიიღო. ბიჭი არ დაიბნა, 112-ზე დარეკა, ოპერატორს სწრაფად მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. დღეს, ლუკას დამსახურებით, პატარა გაბრიელი თავს კარგად გრძნობს.

9 წლის გიორგი ასკილაშვილმაც 112-ზე ძმის დასახმარებლად დარეკა. მისმა უმცროსმა ძმამ თამაშის დროს თავის ტრავმა მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გიორგიმ მაშინვე 112-ზე დარეკა, ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

11 წლის მარიამი სახლში მარტო იყო, როცა მაღალი სიცხის გამო ცუდად გახდა. მან ამის თაობაზე მშობლებს შეატყობინა, პარალელურად კი, სანამ ისინი შინ დაბრუნდებოდნენ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 112-ზეც დარეკა. გოგონამ ოპერატორს თავისი მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაელოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი