პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოლიძეზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია
დოლიძეზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, "თი-ბი-სი ფეის" ინ­კა­სა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბის ფაქ­ტზე 2 პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, უწყე­ბის თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს მე-5 გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, ორი პირი: 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ს. და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, "თი-ბი-სი ფეის" ინ­კა­სა­ცი­ის 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით და­ა­ყა­ჩა­ღეს, 38 025 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტა გა­ი­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან 2 დღე­ში, გ.კ. თბი­ლის­ში, ხოლო ვ.ს. დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, გ.კ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის და ვ.ს.-ს სახ­ლის ჩხრე­კი­სას, გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 16 000 ლარი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ვ.ს.-ს სახ­ლი­დან ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია 2 პის­ტო­ლე­ტი, რომ­ლე­ბიც გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს ცნო­ბით, ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით) მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დოლიძეზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

დოლიძეზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

სამართალდამცველებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი: 1993 წელს დაბადებული გ.კ. და 1993 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის 2 თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან 2 დღეში, გ.კ. თბილისში, ხოლო ვ.ს. დედოფლისწყაროში დააკავეს. პოლიციამ, გ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის და ვ.ს.-ს სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.ს.-ს სახლიდან ასევე ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ