მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ალა­ვი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, 14 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­ერ­თე­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნე­ბა 7, ანუ დღეს­დღე­ო­ბით სულ არ­სე­ბუ­ლი 71 თვით­მმარ­თვე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ნაც­ვლად, ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ 64 დარ­ჩე­ბა.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო არ­სე­ბულ სპე­კუ­ლა­ცი­ებს და ვთქვა, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არა­ნა­ი­რად არ ეხე­ბა არ­ჩე­ვი­თო­ბის წესს და ყვე­ლა ქა­ლა­ქი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ისარ­გებ­ლებს ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სით. ასე­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლე­ტე­ტე­ბის საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში პრო­პორ­ცი­უ­ლად შევ­ლენ ქა­ლა­ქებ­ში არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი. რე­ფორ­მის მი­ზა­ნია მი­ვი­ღოთ უფრო ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის მო­დე­ლი, რათა უფრო ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ვაგ­ვა­როთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. გა­იზ­რდე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს ფუნ­ქცი­ე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა.

რე­ფორ­მის შე­დე­გად ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი მერი. იგეგ­მე­ბა კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის შექ­მნა მე­რი­ებ­ში, რომ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყოს მი­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის როლი იზ­რდე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მერი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სე­ბის და მო­ად­გი­ლე­ე­ბის კან­დი­და­ტუ­რებს საკ­რე­ბუ­ლო­ებს წა­რუდ­გენს", - გა­ნა­ცხა­და ალა­ვი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექსში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბა­თა მე­ო­რე პა­კე­ტის მომ­ზა­დე­ბა­საც გეგ­მავს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"შემ­დე­გი პა­კე­ტით ჩვენ მო­ვა­წეს­რი­გებთ არა­სა­მე­წარ­მეო არა­მომ­გე­ბი­ა­ნი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის შექ­მნის მე­ქა­ნიზ­მებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. დარ­გე­ბის მი­ხედ­ვით იქ­ნე­ბა თითო ა(ა)იპ, ანუ შევ­ზღუ­დავთ დუბ­ლი­რე­ბულ სერ­ვი­სებს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვის კუ­თხით. შემ­დგო­მი პა­კე­ტის­თვის ჩვენ ასე­ვე ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ებს შე­მო­ვი­ღებთ და ზუს­ტად ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის გაგ­რძე­ლე­ბა და უფრო მეტი დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია. ა(ა)იპ-ების ნა­წი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო 2018 წლი­დან შევა ძა­ლა­ში და უფრო ოპ­ტი­მი­ზა­ცია მოხ­დე­ბა, მათ შო­რის, კად­რე­ბი­საც", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ალა­ვი­ძემ.

საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 14 მუნიციპალიტეტის შეერთების შედეგად შეიქმნება 7, ანუ დღესდღეობით სულ არსებული 71 თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ნაცვლად, ცვლილების შემდეგ 64 დარჩება.

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო არსებულ სპეკულაციებს და ვთქვა, რომ ეს ცვლილებები არანაირად არ ეხება არჩევითობის წესს და ყველა ქალაქი კვლავინდებურად ისარგებლებს ქალაქის სტატუსით. ასევე, მუნიციპალეტეტების საკრებულოებში პროპორციულად შევლენ ქალაქებში არჩეული დეპუტატები. რეფორმის მიზანია მივიღოთ უფრო ეფექტიანი მართვის მოდელი, რათა უფრო ოპერატიულად მოვაგვაროთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები. გაიზრდება საკრებულოს ფუნქციები და მოქალაქეების ჩართულობა.

რეფორმის შედეგად ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება არჩეული მერი. იგეგმება კოლეგიალური ორგანოების შექმნა მერიებში, რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ასევე, საკრებულოების როლი იზრდება გამომდინარე იქიდან, რომ მერი სამსახურის უფროსების და მოადგილეების კანდიდატურებს საკრებულოებს წარუდგენს", - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის მომზადებასაც გეგმავს, რომელიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.

"შემდეგი პაკეტით ჩვენ მოვაწესრიგებთ არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული პირების შექმნის მექანიზმებს მუნიციპალიტეტებში. დარგების მიხედვით იქნება თითო ა(ა)იპ, ანუ შევზღუდავთ დუბლირებულ სერვისებს. ეს მნიშვნელოვანი იქნება ხარჯების დაზოგვის კუთხით. შემდგომი პაკეტისთვის ჩვენ ასევე ტერიტორიულ ორგანოებს შემოვიღებთ და ზუსტად ეს იქნება ჩვენი თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელება და უფრო მეტი დეცენტრალიზაცია. ა(ა)იპ-ების ნაწილი სავარაუდოდ, უფრო 2018 წლიდან შევა ძალაში და უფრო ოპტიმიზაცია მოხდება, მათ შორის, კადრებისაც", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

რა ფერებში განათდება დღეს ანძა? - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

"სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო" - ირაკლი ოქრუაშვილი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"