მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფურშეტებზე, წვეულებებსა და რესტორნებში დახარჯული ათეულობით ათასი ლარი - აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიში
ფურშეტებზე, წვეულებებსა და რესტორნებში დახარჯული ათეულობით ათასი ლარი - აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიში

მი­ღე­ბე­ბის, ფურ­შე­ტე­ბის, წვე­უ­ლე­ბე­ბი­სა და სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მიერ, - ამის შე­სა­ხებ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბა. ასე­ვე, თან­ხე­ბი და­ხარ­ჯუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის კვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის.

"მა­გა­ლი­თად, 2013-2014 წლებ­ში ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მიერ "წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის" მუხ­ლი­დან რეს­ტორ­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად არის გა­წე­უ­ლი 21.5 ათა­სი ლარი. 2014-2015 წლებ­ში, ქა­ლაქ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ვერ წარ­მო­ად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქნა გა­წე­უ­ლი 14.2 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­რეს­ტორ­ნო ხარ­ჯი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში.

გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ შე­მოწ­მე­ბულ რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი და­ხარ­ჯუ­ლია ისეთ პრო­ექ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის.

ხარ­ვე­ზე­ბი იკ­ვე­თე­ბა საპ­რო­ექ­ტო-სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის სის­რუ­ლე­ში, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სე­ბის კონ­ტროლ­ში და სხვა. შე­დე­გად, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი გა­დახ­დი­ლია ისეთ პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ სარ­გებ­ლობს.

"მა­გა­ლი­თად, 2014-2015 წლებ­ში მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, შეს­ყი­დუ­ლია 4 სა­ბავ­შვო ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბის, ელექტრო­წის­ქვი­ლის მო­წყო­ბის, ტრანსფორ­მა­ტო­რის შე­ძე­ნა-მონ­ტა­ჟის სა­მუ­შა­ო­ე­ბი - ღი­რე­ბუ­ლე­ბით 212 ათა­სი ლარი. 2016 წლის ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, პრო­ექ­ტი არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი და ვერ სარ­გებ­ლობ­და მო­სახ­ლე­ო­ბა. 2013-2014 წლებ­სა და 2015 წლის 6 თვე­ში, ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა შე­ის­ყი­და 92.0 ათა­სი ლა­რის სა­რი­ტუ­ა­ლო სახ­ლე­ბის, წყლის სის­ტე­მე­ბი­სა და წის­ქვი­ლე­ბის სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 2015 წლის ივ­ლი­სის თვის მდგო­მა­რე­ო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო და ვერ სარ­გებ­ლობ­და მო­სახ­ლე­ო­ბა", - ნათ­ქვა­მია აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რი­ში პარ­ლა­მენტს უკვე წა­რედ­გი­ნა. 137-გვერ­დის­გან შემ­დგა­რი დო­კუ­მენ­ტის ინი­ცი­რე­ბა ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ფურშეტებზე, წვეულებებსა და რესტორნებში დახარჯული ათეულობით ათასი ლარი - აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიში

ფურშეტებზე, წვეულებებსა და რესტორნებში დახარჯული ათეულობით ათასი ლარი - აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიში

მიღებების, ფურშეტების, წვეულებებისა და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული მუნიციპალიტეტების მიერ, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. ასევე, თანხები დახარჯულია სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისათვის.

"მაგალითად, 2013-2014 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ "წარმომადგენლობითი ხარჯების" მუხლიდან რესტორნის მომსახურებაზე, დაუსაბუთებლად არის გაწეული 21.5 ათასი ლარი. 2014-2015 წლებში, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებასთან დაკავშირებით იქნა გაწეული 14.2 ათასი ლარის ოდენობის სარესტორნო ხარჯი", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც დასრულებული არ არის.

ხარვეზები იკვეთება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების სისრულეში, მშენებლობის პროცესების კონტროლში და სხვა. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები გადახდილია ისეთ პროექტებში, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს.

"მაგალითად, 2014-2015 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესყიდულია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის, ელექტროწისქვილის მოწყობის, ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟის სამუშაოები - ღირებულებით 212 ათასი ლარი. 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, პროექტი არ იყო დასრულებული და ვერ სარგებლობდა მოსახლეობა. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 92.0 ათასი ლარის სარიტუალო სახლების, წყლის სისტემებისა და წისქვილების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც 2015 წლის ივლისის თვის მდგომარეობით დასრულებული არ იყო და ვერ სარგებლობდა მოსახლეობა", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."