მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს განცხადება ედიშერ ქარჩავაზე: "ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის"
საპატრიარქოს განცხადება ედიშერ ქარჩავაზე: "ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო იუ­რისტ ედი­შერ ქარ­ჩა­ვას ბოლო პე­რი­ო­დის კო­მენ­ტა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"ბა­ტონ ედი­შერ ქარ­ჩა­ვას ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი. მის მიერ გან­მარ­ტე­ბუ­ლი მი­ზე­ზი ასე­თი ქმე­დე­ბი­სა არის სე­რი­ო­ზუ­ლი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვით წარ­მო­ჩე­ნა არას­წო­რია.

ის ფაქ­ტი, რომ ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პირი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა­სა და წმინ­და სი­ნო­დის მო­წო­დე­ბებს არ­ღვევს და ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებს არ ერი­დე­ბა, ცალ­კე გან­სჯის სა­გა­ნია, მაგ­რამ ასე­თი ქცე­ვა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი არ არის არა­ვის­თვის, მათ შო­რის, არც ბა­ტო­ნი ედი­შე­რის­თვის, რის გა­მოც იგი იქნა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა­გან შე­ი­კა­ვონ თავი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტმა ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ლუსტრა­ცი­ას იწყებს, რომ­ლე­ბიც ე.წ. "ცი­ა­ნი­დის საქ­მის" მხარ­დამ­ჭე­რია და ეკ­ლე­სი­ა­ში პატ­რი­არ­ქის მმარ­თვე­ლო­ბის გა­უქ­მე­ბა სურთ. კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში კი გან­მარ­ტა, რომ პატ­რი­არ­ქის დაც­ვის ყო­ფილ უფ­როსს სოსო ოხა­ნაშ­ვილს და მე­უ­ფე პეტ­რეს აქვთ მცდე­ლო­ბე­ბი, რომ უწ­მინ­დე­სი ჩა­მო­ა­ცი­ლონ პატ­რი­არ­ქის ტახტს. ამას­თან, ქარ­ჩა­ვას მტკი­ცე­ბით, მე­უ­ფე პეტ­რეს დღე­საც აქვს და­გეგ­მი­ლი პატ­რი­არ­ქის არა მხო­ლოდ ტახ­ტი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა, არა­მედ "უწ­მინ­დე­სის მოკ­ვდი­ნე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

საპატრიარქოს განცხადება ედიშერ ქარჩავაზე: "ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის"

საპატრიარქოს განცხადება ედიშერ ქარჩავაზე: "ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის"

საქართველოს საპატრიარქო იურისტ ედიშერ ქარჩავას ბოლო პერიოდის კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იმ ადამიანების ლუსტრაციას იწყებს, რომლებიც ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერია და ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ. კიდევ ერთ განცხადებაში კი განმარტა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ "უწმინდესის მოკვდინება".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი