პოლიტიკა
კონფლიქტები

7

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:37-ზე, მთვარე ვერძშია რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ონიანის ხოზე "ქართული შტრიხებით" - რას ამბობს ტენორი ჭოლას თანამედროვე "კარმენსა" და პარტნიორებზე
გია ონიანის ხოზე "ქართული შტრიხებით" - რას ამბობს ტენორი ჭოლას თანამედროვე "კარმენსა" და პარტნიორებზე

"ამ ეტაპ­ზე ვარ ბონ­ში, სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე დამ­რჩა რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი - "ატი­ლა" და "ტოს­კა"... თან, ახალ ოპე­რას პუ­ჩი­ნის "ტა­ბა­როს" ვსწავ­ლობ, რო­მელ­საც მო­მა­ვალ სე­ზონ­ზე ვიმ­ღე­რებ. ახლა იმი­ტომ ვსწავ­ლობ, რომ ზა­ფხულ­ში კარ­გად და­ვის­ვე­ნო და საქ­მე წინ წა­ვიგ­დო", - გვე­უბ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ოპე­რის ვარ­სკვლა­ვი, ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, ტე­ნო­რი გი­ორ­გი (გია) ონი­ა­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბია უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს...

თბი­ლი­სის ოპე­რის ფა­ნებ­მა ის ცოტა ხნის წინ ოპე­რა­ში "კარ­მე­ნი" იხი­ლეს, სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას უწევ­და ასე­ვე ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი.

- ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა თქვენ­მა ფო­ტომ "გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი" კოს­ტი­უ­მით ოპე­რიდან "ტოს­კა", ცოტა "და­მაფრ­თხო"...

- "ტოს­კა" პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში, 2001 წლის აპ­რილ­ში, ლე­გენ­და­რულ ჯან­სუღ კა­ხი­ძის დი­რი­ჟო­რო­ბით ვიმ­ღე­რე, მერე უამ­რავ დად­გმა­ში მო­მი­წია კა­ვა­რა­დო­სის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა. ეს იყო იტა­ლი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, რუ­სეთ­ში, ლატ­ვი­ა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ავ­სტრი­ა­ში... ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ მგო­ნი, 100-ჯერ მაქვს უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

კა­ვა­რა­დო­სი ჩემი საყ­ვა­რე­ლი რო­ლია და ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს პუ­ჩი­ნის ოპე­რე­ბი. მისი 7 ოპე­რა მაქვს რე­პერ­ტუ­არ­ში და ახლა მერ­ვე­ზე ვმუ­შა­ობ... დღე­ვან­დე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა ცდი­ლობს, და­უ­ახ­ლოვ­დეს დრა­მას და თა­მა­ში, გრი­მი და კოს­ტი­უ­მე­ბი ძა­ლი­ან ახ­ლოს დგას ნა­ტუ­რა­ლურ­თან...

ხოლო სის­ხლში ამოს­ვრი­ლი კოს­ტი­უ­მი, რა­ზეც ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებთ, სპე­ცი­ა­ლუ­რი თე­ატ­რა­ლუ­რი წი­თე­ლი სი­თხეა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რია...

- სა­ნამ "კარ­მე­ნის" თბი­ლი­სურ წარ­მოდ­გე­ნა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ზო­გა­დად რას იტყვით ამ ოპე­რა­ზე, სად გიმ­ღე­რი­ათ, რამ­დენ სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე და რას ნიშ­ნავს ეს წარ­მოდ­გე­ნა თქვენ­თვის?

- "კარ­მე­ნი" ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ოპე­რაა. მისი მუ­სი­კაც უკვე ჰი­ტე­ბად იქცა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხო­ზეს როლი და თუ რე­ჟი­სუ­რაც და პარტნი­ო­რე­ბიც ხელს გი­წყო­ბენ, თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ... ჟორჟ ბი­ზემ სი­უ­ჟე­ტი პროს­პერ მე­რი­მეს კარ­მენ­ზე ააგო, რო­მე­ლიც ლიბ­რე­ტოს­გან ოდ­ნავ გან­სხვავ­დე­ბა... ორი­გი­ნალ­ში ხოზე წარ­მო­შო­ბით ბას­კია, ბას­კე­ბი კი ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი მო­ნა­თე­სა­ვე ერი. ამი­ტომ, ხო­ზეს ხა­სი­ათ­ში ბევრ ქარ­თულ შტრიხს ვი­ჭერ, რაც ჩე­მი­ცაა და რო­ლის გა­თა­ვი­სე­ბას ეს მი­ად­ვი­ლებს...

პირ­ვე­ლად "კარ­მე­ნი" 2002 წელს იტა­ლი­ა­ში ვიმ­ღე­რე, სა­დაც გა­ვი­მარ­ჯვე რი­კარ­დო ძან­დო­ნა­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე, და­ვი­კა­ვე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და მას ერთ თვე­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მოჰ­ყვა, "კარ­მე­ნი" "რივა დელ გარ­დას" ფეს­ტი­ვალ­ზე მემ­ღე­რა. ფრან­გუ­ლი ენა არ ვიცი, ამი­ტომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ერთ თვე­ში რო­ლის მომ­ზა­დე­ბა... თან, ევ­რო­პა­ში ეს ჩემი პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი იყო. დიდი მონ­დო­მე­ბით მი­ვაღ­წიე შე­დეგს. შემ­დეგ კი, ვახ­ტანგ კა­ხი­ძემ მე და ნინო სურ­გუ­ლა­ძე, მი­ლა­ნი­დან, კარ­მე­ნის სა­კონ­ცერ­ტო შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ფეს­ტი­ვალ­ზე "შე­მოდ­გო­მის თბი­ლი­სი" მოგ­ვიწ­ვია. ის ამ როლ­ში ნი­ნოს დე­ბი­უ­ტი იყო. დღეს უკვე მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებ­ზე ას­რუ­ლებს, რი­თაც ვა­მა­ყობ.

ასე­ვე ვა­მა­ყობ იმით, რომ თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, სა­ხელ­მწი­ფო გა­მოც­და­ზე, კარ­მე­ნის მე-4 აქ­ტში ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლის პარტნი­ო­რი მე ვი­ყა­ვი. ვა­მა­ყობ, რომ მისი პირ­ვე­ლი ხო­ზეც მე გახ­ლდით და როცა ცოტა ხნის წინ სცე­ნა­ზე ამ ოპე­რა­ში შევ­ხვდი, მისი მა­გი­უ­რო­ბის ძალა ვიგ­რძე­ნი, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. სა­ო­ცა­რი პარტნი­ო­რია ანი­ტა...

- კი, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და ამ წარ­მოდ­გე­ნას, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან წუ­ლა­ძემ დად­გა...

- გარ­და ხმი­სა და უბად­ლო ტექ­ნი­კი­სა, ანი­ტას მსა­ხი­ო­ბო­ბაც მომ­ნუს­ხვე­ლია... ად­რეც ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ანი­ტას­ნა­ი­რი მე­ცო­სოპ­რა­ნო დღეს დე­და­მი­წა­ზე არ მე­გუ­ლე­ბა. ასე­თი­ვე ძლი­ე­რია სხვა რო­ლებ­შიც. გან­სა­კუთ­რე­ბით, შოკ­ში ვი­ყა­ვი მისი ამ­ნე­რი­სის მოს­მე­ნის მერე. მის­გან იმ­ხე­ლა ენერ­გია მო­დი­ო­და, რომ ჩვენც აგ­ვი­ყო­ლია და სიმ­ღე­რა, თა­მა­ში გაგ­ვი­ად­ვი­ლა.

სა­ერ­თოდ, ბედ­ნი­ე­რე­ბაა ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დგო­მა, რო­გო­რე­ბიც არი­ან - ანი­ტა, გი­ორ­გი გაგ­ნი­ძე, იანო ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ან­დღუ­ლა­ძე და რა­მაზ ჩიკ­ვი­ლა­ძე... მით უმე­ტეს, როცა დი­რი­ჟო­რობს მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ვერ­დის ინ­ტერპრე­ტა­ტო­რი - და­ნი­ელ ორე­ნი და თან, ლე­გენ­და­რულ ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის დად­გმა­ში.

- თქვენ­თვის რი­თია გა­მორ­ჩე­უ­ლი ლე­ვან წუ­ლა­ძის "კარ­მე­ნი"?

- ამ ყვე­ლაფ­რის­თვის დიდი მად­ლო­ბა თბი­ლი­სის თე­ატ­რის ახალ ხელ­მძღა­ნე­ლო­ბას, რომ ყი­ნუ­ლი და­იძ­რა და ამ­დე­ნი წლის მერე უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზით გა­ა­ნე­ბივ­რა ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მად­ლო­ბა ყვე­ლა დამ­ფი­ნან­სე­ბელს, ვინც გვერ­დში უდ­გას სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის სი­მაღ­ლე­ზე ყოფ­ნას.

არ მინ­და გა­მომ­რჩეს, რომ სხვა დე­ბი­უ­ტანტ პარტნი­ო­რებ­თან მო­მი­წია თბი­ლის­ში "კარ­მე­ნის" მღე­რა და მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო, რომ მო­დის ახა­ლი თა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც არა­ნაკ­ლებ დიდ კა­რი­ე­რას იმ­სა­ხუ­რებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მი­აღ­წე­ვენ კი­დეც, კერ­ძოდ, გა­მოვ­ყოფ ნა­ნი­კო ძი­ძი­გურს და ირი­ნა ალექ­სი­ძეს, მა­მა­კა­ცებ­ში კი, ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს - ნი­კო­ლოზ ლაგ­ვი­ლა­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან წუ­ლა­ძის დე­ბი­უტს სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, - ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა სფე­რო­ში ნი­ჭი­ე­რია... მო­მე­წო­ნა მისი საკ­მა­ოდ გა­ბე­დუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვა ისე, რომ სი­უ­ჟე­ტის მსვლე­ლო­ბი­დან არ გა­და­უხ­ვე­ვია... ინო­ვა­ცი­ე­ბი სა­ჭი­როა თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რში და თუ ის გე­მოვ­ნე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­სურ­ველ შე­დეგს იძ­ლე­ვა... ჩვენ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი იყო მისი რე­ჟი­სუ­რა და პუბ­ლი­კა­მაც თბი­ლად მი­ი­ღო. ვი­სურ­ვებ­დი, რომ კი­დევ ხში­რად მო­სინ­ჯოს ძა­ლე­ბი სა­ო­პე­რო სფე­რო­ში.

კარ­გია, რომ თბი­ლი­სის თე­ატრს საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბებ­ზე გარ­და ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­სა მოწ­ვე­უ­ლი უცხო­ე­ლი ცნო­ბი­ლი და თა­ვი­ან­თი რო­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლებ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი რომ ჩა­მო­ყავს, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი ოპე­რის ფა­ნე­ბი მხო­ლოდ ჩა­ნა­წე­რე­ბით იც­ნო­ბენ. ახლა კი ად­გილ­ზე მი­ე­ცათ მათი მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა... ამით ორ კურ­დღელს ვი­ჭერთ - ერთი, რომ თბი­ლი­სის ოპე­რის სო­ლის­ტებს, სტუ­დენ­ტებს და დამ­წყებ მომ­ღერ­ლებს მათი მოს­მე­ნით და თა­მა­შით ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­უძ­ლი­ათ და მე­ო­რე ის, რომ მსმე­ნე­ლის­თვის თვალ­სა­ჩი­ნო ხდე­ბა, რომ ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი არა­ვის არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან და შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ეძ­ლე­ვათ.

- ვიცი, რომ ვერ­დი გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვართ და მოდი, "აი­და­ზეც" შევ­ჩერ­დეთ.

- ეს ოპე­რა პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში 2005 წელს ვიმ­ღე­რე. იმის მერე 149-ჯერ შე­ვას­რუ­ლე რა­და­მე­სის როლი. ვერ­დის ოპე­რე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით სწო­რედ "აიდა" და "ტრუ­ბა­დუ­რის" შეს­რუ­ლე­ბა მიყ­ვარს. უკვე იმ­დენ­ჯერ მო­მი­წია მათ­მა შეს­რუ­ლე­ბამ, რომ პარტნი­ო­რე­ბის პარ­ტი­ე­ბიც კი ზე­პი­რად ვიცი. თუ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვინ­მე აკ­ლია, მათ რო­ლებს მე ვახ­მო­ვა­ნებ, ქალი იქ­ნე­ბა ეს თუ კაცი (იღი­მის).

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა მოყირ­ჭე­ბის თუ ყელ­ში ამოს­ვლის მო­მენ­ტიც მაქვს, როცა რო­ლებ­ზე 100 შეს­რუ­ლე­ბას გა­და­ცილ­დე­ბი...…ახლა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მე­ტად "ვე­რის­ტუ­ლი" ოპე­რე­ბი და XX სა­უ­კუ­ნის მუ­სი­კა მა­ნი­ჭებს.

სა­შინ­ლად რთუ­ლია სას­წავ­ლად, მაგ­რამ როცა მო­ამ­ზა­დებ, მერე მათი შეს­რუ­ლე­ბით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ. გან­სა­კუთ­რე­ბით ია­ნა­ჩე­კის მუ­სი­კა. მისი 2 ოპე­რა უკვე ვიმ­ღე­რე ჩე­ხურ ენა­ზე ("კა­ტია კა­ბა­ნო­ვა" და "იე­ნუ­ფა") და დვორ­ჟა­კის "რუ­სალ­კაც" ასე­ვე ჩე­ხუ­რად... ასე რომ, ახლა ჩემ­სკენ ასე­თი ამ­ბე­ბია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამოიყენებს თუ არა აშშ-ი საქართვოს ხელისუფლების მისამართით დამატებით შემზღუდავ მექანიზმებს

გია ონიანის ხოზე "ქართული შტრიხებით" - რას ამბობს ტენორი ჭოლას თანამედროვე "კარმენსა" და პარტნიორებზე

გია ონიანის ხოზე "ქართული შტრიხებით" - რას ამბობს ტენორი ჭოლას თანამედროვე "კარმენსა" და პარტნიორებზე

"ამ ეტაპზე ვარ ბონში, სეზონის ბოლომდე დამრჩა რამდენიმე სპექტაკლი - "ატილა" და "ტოსკა"... თან, ახალ ოპერას პუჩინის "ტაბაროს" ვსწავლობ, რომელსაც მომავალ სეზონზე ვიმღერებ. ახლა იმიტომ ვსწავლობ, რომ ზაფხულში კარგად დავისვენო და საქმე წინ წავიგდო", - გვეუბნება ქართველი ოპერის ვარსკვლავი, ნიჭიერი და წარმატებული მომღერალი, ტენორი გიორგი (გია) ონიანი, რომელიც წლებია უცხოეთში მოღვაწეობს...

თბილისის ოპერის ფანებმა ის ცოტა ხნის წინ ოპერაში "კარმენი" იხილეს, სადაც პარტნიორობას უწევდა ასევე ნიჭიერი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი.

- ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებულმა თქვენმა ფოტომ "გასისხლიანებული" კოსტიუმით ოპერიდან "ტოსკა", ცოტა "დამაფრთხო"...

- "ტოსკა" პირველად თბილისში, 2001 წლის აპრილში, ლეგენდარულ ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით ვიმღერე, მერე უამრავ დადგმაში მომიწია კავარადოსის როლის შესრულება. ეს იყო იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, რუსეთში, ლატვიაში, ყაზახეთში, ავსტრიაში... ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, 100-ჯერ მაქვს უკვე შესრულებული.

კავარადოსი ჩემი საყვარელი როლია და ზოგადად, ძალიან მიყვარს პუჩინის ოპერები. მისი 7 ოპერა მაქვს რეპერტუარში და ახლა მერვეზე ვმუშაობ... დღევანდელი რეჟისორებიდან უმრავლესობა ცდილობს, დაუახლოვდეს დრამას და თამაში, გრიმი და კოსტიუმები ძალიან ახლოს დგას ნატურალურთან...

ხოლო სისხლში ამოსვრილი კოსტიუმი, რაზეც ყურადღებას ამახვილებთ, სპეციალური თეატრალური წითელი სითხეა, რომელიც საკმაოდ ძვირია...

- სანამ "კარმენის" თბილისურ წარმოდგენაზე ვისაუბრებთ, ზოგადად რას იტყვით ამ ოპერაზე, სად გიმღერიათ, რამდენ საოპერო სცენაზე და რას ნიშნავს ეს წარმოდგენა თქვენთვის?

- "კარმენი" ყველა დროის ყველაზე პოპულარული ოპერაა. მისი მუსიკაც უკვე ჰიტებად იქცა. ძალიან მიყვარს ხოზეს როლი და თუ რეჟისურაც და პარტნიორებიც ხელს გიწყობენ, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ... ჟორჟ ბიზემ სიუჟეტი პროსპერ მერიმეს კარმენზე ააგო, რომელიც ლიბრეტოსგან ოდნავ განსხვავდება... ორიგინალში ხოზე წარმოშობით ბასკია, ბასკები კი ჩვენი ერთადერთი მონათესავე ერი. ამიტომ, ხოზეს ხასიათში ბევრ ქართულ შტრიხს ვიჭერ, რაც ჩემიცაა და როლის გათავისებას ეს მიადვილებს...

პირველად "კარმენი" 2002 წელს იტალიაში ვიმღერე, სადაც გავიმარჯვე რიკარდო ძანდონაის საერთაშორისო კონკურსზე, დავიკავე პირველი ადგილი და მას ერთ თვეში შემოთავაზება მოჰყვა, "კარმენი" "რივა დელ გარდას" ფესტივალზე მემღერა. ფრანგული ენა არ ვიცი, ამიტომ ძალიან გამიჭირდა ერთ თვეში როლის მომზადება... თან, ევროპაში ეს ჩემი პირველი სპექტაკლი იყო. დიდი მონდომებით მივაღწიე შედეგს. შემდეგ კი, ვახტანგ კახიძემ მე და ნინო სურგულაძე, მილანიდან, კარმენის საკონცერტო შესრულებისთვის, ფესტივალზე "შემოდგომის თბილისი" მოგვიწვია. ის ამ როლში ნინოს დებიუტი იყო. დღეს უკვე მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე ასრულებს, რითაც ვამაყობ.

ასევე ვამაყობ იმით, რომ თბილისის კონსერვატორიაში, სახელმწიფო გამოცდაზე, კარმენის მე-4 აქტში ანიტა რაჭველიშვილის პარტნიორი მე ვიყავი. ვამაყობ, რომ მისი პირველი ხოზეც მე გახლდით და როცა ცოტა ხნის წინ სცენაზე ამ ოპერაში შევხვდი, მისი მაგიურობის ძალა ვიგრძენი, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. საოცარი პარტნიორია ანიტა...

- კი, დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ წარმოდგენას, რომელიც რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა...

- გარდა ხმისა და უბადლო ტექნიკისა, ანიტას მსახიობობაც მომნუსხველია... ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ანიტასნაირი მეცოსოპრანო დღეს დედამიწაზე არ მეგულება. ასეთივე ძლიერია სხვა როლებშიც. განსაკუთრებით, შოკში ვიყავი მისი ამნერისის მოსმენის მერე. მისგან იმხელა ენერგია მოდიოდა, რომ ჩვენც აგვიყოლია და სიმღერა, თამაში გაგვიადვილა.

საერთოდ, ბედნიერებაა ისეთ ადამიანებთან ერთად სცენაზე დგომა, როგორებიც არიან - ანიტა, გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი, გიორგი ანდღულაძე და რამაზ ჩიკვილაძე... მით უმეტეს, როცა დირიჟორობს მსოფლიოში საუკეთესო ვერდის ინტერპრეტატორი - დანიელ ორენი და თან, ლეგენდარულ ფრანკო ძეფირელის დადგმაში.

- თქვენთვის რითია გამორჩეული ლევან წულაძის "კარმენი"?

- ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა თბილისის თეატრის ახალ ხელმძღანელობას, რომ ყინული დაიძრა და ამდენი წლის მერე უამრავი სიურპრიზით გაანებივრა ქართველი მსმენელი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და მადლობა ყველა დამფინანსებელს, ვინც გვერდში უდგას საოპერო ხელოვნების შესაბამის სიმაღლეზე ყოფნას.

არ მინდა გამომრჩეს, რომ სხვა დებიუტანტ პარტნიორებთან მომიწია თბილისში "კარმენის" მღერა და მინდა, საქართველოს მივულოცო, რომ მოდის ახალი თაობა, რომლებიც არანაკლებ დიდ კარიერას იმსახურებს და დარწმუნებული ვარ მიაღწევენ კიდეც, კერძოდ, გამოვყოფ ნანიკო ძიძიგურს და ირინა ალექსიძეს, მამაკაცებში კი, ამომავალ ვარსკვლავს - ნიკოლოზ ლაგვილავას.

რაც შეეხება ლევან წულაძის დებიუტს საოპერო ხელოვნებაში, - ნიჭიერი ადამიანი ყველა სფეროში ნიჭიერია... მომეწონა მისი საკმაოდ გაბედული და თანამედროვე ხედვა ისე, რომ სიუჟეტის მსვლელობიდან არ გადაუხვევია... ინოვაციები საჭიროა თანამედროვე თეატრში და თუ ის გემოვნებითაა გაკეთებული, სასურველ შედეგს იძლევა... ჩვენთვის კომფორტული იყო მისი რეჟისურა და პუბლიკამაც თბილად მიიღო. ვისურვებდი, რომ კიდევ ხშირად მოსინჯოს ძალები საოპერო სფეროში.

კარგია, რომ თბილისის თეატრს საპრემიერო ჩვენებებზე გარდა ქართველი მომღერლებისა მოწვეული უცხოელი ცნობილი და თავიანთი როლების საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული მომღერლები რომ ჩამოყავს, რომლებსაც ჩვენი ოპერის ფანები მხოლოდ ჩანაწერებით იცნობენ. ახლა კი ადგილზე მიეცათ მათი მოსმენის საშუალება... ამით ორ კურდღელს ვიჭერთ - ერთი, რომ თბილისის ოპერის სოლისტებს, სტუდენტებს და დამწყებ მომღერლებს მათი მოსმენით და თამაშით ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ და მეორე ის, რომ მსმენელისთვის თვალსაჩინო ხდება, რომ ჩვენი ქართველი მომღერლები არავის არაფრით ჩამოუვარდებიან და შედარების საშუალებაც ეძლევათ.

- ვიცი, რომ ვერდი გამორჩეულად გიყვართ და მოდი, "აიდაზეც" შევჩერდეთ.

- ეს ოპერა პირველად თბილისში 2005 წელს ვიმღერე. იმის მერე 149-ჯერ შევასრულე რადამესის როლი. ვერდის ოპერებიდან განსაკუთრებით სწორედ "აიდა" და "ტრუბადურის" შესრულება მიყვარს. უკვე იმდენჯერ მომიწია მათმა შესრულებამ, რომ პარტნიორების პარტიებიც კი ზეპირად ვიცი. თუ რეპეტიციებზე ვინმე აკლია, მათ როლებს მე ვახმოვანებ, ქალი იქნება ეს თუ კაცი (იღიმის).

სიმართლე გითხრათ, ცოტა მოყირჭების თუ ყელში ამოსვლის მომენტიც მაქვს, როცა როლებზე 100 შესრულებას გადაცილდები...…ახლა დიდ სიამოვნებას მეტად "ვერისტული" ოპერები და XX საუკუნის მუსიკა მანიჭებს.

საშინლად რთულია სასწავლად, მაგრამ როცა მოამზადებ, მერე მათი შესრულებით დიდ სიამოვნებას იღებ. განსაკუთრებით იანაჩეკის მუსიკა. მისი 2 ოპერა უკვე ვიმღერე ჩეხურ ენაზე ("კატია კაბანოვა" და "იენუფა") და დვორჟაკის "რუსალკაც" ასევე ჩეხურად... ასე რომ, ახლა ჩემსკენ ასეთი ამბებია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება