დაბა ასპინძის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი ზედგინიძე აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
რატი ზედგინიძემ უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით, 80 000 დოლარიანი დაფინანსება მიიღო, რომელიც სრულად აანაზღუარებს 4 წლიან სასწავლო კურსს. წარმატებულმა ახალგაზრდამ
დაფინანსება TOEFL-ის და SAT-ის მათემატიკური ტესტის ჩაბარების შემდეგ მოიპოვა.
როგორც რატი ზედგინიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მას პილოტობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა ამაზე სერიოზულად ფიქრი მე-9 კლასიდან, ინგლისური ენის შესწავლა კი ერთი წლის წინ, მე-11 კლასში დაიწყო.
”თავიდან საქართველოში ვაპირებდი სწავლას, მაგრამ 2 წლის წინ გადავწყვიტე სწავლა ამერიკაში გამეგრძელებინა... განაგრძეთ კითხვა