პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ქართველი დევნილების შესახებ მიიღო
რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ქართველი დევნილების შესახებ მიიღო

ნიუ-იორკში, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 71-ე სე­სი­ამ კი­დევ ერთხელ მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია "აფხა­ზე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/სამ­ხრეთ ოსე­თი, სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ".

რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი 80-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა, 14-მა წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა, 61-მა კი თავი შე­ი­კა­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წინა წელ­თან შე­და­რე­ბით რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­ცხვი გაზ­რდი­ლია. გა­სულ წელს რე­ზო­ლუ­ცია 76-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი, 15 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, ხოლო 64-მა სა­ხელ­მწი­ფომ თავი შე­ი­კა­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, რე­ზო­ლუ­ცია, მისი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წმინ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ხა­სი­ათს ატა­რებს და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა. ის გმობს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლის­მი­ე­რი გზით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დე­მოგ­რა­ფი­ულ ცვლი­ლე­ბებს, ადას­ტუ­რებს დევ­ნილ­თა უფ­ლე­ბას დაბ­რუნ­დნენ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ღირ­სე­უ­ლად და უსაფრ­თხოდ ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და ხაზს უს­ვამს მათი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. რე­ზო­ლუ­ცია აღ­ნიშ­ნავს აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

რე­ზო­ლუ­ცია მო­უ­წო­დებს გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს, ყო­ველ­წლი­უ­რად მო­ამ­ზა­დოს ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და რე­ზო­ლუ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­გა­რეო უწყე­ბის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის ფონ­ზე, რაც კი­დევ ერთ დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ზო­ლუ­ცია მო­უ­წო­დებს ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, გა­ა­აქ­ტი­უ­რონ ძა­ლის­ხმე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს შე­უ­წყობს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხაზი გა­ეს­ვას, რომ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი კვლავ რჩე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფო­რუ­მის დღის წეს­რიგ­ში და იპყრობს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ყუ­რა­დღე­ბას. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, გა­ე­რო-სთან სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ებ­თან ერ­თად, მო­მა­ვალ­შიც არ და­ი­შუ­რებს ძა­ლის­ხმე­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, რად­გან ეს არის და იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მელ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა რე­ზო­ლუ­ცი­ას იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და ამით თი­თო­ე­ულ დევ­ნილს კი­დევ ერთხელ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლეა აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას 2008 წლი­დან იღებს, რი­თიც გა­ნამ­ტკი­ცებს დევ­ნილ­თა ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს, უპირ­ვე­ლე­სად, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი, უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას.

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ქართველი დევნილების შესახებ მიიღო

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ქართველი დევნილების შესახებ მიიღო

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუცია 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

"მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან ერთად, მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან ეს არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ და ამით თითოეულ დევნილს კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოუცხადა.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?