მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ქართველი დაიბადა ბოლო 25 წლის მანძილზე უცხოეთში
რამდენი ქართველი დაიბადა ბოლო 25 წლის მანძილზე უცხოეთში

უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ და იქ და­ბა­დე­ბულ პი­რებ­ზე სტა­ტის­ტი­კის ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გათ­ვლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სულ რეპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი ასა­კის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და ამ არა­ზუს­ტი გათ­ვლე­ბით, ბოლო 25 წლის მან­ძილ­ზე უცხო­ეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 ქარ­თვე­ლი და­ი­ბა­და, - ამის შე­სა­ხებ "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დის" თავ­მჯდო­მა­რემ თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ბევ­რი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში ბავ­შვს აჩენს, მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას სჯერ­დე­ბა.

თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მი­ე­ცე­მათ.

"უცხო­ეთ­ში ბავ­შვის გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი, ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბის გამო, თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თულ ოჯახს აქვს. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ უცხო­ეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა ქარ­თვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო მე­ტია.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მე-19-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში სულ 400 000 იყო, ამა­ვე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს კი მი­ლი­ონს გა­და­ვა­ჭარ­ბეთ. ანუ, ეს ის ციფ­რია, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა ერმა არ­სე­ბო­ბა და­ი­წყოს. სწო­რედ ამი­ტომ არის მათი მჭიდ­რო კავ­ში­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­ლებს. კარ­გი წი­ნა­და­დე­ბა დას­ვა ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რომ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მი­ე­ცეთ. ეს გაზ­რდის ემიგ­რან­ტე­ბის კავ­შირს ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან. ეს კავ­ში­რი კი გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა ბავ­შვებს, რო­მელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა ქარ­თუ­ლი ან არ იცის, ან ცუ­დად იცის.

მსურს მი­ვუ­ლო­ცო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პა­ტა­რას ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უცხო­ეთ­ში და­ბა­დე­ბულ და მცხოვ­რებ პა­ტა­რა ქარ­თვე­ლებს. მიგ­რა­ცია ყო­ველ­თვის ნე­გა­ტი­უ­რი არ არის, თუკი ის ხა­რის­ხობ­რი­ვად მა­ღა­ლია. ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი ერ­თგვა­რი ელ­ჩე­ბი არი­ან უცხო მი­წა­ზე, მათ შო­რის ბავ­შვე­ბიც. ვი­სურ­ვებ­დი რომ პა­ტა­რა ქარ­თვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს მიღ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნო­ფონ­დი გაზ­რდი­ლი­ყოს. ამის­თვის კი მათი მჭიდ­რო კავ­ში­რი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაა სა­ჭი­რო და რაც მთა­ვა­რია - უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სული", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რამდენი ქართველი დაიბადა ბოლო 25 წლის მანძილზე უცხოეთში

რამდენი ქართველი დაიბადა ბოლო 25 წლის მანძილზე უცხოეთში

უცხოეთში მცხოვრებ და იქ დაბადებულ პირებზე სტატისტიკის ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ არსებობს დემოგრაფიული გათვლები საქართველოდან წასულ რეპროდუქტიული ასაკის მქონე მოქალაქეებზე და ამ არაზუსტი გათვლებით, ბოლო 25 წლის მანძილზე უცხოეთში დაახლოებით 200 000 ქართველი დაიბადა, - ამის შესახებ "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

ბევრი ქართული ოჯახი, რომელიც უცხოეთში ბავშვს აჩენს, მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეობას სჯერდება.

თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიეცემათ.

"უცხოეთში ბავშვის გაჩენის სურვილი, ხელშემწყობი პირობების გამო, თითქმის ყველა ქართულ ოჯახს აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უცხოეთში დაბადებული პატარა ქართველების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.

საქართველოს მოსახლეობა მე-19-ე საუკუნის დასაწყისში სულ 400 000 იყო, ამავე საუკუნის ბოლოს კი მილიონს გადავაჭარბეთ. ანუ, ეს ის ციფრია, რითაც შეიძლება ერმა არსებობა დაიწყოს. სწორედ ამიტომ არის მათი მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. კარგი წინადადება დასვა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიეცეთ. ეს გაზრდის ემიგრანტების კავშირს ჩვენს ქვეყანასთან. ეს კავშირი კი განსაკუთრებით სჭირდება ბავშვებს, რომელთა დიდმა ნაწილმა ქართული ან არ იცის, ან ცუდად იცის.

მსურს მივულოცო საქართველოს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, განსაკუთრებით კი უცხოეთში დაბადებულ და მცხოვრებ პატარა ქართველებს. მიგრაცია ყოველთვის ნეგატიური არ არის, თუკი ის ხარისხობრივად მაღალია. ჩვენი თანამემამულეები ერთგვარი ელჩები არიან უცხო მიწაზე, მათ შორის ბავშვებიც. ვისურვებდი რომ პატარა ქართველების რაოდენობით, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, საქართველოს გენოფონდი გაზრდილიყოს. ამისთვის კი მათი მჭიდრო კავშირი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაა საჭირო და რაც მთავარია - უცხოური განათლებით გაჯერებული ქართული სული", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი