საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პატარა თემოსთან ერთად დღეს მზიურის პარკში "მზის ფესტივალს" დაესწრო და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
"გილოცავთ ამ საოცარ დღეს, მინდა, რომ ყველა იყოთ მხიარულები, ბავშვივით გულწრფელები და ყოველთვის იყოს ბავშვის დღე," - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
მაკა ჩიჩუამ სხვადასხვა სოციალური საწარმოებისა და ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერა და პატარებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ქვეყნის პირველი ლედი ბავშვთა დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად, ბავშვთა ჰოსპისსაც ეწვია, სადაც სტუმრად ავსტრალიის რაგბის ახალგაზრდული ნაკრები იმყოფებოდა.
მაკა ჩიჩუამ და გიორგი აბაშიშვილმა, სტუმრებთან ერთად სიმბოლურ ღონისძიებაში - ვარდის დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.
პირველი ლედი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა ულამაზეს, მოხატულ კაბაში. ირკვევა, რომ ფერადი კაბა საგანგებოდ მაკა ჩიჩუასთვის დიზაინერმა ალექსანდრ (საშა) არუთინოვმა შექმნა.
ფოტოები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფეისბუქ-გვერდიდან