L’Oréal Paris-ი კანის კინოფესტივალთან პარტნიორობის მე-20 წლისთავს აღნიშნავს. ფრანგული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია სწორედ 20 წლის წინ კანის კინოფესტივალის სპონსორი გახდა. საზეიმო წვეულება Martinez beach-ზე მდებარე კინოკლუბში გაიმართა. წვეულებას, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი მრავალი მსახიობი და მოდელი დაესწრო, მათ შორის ევა ლონგორია, ირინა შეიკი, ლარა სტოუნი და სხვები. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი. წვეულების შესახებ vogue.com წერს და ვარსკვლავების ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ბერას გვერდს ამერიკელი რეპერი Maejor-ი და ყოფილი პატიმარი, ახლა უკვე ცნობილი მოდელი ჯერემი მიქსი უმშვენებენ.