ღვინის სასარგებლო თვისებებს დიდი ხანია იცნობენ და არა მხოლოდ ყოფაში, არამედ მედიცინაშიც იყენებენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ეს სასმელი ხელს უწყობს სასიცოცხლო ძალების აღდგენას, ამაღლებს ტონუსს, მატებს მხნეობას, ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ამინომჟავებით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას. ნატურალური ღვინოების შემადგენლობაში შემავალი სპეციფიკური ნივთიერება აფერხებს უჯრედების დაბერებას და ხელს უშლის სიმსივნური პროცესების განვითარებას.
ღვინოს მკაფიოდ გამოხატული ანტიბაქტერიული თვისება აქვს. იგი ისეთი დაავადებების გამომწვევებსაც კი თრგუნავს, როგორიც არის ტუბერკულოზი, ქოლერა და მალარია. ნატურალური ღვინო სასარგებლოა გაციების, გრიპის, ფილტვების ანთების დროს.