Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს
იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ ია­პო­ნი­ა­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ფუ­მიო კი­ში­დას­თან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტო­დან აც­ნო­ბეს, შეხ­ვედ­რა­ზე მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის და ია­პო­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ორი ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნეს მიმ­დი­ნა­რე წლის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის - 25 წლის­თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მი­ნის­ტრე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ ხნის გან­მა­ლო­ბა­ში ორი ქვეყ­ნის მე­გობ­რო­ბა ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბებს, რო­გო­რიც არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა.

ია­პო­ნი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვეს მო­მა­ვალ­ში აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლონ სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­საყ­ვა­ნად, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რიც არის: ეკო­ნო­მი­კა, ენერ­გე­ტი­კა, ინო­ვა­ცი­ე­ბი, მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა.

ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ფუ­მიო კი­ში­დამ ია­პო­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ორ­მხრი­ვი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­გორც მი­ნის­ტრებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ეს ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მის­ცემს ორი­ვე ქვე­ყა­ნას გა­ნა­ვი­თა­რონ ბიზ­ნეს და ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი და ასე­ვე იქ­ნე­ბა კარ­გი სიგ­ნა­ლი ია­პო­ნუ­რი საქ­მი­ა­ნი წრე­ე­ბის­თვის და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ხაზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბას და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ლი­ბე­რა­ლურ ბიზ­ნეს კლი­მატს.

ფუ­მიო კი­ში­დას გან­ცხა­დე­ბით, ია­პო­ნია ასე­ვე გა­ა­მარ­ტი­ვებს სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რაც ხელს შე­უ­წყობს ხალ­ხთა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში.

ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე ია­პო­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის არ­სე­ბულ ე.წ. Travel adviser-ში სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც უსაფრ­თხო ქვეყ­ნის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რაც და­მა­ტე­ბით შე­უ­წყობს ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნუ­რი ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას.

მი­ნის­ტრე­ბი შე­თან­ხმდნენ ხელი შე­უ­წყონ შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ინო­ვა­ცი­ე­ბის, მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში, სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ხა­ტა და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამ მხრივ გა­ი­ზი­ა­როს ია­პო­ნი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ია­პო­ნურ მხა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს JICA-ს წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ია­პო­ნი­ის მხა­რემ გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძოს აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ია­პო­ნელ კო­ლე­გას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. ია­პო­ნი­ის მხა­რემ კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ნიშ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მი­ნის­ტრებ­მა გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა იმუ­შა­ონ ქვეყ­ნებს შო­რის მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტე­ბის გაც­ვლა­ზე, მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტოდან აცნობეს, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის - 25 წლისთავის მნიშვნელობა. მინისტრების შეფასებით, ამ ხნის განმალობაში ორი ქვეყნის მეგობრობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, როგორიც არის დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა.

იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კიშიდამ იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე განაცხადა, როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და ასევე იქნება კარგი სიგნალი იაპონური საქმიანი წრეებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობებით. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს კლიმატს.

ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იაპონიის მოქალაქეებისათვის არსებულ ე.წ. Travel adviser-ში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონური ტურისტების მოზიდვას.

მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, საქართველომ გამოხატა დაინტერესება ამ მხრივ გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში იაპონიის განვითარების სააგენტოს JICA-ს წარმატებული საქმიანობა. იაპონიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც განაგრძოს აქტიური ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."